მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605861.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ის არაჩვეულებრივი ადგილია სამუშაოდ.
It’s a great place to work.
605862.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მასში შექმნილი ლაღი, მხიარულების მოყვარული და მყუდრო საოჯახო გარემო, მომხმარებელს უფასო საკვებსა და სრულ პრივილეგიებს სთავაზობს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ წაიძინონ სპეციალურ მოსასვენებელ ოთახში და მათთვის იმუშავებს შესაბამისი ინსტრუქტორი სრულ განაკვეთზე სხვადასხვა საკითხზე რჩევებისა და სტიმულის მისაცემად.
It creates a relaxed, fun-loving, and close-knit family atmosphere, complete with free meals, full benefits, profit sharing, a nap room, and even a full-time life coach.
605863.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
შედეგად კი მივიღეთ ისეთი რამ, რასაც ერთ-ერთი დამკვირვებელი „1,550 მუდმივად მხიარული და იუმორით სავსე მუშაკს“ უწოდებს.
The result is what one observer calls “1,550 perpetually chipper employees”.
605864.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ყოველ წელიწადს კომპანია აქვეყნებს ე. წ. კულტურის წიგნს (თანამშრომლების ჩანაწერები იმის შესახებ, რას ნიშნავს მათთვის ეს კომპანია), რომელიც სავსეა თანამშრომლების გულითადი და არარედაქტირებული კომენტარებით.
Every year, the company publishes a “culture book,” filled with unedited, often gushy testimonials from Zapponians about what it’s like to work there.
605865.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ერთი თანამშრომელი აცხადებს: „ღმერთო ჩემო, ეს არის ჩემი სახლი სახლიდან მოშორებით. მან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩვენი შიდა ცხოვრების წესი საუკეთესო მიზანია იმისათვის, რომ აქ იცხოვრო“.
“Oh my gosh,” says one employee, “this is my home away from home. It’s changed my life. Our culture is the best reason to work here”.
605866.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მეორე მუშაკი კი აღნიშნავს: „აქ არ არის არანაირი შეზღუდვა და ამიტომაც სამსახურში მოსვლა სასიამოვნოა. აქ შესაძლებელია თითქმის ყველაფერი, რაც ძალიან გინდა“.
Says another, “the most surprising thing about coming to work here is that there are no limits. So pretty much anything you are passionate about is possible”.
605867.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამრიგად, მომსახურების მარკეტინგს იმაზე მეტი რამ სჭირდება, რასაც უბრალოდ ტრადიციული გარე მარკეტინგი ჰქვია, რასაც ოთხი „P-ის“ გამოყენებით უზრუნველვყოფთ.
Thus, service marketing requires more than just traditional external marketing using the four Ps.
605868.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
სურათზე 8.4 მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომსახურების მარკეტინგს ასევე ესაჭიროება შიდა და ინტერაქტიური მარკეტინგი.
Figure 8.4 shows that service marketing also requires internal marketing and interactive marketing.
605869.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
შიდა მარკეტინგი გულისხმობს იმას, რომ კომპანიამ უნდა დარაზმოს მომსახურების მუშაკები და დამხმარე ძალა, რათა გუნდური მუშაობის პრინციპით უზრუნველყონ კლიენტის მაქსიმალური კმაყოფილება.
Internal marketing means that the service firm must orient and motivate its customer-contact employees and supporting service people to work as a team to provide customer satisfaction.
605870.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მარკეტოლოგებმა ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს მყიდველზე ორიენტირება უნდა ასწავლონ.
Marketers must get everyone in the organization to be customer centered.
605871.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
რეალურად შიდა მარკეტინგი უნდა უსწრებდეს გარე მარკეტინგს.
In fact, internal marketing must precede external marketing.
605872.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ფორ სიზონსი ჯერ შესაბამის მუშაკებს ქირაობს და შემდეგ მათ ნელ-ნელა წვრთნის იმისათვის, რომ მომხმარებელს შეუდარებელი მომსახურება შესთავაზონ.
For example, Four Seasons Hotels and Resorts starts by hiring the right people and carefully orienting and inspiring them to give unparalleled customer service.
605873.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ინტერაქტიური მარკეტინგი ნიშნავს, რომ მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მყიდველ-გამყიდველის ურთიერთობაზე მომსახურების დროს.
Interactive marketing means that service quality depends heavily on the quality of the buyer-seller interaction during the service encounter.
605874.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
პროდუქტის მარკეტინგისას, პროდუქტის ხარისხი ნაკლებად გამომდინარეობს იქიდან, როგორ ხდება პროდუქტის შეძენა.
In product marketing, product quality often depends little on how the product is obtained.
605875.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგრამ მომსახურების მარკეტინგში მომსახურების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, ვინ და როგორ უზრუნველყოფს ამ მომსახურებას.
But in services marketing, service quality depends on both the service deliverer and the quality of delivery.
605876.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
შესაბამისად მომსახურების მარკეტოლოგებმა უნდა დახვეწონ ინტერაქტიური მარკეტინგის უნარ-ჩვევები.
Service marketers, therefore, have to master interactive marketing skills.
605877.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამრიგად, ფორ სიზონსი არჩევს მხოლოდ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ „შინაგანი ძლიერი სურვილი“ უზრუნველყონ დაუვიწყარი მომსახურება და მათ დაბეჯითებით წვრთნის იმისათვის, რომ კლიენტებთან ურთიერთობისას მათი ყოველი სურვილი დააკმაყოფილონ.
Thus, Four Seasons selects only people with an innate “passion to serve” and instructs them carefully in the fine art of interacting with customers to satisfy their every need.
605878.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ნებისმიერი ახალი მუშაკი გადის 3-თვიან გადამზადებას, იმპროვიზაციის სავარჯიშოების ჩათვლით იმისათვის, რომ გააუმჯობესოს კლიენტების მომსახურების უნარ-ჩვევები.
All new hires complete a three-month training regimen, including improvisation exercises to help them improve their customerinteraction skills.
605879.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დღესდღეობით ბაზარზე კომპანიებმა უნდა იცოდნენ, როგორ იურთიერთონ კლიენტებთან უმაღლეს დონეზე არა მარტო პირისპირ, არამედ ტექნოლოგიების გამოყენებითაც.
In today’s marketplace, companies must know how to deliver interactions that are not only “high touch” but also “high tech”.
605880.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია შევიდეს ჩარლზ შვაბის ვებგვერდზე და მოიძიოს ინფორმაცია ანგარიშის, საინვესტიციო კვლევის, საფონდო ბირჟის ფასების, სამუშაო საათების შემდგომი ვაჭრობისა და შვაბის სასწავლო ცენტრის შესახებ.
For example, customers can log onto the Charles Schwab Web site and access account information, investment research, real-time quotes, after-hours trading, and the Schwab learning center.