მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605521.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ძირითადი საშუალებები საწარმოო დანიშნულების პროდუქტებია, რომლებიც ხელს უწყობს გასაყიდი პროდუქციის წარმოებასა და ოპერაციებს. იგი მოიცავს საწარმოო სიმძლავრეებსა და დამხმარე მოწყობილობებს.
Capital items are industrial products that aid in the buyer’s production or operations, including installations and accessory equipment.
605522.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
საწარმოო სიმძლავრეები შედგება შენობებისა (ფაბრიკა-ქარხნები, ოფისები) და ფიქსირებული მოწყობილობებისაგან (გენერატორები, ბურღები, დიდი კომპიუტერული სისტემები, ლიფტები, დაზგები და ა.შ.).
Installations consist of major purchases such as buildings (factories, offices) and fixed equipment (generators, drill presses, large computer systems, elevators).
605523.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დამხმარე მოწყობილობები მოიცავს პორტატიულ დანადგარებსა და სამუშაო იარაღებს (ხელის იარაღები, ავტომტვირთავები და სხვა) და საოფისე მოწყობილობას (კომპიუტერები, ფაქსები, საწერი მაგიდები).
Accessory equipment includes portable factory equipment and tools (hand tools, lift trucks) and office equipment (computers, fax machines, desks).
605524.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ისინი საწარმოო საშუალებებზე ნაკლებად გამძლეა და, უბრალოდ, წარმოების პროცესს უწყობს ხელს.
They have a shorter life than installations and simply aid in the production process.
605525.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბიზნესპროდუქტების ბოლო ჯგუფია მომარაგება და მომსახურება.
The final group of industrial products is supplies and services.
605526.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომარაგება აერთიანებს ოპერატიულ მარაგებს (საპოხი მასალა, ქვანახშირი, ქაღალდი, ფანქრები და ა. შ.) და შესაკეთებელ და სარემონტო საგნებს (საღებავები, ლურსმნები, ცოცხები და ა. შ.).
Supplies include operating supplies (lubricants, coal, paper, pencils) and repair and maintenance items (paint, nails, brooms).
605527.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მარაგი არის საწარმოო სფეროს ხელსაყრელი პროდუქტების ერთობლიობა, რადგან მის შესყიდვას მინიმალური ძალისხმევა სჭირდება.
Supplies are the convenience products of the industrial field because they are usually purchased with a minimum of effort or comparison.
605528.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბიზნესმომსახურებები მოიცავს სარემონტო და შესაკეთებელ მომსახურებებს (ფანჯრების გაწმენდა, კომპიუტერის შეკეთება და ა. შ.) და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებებს (იურიდიული, მენეჯმენტ-კონსალტინგი, სარეკლამო და სხვა).
Business services include maintenance and repair services (window cleaning, computer repair) and business advisory services (legal, management consulting, advertising).
605529.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასეთი მომსახურების მიღება კონტრაქტის საფუძველზე ხდება.
Such services are usually supplied under contract.
605530.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ორგანიზაციები, ადამიანები, ადგილები და იდეები.
Organizations, Persons, Places, and Ideas.
605531.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბოლო წლებში მარკეტოლოგებმა პროდუქტის ცნება განავრცეს და დღეს იგი, მატერიალურ პროდუქტებთან და მომსახურებასთან ერთად, ორგანიზაციებს, ადამიანებს, ადგილებსა და იდეებსაც მოიცავს.
In addition to tangible products and services, marketers have broadened the concept of a product to include other market offerings: organizations, persons, places, and ideas.
605532.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ორგანიზაციები ხშირად ახორციელებენ საქმიანობებს, რათა შემდგომ თვით ორგანიზაცია „გაყიდონ“.
Organizations often carry out activities to “sell” the organization itself.
605533.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ორგანიზაციის მარკეტინგი შედგება საქმიანობისგან, რომლის მიზანია შექმნას, შეინარჩუნოს ან შეცვალოს მიზნობრივი მომხმარებლების დამოკიდებულება და ქმედება ორგანიზაციისადმი.
Organization marketing consists of activities undertaken to create, maintain, or change the attitudes and behavior of target consumers toward an organization.
605534.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
როგორც მოგებაზე ორიენტირებული, ასევე არაკომერციული ორგანიზაციები აწარმოებენ ორგანიზაციის მარკეტინგს.
Both profit and not-for-profit organizations practice organization marketing.
605535.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბიზნესფირმები საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და კორპორაციულ სარეკლამო კამპანიებს უწევენ სპონსორობას, რათა კარგი იმიჯი შეიქმნან.
Business firms sponsor public relations or corporate image advertising campaigns to market themselves and polish their images.
605536.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თავის რეკლამებში იგი აცხადებს: „აი, ასე მუშაობს კარგილი თავის კლიენტებთან: ითანამშრომლე, შექმენი, იყავი წარმატებული“.
It says in its ads, “This is how Cargill works with customers: “collaborate, create, succeed”.
605537.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მათ მსგავსად, არაკომერციულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: ეკლესიები, კოლეჯები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, მუზეუმები და სამსახიობო ხელოვნების ჯგუფები, თავიანთი ორგანიზაციები ბაზარზე გააქვთ, რათა დააინტერესონ ფონდები და მიიპყრონ წევრებისა თუ სპონსორების ყურადღება.
Similarly, not-for-profit organizations, such as churches, colleges, charities, museums, and performing arts groups, market their organizations to raise funds and attract members or patrons.
605538.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
პროდუქტად შეიძლება ადამიანიც განიხილებოდეს.
People can also be thought of as products.
605539.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ადამიანის მარკეტინგი შედგება იმ საქმიანობისაგან, რომლის მიზანია შექმნას, ხელი შეუწყოს ან შეცვალოს დამოკიდებულება თუ ქმედება ცალკეული ადამიანებისადმი.
Person marketing consists of activities undertaken to create, maintain, or change attitudes or behavior toward particular people.
605540.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ნებისმიერი ადამიანი – პრეზიდენტი თუ მსახიობი, სპორტსმენი თუ ექიმი, იურისტი ან არქიტექტორი იყენებს პერსონალურ მარკეტინგს რეპუტაციის შესაქმნელად.
People ranging from presidents, entertainers, and sports figures to professionals such as doctors, lawyers, and architects use person marketing to build their reputations.