მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608001.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ამ სისტემის ფარგლებში ყოველდღიურად წესდება დაბალი ფასები და შესაბამისად არანაირი ფასდაკლებები არ მოქმედებს.
EDLP involves charging a constant, everyday low price with few or no temporary price discounts.
608002.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მასთან შედარებით, „მაღალი-დაბალი ფასების“ მიდგომა გულისხმობს ყოველდღიურად საკმაოდ მაღალი ფასის დადებას, მაგრამ გარკვეულ საქონელზე ხშირი ფასდაკლების გამოცხადებას.
In contrast, high-low pricing involves charging higher prices on an everyday basis but running frequent promotions to lower prices temporarily on selected items.
608003.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ისეთი დიდი უნივერმაღები, როგორიცაა კოლსი და მეისი, ასეთ პრაქტიკას ნერგავენ და ხშირი ფასდაკლების დღეები, ადრიანად მოსული მყიდველებისათვის სპეციალური აქციები და მაღაზიის საკრედიტო ბარათების მფლობელებისათვის საპრემიო დანამატების სისტემა აქვთ.
Department stores such as Kohl’s and Macy’s practice high-low pricing by having frequent sales days, early-bird savings, and bonus earnings for store credit-card holders.
608004.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დამატებითი ფასეულობის ფასწარმოქმნა.
Value-Added Pricing.
608005.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დამატებითი ფასეულობის ფასწარმოქმნა არ ნიშნავს კონკურენტებზე დაბალი ან ისეთი ფასების დაწესებას, რომელიც მომხმარებელს სურს.
Value-based pricing doesn’t mean simply charging what customers want to pay or setting low prices to meet competition.
608006.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დამატებითი ფასეულობის ფასწარმოქმნის გამოყენების დროს კომპანია, იმის მაგივრად, რომ ფასები შეამციროს, პროდუქტს მომსახურებასა და მახასიათებლებს ამატებს, რათა თავისი შეთავაზებები კონკურენტებისგან განასხვაოს და ამით გაამართლოს მაღალი ფასები.
Instead, many companies adopt value-added pricing strategies. Rather than cutting prices to match competitors, they attach value-added features and services to differentiate their offers and thus support higher prices.
608007.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ტროპიკული წვიმების სეზონი 3 თვეს გრძელდება.
Also consider this example: The monsoon season in Mumbai, India, is three months of near-nonstop rain.
608008.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
147 წლის განმავლობაში მუმბაის მოსახლეობის უმეტესობა თავს იცავდა წვიმებისაგან ებრაჰიმ ქარიმენ & სანსის სპეციალური სთეგ ქოლგებით.
For 147 years, most Mumbaikars protected themselves with a Stag umbrella from venerable Ebrahim Currim & Sons.
608009.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფორდის მოდელ T-ს მსგავსად, სთეგი იყო გამძლე, ხელმისაწვდომი ფასის და ნებისმიერი ფერის.
Like Ford’s Model T, the basic Stag was sturdy, affordable, and of any color.
608010.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუმცა მე-20 საუკუნის ბოლოს სთეგს საფრთხე შეუქმნა ჩინეთიდან იაფფასიანი ქოლგების ექსპორტმა.
By the end of the twentieth century, however, the Stag was threatened by cheaper imports from China.
608011.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სთეგმა რეაგირება მოახდინა ფასების შემცირებით და ხარისხის გაუარესებით.
Stag responded by dropping prices and scrimping on quality.
608012.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იყო: 1940-იანი წლებიდან ბრენდის შემოსავალი პირველად წავიდა ზარალზე.
It was a bad move: For the first time since the 1940s, the brand began losing money.
608013.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუმცა, საბოლოოდ სთეგმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან თავი დაანება ფასების ომს და ინოვაციები წამოიწყო – სხვადასხვა ფერის და დიზაინის ახალი ქოლგები გამოუშვა.
Finally, however, Stag came to its senses. It abandoned the price war and started innovating. It launched designer umbrellas in funky designs and cool colors.
608014.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თინეიჯერებმა და ზრდასრულებმა ერთნაირად დაიტაცეს ეს პროდუქტი.
Teenagers and young adults lapped them up.
608015.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მან ასევე დაიწყო ფარნიანი ქოლგების წარმოება მათთვის, ვისაც გვიანობამდე უყვარს სეირნობა და მუსიკის მოყვარულთათვის სპეციალურად შექმნა მუსიკალური ქოლგა.
It then launched umbrellas with a built-in high-power flashlight for those who walk unlit roads at night and models with prerecorded tunes for music lovers.
608016.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
იმ ქალბატონებისათვის კი, ვისაც ღამით უწევს სიარული, შეიქმნა ახალი მოდელი დამცავი მექანიზმებით - სინათლით, განგაშის ღილაკითა და საავარიო სინათლეებით.
For women who walk secluded streets after dark, there’s Stag’s Bodyguard model, armed with glare lights, emergency blinkers, and an alarm.
608017.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დამატებითი ფასეულობის ფასწარმოქმნის სტრატეგიის თანახმად, სთეგის ბრენდი ისევ მომგებიანი გახდა.
Under the new value-added strategy, the Stag brand has now returned to profitability.
608018.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
როდესაც ივნისში ტროპიკული წვიმების სეზონი იწყება, სთეგის დიდი ქოლგები კვლავ ჩნდება მუმბაის ქუჩებში მაგრამ ახლა უკვე 15%-ით ძვირად, ვიდრე იმპორტირებული ქოლგები.
Come the monsoon season in June, the grand old black Stags still reappear on the streets of Mumbai— but now priced 15 percent higher than the imports.
608019.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სთეგის მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მომხმარებლები არა მხოლოდ ფასის გამო არიან მოტივირებულნი, არამედ იმით, რა სარგებელს იღებენ პროდუქციიდან, რაშიც ფულს იხდიან.
The Stag example illustrates once again that customers are motivated not by price but by what they get for what they pay.
608020.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
„თუ ისინი იფიქრებდნენ, რომ საუკეთესო გარიგება მხოლოდ დაზოგილი ფულია, ჩვენ ახლა ყველანი საყიდლებზე ერთ დიდ ფასდაკლების მაღაზიაში ვიქნებოდით, — ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი, – მომხმარებლებს უნდათ ფასეულობა და მზად არიან მასში თანხა გადაიხადონ, ჭკვიანი მარკეტოლოგები კი თავიანთი პროდუქტის შესაბამის შეფასებას ახდენენ“.
“If consumers thought the best deal was simply a question of money saved, we’d all be shopping in one big discount store” - says one pricing expert. “Customers want value and are willing to pay for it. Savvy marketers price their products accordingly”.