მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608021.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ხარჯებზე დამყარებული ფასწარმოქმნა.
Cost-Based Pricing.
608022.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუ, ერთი მხრივ, მომხმარებლის ფასეულობაზე დამყარებული მიდგომა აწესებს ფასების ზედა ზღვარს, ხარჯები ადგენს იმ ქვედა ზღვარს, რომლის დაწესებაც შეუძლია კომპანიას.
Whereas customer-value perceptions set the price ceiling, costs set the floor for the price that the company can charge.
608023.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ხარჯებზე დამყარებული ფასწარმოქმნა მოიცავს ფასების დაწესებას პროდუქტის გამოშვების, დისტრიბუციისა და გაყიდვის ხარჯების გათვალისწინებით, რასაც ემატება მოგების შესაბამისი განაკვეთი მის მიერ გაწეული რისკისა და მონდომებისათვის.
Cost-based pricing involves setting prices based on the costs for producing, distributing, and selling the product plus a fair rate of return for its effort and risk.
608024.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფასწარმოქმნის სტრატეგიაში კომპანიის ხარჯებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
A company’s costs may be an important element in its pricing strategy.
608025.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ზოგიერთი კომპანია, მაგალითად, რაინეარი და ვოლმარტი, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთ სფეროში ყველაზე იაფიან მწარმოებლებად დამკვიდრდნენ.
Some companies, such as Ryanair and Walmart, work to become the “low-cost producer”, in their industries.
608026.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუ კომპანიას დაბალი ხარჯები აქვს, მას თავისუფლად შეუძლია დააწესოს დაბალი ფასები, რასაც ემატება მცირე მარჟა, რასაც შედეგად უდიდესი გაყიდვების მოცულობა და მოგება მოაქვს.
Companies with lower costs can set lower prices that result in smaller margins but greater sales and profits.
608027.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუმცა სხვა კომპანიები, მაგალითად, ეფლი, ბე-ემ-ვედა სთეინვეი, მაღალ ხარჯებს იღებენ, რათა შექმნან შესაბამისი პროდუქტი და შესაბამისად მაღალ ფასებს აწესებენ.
However, other companies—such as Apple, BMW, and Steinway—intentionally pay higher costs so that they can claim higher prices and margins.
608028.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, სთეინვეის ხელით ნაკეთი პიანინო გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე იამაჰას ქარხნული მოდელი.
For example, it costs more to make a “handcrafteდ” Steinway piano than a Yamaha production model.
608029.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგრამ მაღალი ფასი მაღალი ხარისხია და ერთგვარად ამართლებს საოცარ ღირებულებას – 72,000 აშშ დოლარს.
But the higher costs result in higher quality, justifying that eyepopping $72,000 price.
608030.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
აქ მთავარია შესაბამისად მოხდეს ხარჯებისა და ფასების მართვა. რამდენი აქვს კომპანიას შემოსავალი იმ ფასეულობის სანაცვლოდ, რომელსაც იგი მომხმარებელს სთავაზობს.
The key is to manage the spread between costs and prices—how much the company makes for the customer value it delivers.
608031.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ხარჯების ტიპები.
Types of Costs.
608032.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
კომპანიის ხარჯები ორ ტიპად იყოფა: ფიქსირებულად და ცვლადად.
A company’s costs take two forms: fixed and variable.
608033.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფიქსირებული ხარჯები (რომლებიც ასევე ზედნადების სახელითაა ცნობილი) ის ხარჯებია, რომლებიც არ იცვლება გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით.
Fixed costs (also known as overhead) are costs that do not vary with production or sales level.
608034.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, კომპანიამ ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს ქირა, გათბობის საფასური, საპროცენტო განაკვეთი და ხელფასები.
For example, a company must pay each month’s bills for rent, heat, interest, and executive salaries.
608035.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ცვლადი ხარჯები იმის მიხედვით იცვლება, როგორი იქნება წარმოების დონე.
Variable costs vary directly with the level of production.
608036.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, ეიჩ-პის მიერ გამოშვებული ყოველი პერსონალური კომპიუტერი გარკვეულ ხარჯებს მოიცავს – მიკროსქემებს, მავთულებს, პლასტმასას, შეფუთვას და სხვა.
Each PC produced by HP involves a cost of computer chips, wires, plastic, packaging, and other inputs.
608037.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ხარჯები თითოეული პროდუქტისათვის ერთნაირია, მათ ცვლად ხარჯებს უწოდებენ, ვინაიდან ჯამი იქიდან გამომდინარე იცვლება, რამდენ ცალს გამოუშვებს კომპანია.
Although these costs tend to be the same for each unit produced, they are called variable costs because the total varies with the number of units produced.
608038.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
საერთო ხარჯები ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების ჯამია ყოველი მოცემული მოცულობისთვის.
Total costs are the sum of the fixed and variable costs for any given level of production.
608039.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
კომპანიის ხელმძღვანელობა პროდუქტს, რა თქმა უნდა, ისეთ ფასს დაადებს, რომელიც თუნდაც წარმოების საერთო ხარჯებს დაფარავს.
Management wants to charge a price that will at least cover the total production costs at a given level of production.
608040.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
კომპანიამ ხარჯები დაკვირვებით უნდა აკონტროლოს.
The company must watch its costs carefully.