მოიძებნა 668044 ჩანაწერი
607281.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ფრიტო-ლეის პროდუქციის 200-ზე მეტი დასახელების პირობებში რეალური მარკეტინგული კვლევის ჩატარების ფუფუნება არ გააჩნია.
With 200-some bags of Frito-Lay products sitting on a typical store shelf, the company doesn’t have the luxury of test marketing in actual market settings.
607282.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ამიტომ ამბობს ფრიტო-ლეის ერთ-ერთი მარკეტოლოგი: „ჩვენ ამის მხოლოდ ვირტუალურად გაკეთება შეგვიძლია“.
“For us, that can only really be done virtually,” says a Frito-Lay marketer.
607283.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სიმულირებადი მაღაზიის ტესტების მეშვეობით ხდება რეალურ მონაცემებთან შედარებით 90 და მეტპროცენტიანი კორელაციის მიღება.
The SimuShop tests produce a 90 percent or better correlation to real shopper behavior when compared with later real-world data.
607284.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
იმის მაგივრად, რომ მხოლოდ მაღაზიის გარემოს სიმულაცია მოეხერხებინა, პროქტერ & გემბელმა გახსნა ვირტუალური ონლაინმაღაზია, რომელიც სასწავლო ლაბორატორიის ფუნქციას შეასრულებს. მისი დახმარებით კომპანია ახალი პროდუქტისა და მარკეტინგული კონცეფციების შემოწმებას განახორციელებს.
Rather than just simulating the shopping environment, P&G recently launched an actual online store that will serve as a “learning lab” by which the company can test new products and marketing concepts.
607285.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ონლაინმაღაზიით პროქტერ & გემბელს შეუძლია სწრაფად აწარმოოს ისეთი მარკეტინგული მეთოდების რეალური შემოწმება, როგორებიცაა: ელექტრონული კუპონები, ჯვარედინი გაყიდვის ინიციატივები და რეკლამა. ასევე გაიგოს, როგორ გავლენას ახდენენ ისინი მომხმარებელთა მიერ არჩეულ საყიდლებზე.
The online store lets P&G quickly do real-time testing of marketing tactics—such as e-coupons, cross-selling efforts, and advertising—and learn how they affect consumer buying.
607286.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სავარაუდოდ, ონლაინმაღაზია დიდად არ გაზრდის კომპანიის რეალურ მოგებასა და შემოსავლებს.
The online store probably won’t boost the company’s revenues or profits much.
607287.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, „პროქტერ & გემბელს უფრო მეტად აინტერესებს მონაცემები მყიდველთა შესახებ და ის, რა მუშაობს მათთვის: ახალი პროდუქტები, პროდუქტების დაწყვილება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და შეფუთვის ალტერნატივები“.
Says an analyst, P&G is “more interested in the data [it will produce] about shoppers and what works for them: new products, product pairings, environmentally friendly pitches, and packaging options.”
607288.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პროქტერ & გემბელის ინტერნეტმაღაზიის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს: „ჩვენ ვქმნით ამ გიგანტურ მექანიზმს იმისათვის, რომ ბრენდებმა ლავირება შეძლონ“.
Says an executive associated with P&G’s eStore, “We’re creating this giant sandbox for the brands to play in.”
607289.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
კომერციალიზაცია.
Commercialization.
607290.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ტესტ-მარკეტინგი კომპანიის ხელმძღვანელობას უზრუნველყოფს იმ ინფორმაციით, რომელიც საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ პროდუქტის გაშვება ფართო მოხმარების ქსელში.
Test marketing gives management the information needed to make a final decision about whether to launch the new product.
607291.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
თუ კომპანია აწარმოებს კომერციალიზაციას - ახალი პროდუქტების ბაზარზე შემოტანას — მას საკმაოდ გაეზრდება ხარჯები.
If the company goes ahead with commercialization— introducing the new product into the market—it will face high costs.
607292.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
კომპანიას დასჭირდება საწარმოო დანადგარების აწყობა-დაქირავება და ძირითადი ახალი სამომხმარებლო პროდუქტის შემთხვევაში, შესაძლოა ათასობით და მილიონობით დოლარი დახარჯოს რეკლამასა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებზე არსებობის პირველსავე წელს.
The company may need to build or rent a manufacturing facility. And, in the case of a major new consumer product, it may spend hundreds of millions of dollars for advertising, sales promotion, and other marketing efforts in the first year.
607293.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაგალითად, მაკდონალსდმა 100 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ტელე-, ბეჭდურ, რადიო-, გარე და ინტერნეტრეკლამაზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და სასინჯი ნიმუშების გავრცელებაზე იმისათვის, რომ აშშ-ში მისი ახალი პროდუქტი მაკკაფე შემოეტანა.
For example, to introduce its McCafé coffee in the United States, McDonald’s spent $100 million on an advertising blitz that spanned TV, print, radio, outdoor, the Internet, events, public relations, and sampling.
607294.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ასევე, ვერიზონს 100 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდა იმისათვის, რომ დროიდის ტელეფონები გაეცნო საზოგადოებისათვის, ხოლო მაიკროსოფტის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი – საძიებო სისტემა ბინგის მარკეტინგულ ღონისძიებებზე.
Similarly, Verizon spent $100 million to introduce the Droid smart phone, and Microsoft spent $100 million or more on marketing to introduce its Bing search engine.
607295.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
როდესაც კომპანია ახალი პროდუქტის გამოშვებას გადაწყვეტს, მან თავდაპირველად დაკვირვებით უნდა შეარჩიოს შესაბამისი დრო.
The company launching a new product must first decide on introduction timing.
607296.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაგალითად, თუ მანქანის მწარმოებელი კომპანია დაინახავს, რომ ახალი ელექტრომანქანა ხელს შეუშლის მისივე წარმოების სხვა მანქანების გაყიდვას, მან ცოტა ხანს უნდა მოიცადოს.
If the carmaker’s new battery-powered electric car will eat into the sales of its other cars, the introduction may be delayed.
607297.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
თუ შესაძლებელი იქნება მანქანის მოგვიანებით გაუმჯობესება, ან ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება, შესაძლოა კიდევ ერთი წელი დააყოვნოს.
If the car can be improved further, or if the economy is down, the company may wait until the following year to launch it.
607298.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
თუმცა, თუ კონკურენტები მზად არიან საკუთარი მსგავსი პროდუქტის სარეალიზაციოდ, კომპანიამ უნდა დააჩქაროს მანქანის გამოშვება.
However, if competitors are ready to introduce their own battery-powered models, the company may push to introduce its car sooner.
607299.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
შემდეგ კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, სად გაუშვას ახალი პროდუქტი – ერთ ადგილას, რეგიონში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.
Next, the company must decide where to launch the new product—in a single location, a region, the national market, or the international market.
607300.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ძალიან ცოტაა ისეთი კომპანიები, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი გამბედაობა, კაპიტალი და უნარი გაუშვან ახალი პროდუქტები ვრცელ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მოხმარებაში მისი შემოღების შემდეგ.
Few companies have the confidence, capital, and capacity to launch new products into full national or international distribution from the get-go.