მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608081.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
როგორ ფიქრობთ, აქვს აზრი სტანდარტული ფასნამატის დაწესებას ფასების განსაზღვრისას? როგორც წესი, არა.
Does using standard markups to set prices make sense? Generally, no.
608082.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფასწარმოქმნის ნებისმიერი მეთოდი, რომელიც იგნორირებას უკეთებს მოთხოვნას და კონკურენტების ფასებს, ვერ იქნება საუკეთესო.
Any pricing method that ignores demand and competitor prices is not likely to lead to the best price.
608083.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თუმცა ფასწარმოქმნა ფასნამატის გამოყენებით მაინც პოპულარული რჩება. ამის მრავალი მიზეზი არსებობს.
Still, markup pricing remains popular for many reasons.
608084.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
უპირველეს ყოვლისა, გამყიდველი ხარჯებში უფრო დარწმუნებულია, ვიდრე მოთხოვნაში.
First, sellers are more certain about costs than about demand.
608085.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფასის ხარჯებზე მიბმით, გამყიდველები ამარტივებენ ფასწარმოქმნას. მათ არ სჭირდებათ ფასის ხშირი დარეგულირება მოთხოვნის ცვალებადობის მიხედვით.
By tying the price to cost, sellers simplify pricing; they do not need to make frequent adjustments as demand changes.
608086.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
გარდა ამისა, ვინაიდან ყველა საწარმო და ფირმა ამ სფეროში ფასწარმოქმნის აღნიშნულ მეთოდს იყენებს, ფასები ერთნაირია, რაც ამცირებს ფასებს შორის კონკურენციას.
Second, when all firms in the industry use this pricing method, prices tend to be similar, so price competition is minimized.
608087.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
თანაც მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ ფასწარმოქმნა ხარჯებს პლუს ფასნამატის მიხედვით, თანაბრად სამართლიანია მყიდველებისა და გამყიდველების მიმართ.
Third, many people feel that cost-plus pricing is fairer to both buyers and sellers.
608088.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
გამყიდველები გამოიმუშავებენ შესაბამის (სამართლიან) მოგებას თავიანთ ინვესტიციებზე, მაგრამ არ იყენებენ მყიდველების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც მოთხოვნა იზრდება (და მათ შესაბამისად შეუძლიათ გაზარდონ ფასი).
Sellers earn a fair return on their investment but do not take advantage of buyers when buyers’ demand becomes great.
608089.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ნულოვანი მოგების ანალიზი და მიზნობრივი მოგების ფასწარმოქმნა.
Break-Even Analysis and Target Profit Pricing.
608090.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ფასწარმოქმნის კიდევ ერთი მეთოდია ნულოვანმომგებიანი ფასწარმოქმნა ან მისი ვარიაცია მიზნობრივი მოგების ფასწარმოქმნა.
Another cost-oriented pricing approach is break-even pricing (or a variation called target return pricing).
608091.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
საწარმო ცდილობს დააწესოს ისეთი ფასი, რომლითაც შეძლებს მის მიერ პროდუქტის წარმოებაში ჩადებული ხარჯებისა და მიღებული მოგების გათანაბრებას ან სამიზნე მოგების მიღებას.
The firm tries to determine the price at which it will break even or make the target return it is seeking.
608092.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სამიზნე მოგების ფასწარმოქმნის შემთხვევაში გამოიყენება ნულოვანმომგებიანი დიაგრამა, რომელზეც მოცემულია საერთო ხარჯები და საერთო მოსალოდნელი შემოსავალი გაყიდვების სხვადასხვა მოცულობის შემთხვევაში.
Target return pricing uses the concept of a break-even chart, which shows the total cost and total revenue expected at different sales volume levels.
608093.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
სურათზე 10.5 ნაჩვენებია ჩვენ მიერ განხილული ტოსტერის მწარმოებლის მონაცემები.
Figure 10.5 shows a breakeven chart for the toaster manufacturer discussed here.
608094.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მისი ფიქსირებული ხარჯია 300,000 აშშ დოლარი, იმის მიუხედავად, როგორი იქნება გაყიდვები.
Fixed costs are $300,000 regardless of sales volume.
608095.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ცვალებადი ხარჯები ემატება ფიქსირებულს და წარმოიქმნება საერთო ხარჯი, რომელიც წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად იმატებს.
Variable costs are added to fixed costs to form total costs, which rise with volume.
608096.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მთლიანი შემოსავლების მრუდი ნულიდან იწყება და თითოეული გაყიდული ტოსტერის რაოდენობასთან ერთად იზრდება.
The total revenue curve starts at zero and rises with each unit sold.
608097.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
საერთო შემოსავლების გრაფიკის დახრა 20$-იან ფასს ასახავს.
The slope of the total revenue curve reflects the price of $20 per unit.
608098.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
მთლიანი შემოსავლებისა და ხარჯების მრუდები ერთმანეთს კვეთს 30,000 გაყიდულ ერთეულზე.
The total revenue and total cost curves cross at 30,000 units.
608099.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
ეს არის ნულოვანი მოგების შესატყვისი მოცულობა.
This is the break-even volume.
608100.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 10. ფასწარმოქმნა: მყიდველთა ფასეულობის გაგება და შექმნა
20$-იანი ფასის პირობებში კომპანიამ უნდა გაყიდოს 30,000 ტოსტერი, რომ მის მიერ დახარჯული თანხა აინაზღაუროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთლიანმა შემოსავალმა უნდა დაფაროს მთლიანი ხარჯი.
At $20, the company must sell at least 30,000 units to break even, that is, for total revenue to cover total cost.