მოიძებნა 668044 ჩანაწერი
606141.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, აშშ-ში პროქტერ & გემბელი ყიდის სარეცხი საშუალებების 6 ბრენდს (ტაიდი, ჩერი, გეინი, ერა, დრეფტი, აივორი), შამპუნის 5 ბრენდს (პანტენი, ჰედ & შოულდერსი, ასი, ჰერბალ ესენსი) და ჭურჭლის სარეცხი საშუალების 4 ბრენდს (დაუნი, აივორი, ჯოი, ქასკადე).
For example, in the United States, P&G sells six brands of laundry detergent (Tide, Cheer, Gain, Era, Dreft, and Ivory), five brands of shampoo (Pantene, Head & Shoulders, Aussie, Herbal Essences); and four brands of dishwashing detergent (Dawn, Ivory, Joy, and Cascade).
606142.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მრავალი ბრენდის სტრატეგია გვთავაზობს ყიდვის განსხვავებულ მოტივებზე სხვადასხვა ნიშან-თვისებათა და მიმართვათა შექმნის შესაძლებლობას. ის კომპანიას გადამყიდველის თაროების მეტი ნაწილის დაკავების საშუალებას აძლევს.
Multibranding offers a way to establish different features that appeal to different customer segments, lock up more reseller shelf space, and capture a larger market share.
606143.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, პროქტერ & გემბელის ექვსი სარეცხი საშუალების ბრენდი ერთად შეადგენს აშშ-ის სარეცხი საშუალებების ბაზრის 62%-ს.
For example, P&G’s six laundry detergent brands combined capture a whopping 62 percent of the U.S. laundry detergent market.
606144.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მრავალი ბრენდის სტრატეგიის მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ თითოეულმა ბრენდმა შესაძლოა ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილი დაიკავოს და არც ერთი მათგანი დიდად მომგებიანი არ იყოს.
A major drawback of multibranding is that each brand might obtain only a small market share, and none may be very profitable.
606145.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანია შესაძლოა იძულებული გახდეს, უამრავ ბრენდზე თავისი რესურსები ხარჯოს, იმის მაგივრად, რომ რამდენიმე ძლიერი მაღალმომგებიანი ბრენდი შექმნას.
The company may end up spreading its resources over many brands instead of building a few brands to a highly profitable level.
606146.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეამცირონ მოცემულ კატეგორიაში არსებული ბრენდების რიცხვი და ახალი ბრენდის შესარჩევად უფრო მკაცრ პროცედურებს მიმართონ.
These companies should reduce the number of brands they sell in a given category and set up tighter screening procedures for new brands.
606147.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასე დაემართა ჯი-ემსაც, რომელმაც ბოლო წლებში მრავალი ბრენდი ამოიღო მისი პორტფელიდან, მათ შორისაა: სატურნი, ოლდსმობილი, ფონტაიკი, ჰამერი, სააბი.
This happened to GM, which in recent years has cut numerous brands from its portfolio, including Saturn, Oldsmobile, Pontiac, Hummer, and Saab.
606148.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ახალი ბრენდის სტრატეგია.
New Brands.
606149.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიამ შესაძლოა დაადგინოს, რომ მისი ბრენდის სახელი ფერმკრთალდება და ახალი ბრენდის სახელია საჭირო.
A company might believe that the power of its existing brand name is waning, so a new brand name is needed.
606150.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ან შეიძლება ახალი ბრენდის სახელი შექმნას, როდესაც ის პროდუქციის ახალ კატეგორიაში შედის, რომელსაც არც ერთი არსებული ბრენდის სახელი არ შეესაბამება.
Or it may create a new brand name when it enters a new product category for which none of its current brand names are appropriate.
606151.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ტოიოტამ შექმნა ცალკე ბრენდი — საიენი, რომელიც „მილენიუმელებზე“ არის ორიენტირებული.
For example, Toyota created the separate Scion brand, targeted toward millennial consumers.
606152.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ისევე როგორც მრავალი ბრენდის სტრატეგია, ახალი ბრენდის სტრატეგიის შეთავაზებაც კომპანიის რესურსების დიდ დანახარჯებს მოითხოვს.
As with multibranding, offering too many new brands can result in a company spreading its resources too thin.
606153.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ზოგიერთ ინდუსტრიაში კი, როგორიცაა: სამომხმარებლო შეფუთული საქონელი, მომხმარებლები და საცალო მოვაჭრეები, აცნობიერებენ, რომ არსებობს ბევრი ბრენდი, რომელთა შორისაც განსხვავება ძალზე მცირეა.
And in some industries, such as consumer packaged goods, consumers and retailers have become concerned that there are already too many brands, with too few differences between them.
606154.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდების მენეჯმენტი.
Managing Brands.
606155.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიებმა ბრენდების მენეჯმენტი გულდასმით უნდა აწარმოონ.
Companies must manage their brands carefully.
606156.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
უპირველეს ყოვლისა, ბრენდების შესახებ ინფორმაცია მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს მომხმარებელს.
First, the brand’s positioning must be continuously communicated to consumers.
606157.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მარკეტოლოგები ხშირად ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ რეკლამაზე, რათა თავიანთი ბრენდი უფრო მეტად ცნობადი გახადონ და მომხმარებლის ლოიალობა დაიმსახურონ.
Major brand marketers often spend huge amounts on advertising to create brand awareness and build preference and loyalty.
606158.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ვერაიზონი თავისი ბრენდის განვითარების ხელშესაწყობად ყოველწლიურად თითქმის 3.7 მილიარდ დოლარს ხარჯავს, მაკდონალდსი კი — 1.2 მილიარდზე მეტს.
For example, Verizon spends more than $3.7 billion annually to promote its brand. McDonald’s spends more than $1.2 billion.
606159.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასეთი სარეკლამო კამპანია ხელს უწყობს ბრენდის სახელის აღიარებას, მისი ცნობადობის ზრდას და შესაძლოა მომხმარებლის მხრიდან ბრენდის უპირატესობის აღიარებასაც.
Such advertising campaigns can help create name recognition, brand knowledge, and perhaps even some brand preference.
606160.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამიტომ კომპანიამ საქმეში ისეთივე ძალისხმევა უნდა ჩადოს, როგორიც რეკლამის დამზადებაში.
The company must put as much care into managing these touch points as it does into producing its ads.