მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
შერჩეული სიმბოლოები, პერსონაჟები და იმიჯის სხვა ელემენტები, რომლებიც ბრენდის პიროვნულ მახასიათებლებს გადმოსცემს, კომპანიის ან ბრენდის რეკლამირების სახით უნდა მივიდეს მომხმარებლამდე.
The chosen symbols, characters, and other image elements must be communicated through advertising that conveys the company’s or brand’s personality.
605062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სწორი კონკურენტული უპირატესობის ამორჩევა.
Choosing the Right Competitive Advantages.
605063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დავუშვათ, კომპანიამ შეძლო რამდენიმე პოტენციური კონკურენტული უპირატესობის იდენტიფიცირება.
Suppose a company is fortunate enough to discover several potential differentiations that provide competitive advantages.
605064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
შემდეგი ნაბიჯია შესაძლო ალტერნატიულთაგან ერთ-ერთის ამორჩევა, რომელზეც პოზიციონირების სტრატეგია აიგება.
It now must choose the ones on which it will build its positioning strategy.
605065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი და რომელი განმასხვავებელი ნიშნის სტიმულირება მოახდინოს.
It must decide how many differences to promote and which ones.
605066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
რამდენი განმასხვავებელი ნიშნის სტიმულირებაა საჭირო?
How Many Differences to Promote.
605067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბევრი მარკეტოლოგი მიიჩნევს, რომ კომპანიებმა აგრესიულად უნდა აწარმოონ მხოლოდ ერთი სარგებლის სტიმულირება სამიზნე ბაზარზე.
Many marketers think that companies should aggressively promote only one benefit to the target market.
605068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, სარეკლამო საქმიანობის სპეციალისტი როზერ რიივი აცხადებს, რომ კომპანიამ თითოეული ბრენდისათვის უნდა ჩამოაყალიბოს უნიკალური სავაჭრო შეთავაზება და მას ბოლომდე მიჰყვეს.
Advertising executive Rosser Reeves, for example, said a company should develop a unique selling proposition (USP) for each brand and stick to it.
605069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თითოეულმა ბრენდმა ერთი მახასიათებელი უნდა აირჩიოს და ხალხს თავს მოახვიოს ის აზრი, რომ იგი ამ მახასიათებლის მიხედვით „უპირველესია“.
Each brand should pick an attribute and tout itself as “number one” on that attribute.
605070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველი უკეთესად იმახსოვრებს პირველებს, განსაკუთრებით დღევანდელ ინფორმაციულად გადატვირთულ გარემოში.
Buyers tend to remember number one better, especially in this overcommunicated society.
605071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამრიგად, ვოლმარტი აკეთებს დაუმარცხებელი დაბალი ფასების რეკლამას, ბურგერ კინგი კი — თავისი დევიზით, „გააკეთე ისე, როგორც გინდა“, სტიმულირებას უკეთებს ინდივიდუალური არჩევანის შესაძლებლობას.
Thus, Walmart promotes its unbeatable low prices, and Burger King promotes personal choice—“have it your way”.
605072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სხვა მარკეტოლოგები მიიჩნევენ, რომ კომპანიებმა ერთზე მეტ განმასხვავებელ ნიშანზე უნდა მოახდინონ კონცენტრაცია.
Other marketers think that companies should position themselves on more than one differentiator.
605073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამის აუცილებლობა იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როდესაც ორი ან მეტი ფირმა ერთსა და იმავე მახასიათებელზე აკეთებს ფოკუსირებას.
This may be necessary if two or more firms are claiming to be best on the same attribute.
605074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დღეს, როდესაც მასობრივი ბაზარი თანდათან პატარ-პატარა სეგმენტებად იყოფა, უფრო მეტი სეგმენტების მისაზიდად, კომპანიები თავიანთი პოზიციონირების სტრატეგიების გაფართოებას ცდილობენ.
Today, in a time when the mass market is fragmenting into many small segments, companies and brands are trying to broaden their positioning strategies to appeal to more segments.
605075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
რა თქმა უნდა, მყიდველთა უმეტესობას სამივე სარგებლის მიღება სურს ერთდროულად.
Clearly, many buyers want these multiple benefits.
605076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
რთულია მათი დარწმუნება, რომ ერთ ბრენდს სამივე სარგებლის მიწოდება მართლაც შეუძლია.
The challenge is to convince them that one brand can do it all.
605077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტია ბრენდებთან დაკავშირებული განცხადებების რაოდენობა, კომპანიები მკაფიო პოზიციონირების დაკარგვისა და მათ მიმართ უნდობლობის წარმოშობის საშიშროების წინაშე დგებიან.
However, as companies increase the number of claims for their brands, they risk disbelief and a loss of clear positioning.
605078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
რომელი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირება არის საჭირო?
Which Differences to Promote.
605079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბრენდის ყველა განმასხვავებელი ნიშანი როდია მნიშვნელოვანი და ღირებული მომხმარებლისათვის; ყოველი მათგანი შეიძლება სულაც არ იყოს კარგი განმასხვავებელი.
Not all brand differences are meaningful or worthwhile; not every difference makes a good differentiator.
605080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
განმასხვავებელი ნიშნის გამოყენებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იგი არის: მნიშვნელოვანი – განმასხვავებელი ნიშანი მიზნობრივ მყიდველს ისეთ სარგებელს სთავაზობს, რომელიც მისთვის ძალიან ფასეულია.
A difference is worth establishing to the extent that it satisfies the following criteria: Important: The difference delivers a highly valued benefit to target buyers.