მოიძებნა 668044 ჩანაწერი
607981.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მარკეტოლოგებმა სულ უფრო მეტად აითვისეს კარგი ფასეულობის შემქმნელი ფასწარმოქმნის სტრატეგიები – მომხმარებელს სთავაზობდნენ ხარისხისა და კარგი მომსახურების კომბინაციას შეღავათიან და მისაღებ ფასად.
More and more, marketers have adopted good-value pricing strategies—offering the right combination of quality and good service at a fair price.
607982.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ბევრ შემთხვევაში ამას თან მოჰყვა უკვე დამკვიდრებული და ბრენდული პროდუქტების შედარებით იაფფასიანი ვარიანტების შემოღება.
In many cases, this has involved introducing less-expensive versions of established, brand-name products.
607983.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ეკონომიკური გაჭირვებისა და ფულის უფრო მომჭირნედ მხარჯველი მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ისეთი სწრაფი კვების რესტორნებმა, როგორიცაა ტაკო ბელი და მაკდონალდსი, დაიწყეს იაფი შეთავაზებები — მაგალითად, ერთდოლარიანი მენიუ.
To meet tougher economic times and more frugal consumer spending habits, fast-food restaurants such as Taco Bell and McDonald’s offer value meals and dollar menu items.
607984.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
არმანი მომხმარებელს ნაკლებად ძვირ, უფრო ყოველდღიურ არმანი იქსჩეინჯის ხაზს სთავაზობს.
Armani offers the less-expensive, more-casual Armani Exchange fashion line.
607985.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ალბერტო-კულვერის ტრე-სემ თმის მოვლის ხაზი მომხმარებელს ჰპირდება „სალონურ მომსახურებას შეღავათიან ფასად“.
Alberto-Culver’s TRESemmé hair care line promises “A salon look and feel at a fraction of the price”.
607986.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ყოველი საავტომობილო კომპანია აწარმოებს პატარა, ნაკლებხარჯიან მოდელებს, რომლებიც უკეთესად ერგებიან მომჭირნე მომხმარებლის მოთხოვნებს.
And every car company now offers small, inexpensive models better suited to the strapped consumer’s budget.
607987.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სხვა შემთხვევაში კარგი ფასეულობის შემქმნელი ფასწარმოქმნა ნიშნავს არსებული ბრენდების გადაკეთებას ისე, რომ მომხმარებელს უკეთესი ხარისხი შესთავაზონ იმავე ფასად ან იგივე ხარისხი უფრო დაბალ ფასად.
In other cases, good-value pricing has involved redesigning existing brands to offer more quality for a given price or the same quality for less.
607988.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ზოგიერთი კომპანია წარმატებულია თუნდაც მხოლოდ იმით, რომ მომხმარებელს ნაკლებ ფასეულობას სთავაზობს, მაგრამ ყველაზე დაბალ ფასად.
Some companies even succeed by offering less value but at rock-bottom prices.
607989.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მაგალითად, დაბალფასიანი ევროპული ავიაკომპანიის – რაინეარის ერთგული მგზავრები ბევრს ვერაფერს მიიღებენ, მაგრამ მათ იტაცებთ დაუჯერებლად დაბალი ფასები.
For example, passengers flying the low-cost European airline Ryanair won’t get much in the way of free amenities, but they’ll like the airline’s unbelievably low prices.
607990.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ირლანდიის ავიახაზები რაინეარი უკვე ათ წელზე მეტია ევროპის ყველაზე მომგებიანი ავიაკომპანიაა. როგორც ჩანს, მან მიაგნო კარგ გამოსავალს ფასებთან დაკავშირებით და დევიზიც იპოვა: იფრინე უფასოდ!
Ireland’s Ryanair, Europe’s most profitable airline over the past decade, appears to have found a radical pricing solution: Make flying free!
607991.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
უახლოეს მომავალში რაინეარი თავის კლიენტების ნახევარს ფაქტობრივად უფასოდ ჰპირდება მომსახურებას.
Before long, Ryanair promises, more than half of its passengers will pay nothing for their tickets.
607992.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
აღსანიშნავია, რომ კომპანია მისი კლიენტების ერთ მეოთხედს უკვე უფასოდ ემსახურება ვირტუალურად.
Remarkably, the airline already offers virtually free fares to one-fourth of its customers.
607993.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
რა არის მისი საიდუმლო?
What’s its secret?
607994.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
რაინეარის ეკონომიური ხარჯების სისტემის წყალობით ყველაზე დაკვირვებული ფულის მხარჯველიც კი უდარდელ მფლანგველს ემსგავსება.
Ryanair’s frugal cost structure makes even the most cost-conscious competitor look like a reckless spender.
607995.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუმცა, რაინეარი მომხმარებელს თითქმის ყველაფრის საფასურს ახდევინებს, გარდა ადგილისა.
In addition, however, Ryanair charges for virtually everything except the seat itself.
607996.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
როდესაც რომელიმე ისეთ აეროპორტში ჩაფრინდებით, საიდანაც ქალაქში მოხვედრა შედარებით რთულია, რაინეარი გთავაზობთ ავტობუსის ან მატარებლის ბილეთს.
After arriving at some out-of-the-way airport, Ryanair will sell you a bus or train ticket into town.
607997.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
იგი გარკვეულ საკომისიო მოსაკრებლებსაც კი იტოვებს მანქანის გაქირავების, სასტუმრო მომსახურების, სათხილამურო პაკეტებისა და სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვიდან.
The airline even gets commissions from sales of rental cars, hotel rooms, ski packages, and travel insurance.
607998.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
რაინეარის თამამი მცდელობების მიუხედავად, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს თითოეული მგზავრისგან, კლიენტები არ ჩივიან.
Despite Ryanair’s sometimes pushy efforts to extract more revenue from each traveler, customers aren’t complaining.
607999.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
დამატებითი შესყიდვების უმეტესობა იმდენად შეღავათიანია, რომ ასეთ დაბალ ფასებზე უარის თქმა შეუძლებელია.
Most of the additional purchases are discretionary, and you just can’t beat those outrageously low prices.
608000.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
შეღავათიანი ფასების მნიშვნელოვანი ტიპი საცალო ვაჭრობის დონეზე ყოველდღიური დაბალი ფასებია.
An important type of good-value pricing at the retail level is everyday low pricing (EDLP).