მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608621.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მეორე: წარმოებისა და დისტრიბუციის ხარჯები უნდა მცირდებოდეს გაყიდვის მოცულობის ზრდასთან ერთად.
Second, production and distribution costs must decrease as sales volume increases.
608622.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
წინააღმდეგ შემთხვევაში ფასის უპირატესობა შესაძლოა მხოლოდ დროებითი აღმოჩნდეს.
Otherwise, the price advantage may be only temporary.
608623.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
პროდუქტის კომპლექსის ფასწარმოქმნის სტრატეგიები.
Product Mix Pricing Strategies.
608624.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
პროდუქტის ფასის დაწესების სტრატეგია ხშირად უნდა შეიცვალოს, როცა იგი პროდუქციის კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.
The strategy for setting a product’s price often has to be changed when the product is part of a product mix.
608625.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამ შემთხვევაში ფირმა ისეთი ფასების კომბინაციას ეძებს, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მოგებას პროდუქციის მთელ კომპლექსზე.
In this case, the firm looks for a set of prices that maximizes its profits on the total product mix.
608626.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ასეთი ფასწარმოქმნა რთულია, რადგან სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა მოთხოვნა, ხარჯები და კონკურენციის დონე აქვს.
Pricing is difficult because the various products have related demand and costs and face different degrees of competition.
608627.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასწარმოქმნა პროდუქტის სერიაზე.
Product Line Pricing.
608628.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კომპანიები, ჩვეულებრივ, პროდუქტის სერიებს უშვებენ.
Companies usually develop product lines.
608629.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, როსინოლი მომხმარებელს ნაირ-ნაირი ფორმისა თუ ზომის სამთო თხილამურების შვიდ სხვადასხვა კოლექციას სთავაზობს.
For example, Rossignol offers seven different collections of alpine skis of all designs and sizes.
608630.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
პროდუქტის სერიის ფასწარმოქმნის დროს მენეჯმენტმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ დააწესოს ეტაპობრივად ფასები სერიაში არსებულ მრავალფეროვან პროდუქტებზე.
In product line pricing, management must determine the price steps to set between the various products in a line.
608631.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასების სხვაობა დამოკიდებულია სერიაში პროდუქტებს შორის ხარჯების განსხვავებაზე.
The price steps should take into account cost differences between products in the line.
608632.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ქუიქენის ამოცანაა აღქმული ხარისხის განსხვავებათა დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, მხარს უჭერს ფასებს შორის სხვაობას.
Quicken’s task is to establish perceived value differences that support the price differences.
608633.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასწარმოქმნა შერჩევით პროდუქტზე.
Optional Product Pricing.
608634.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ბევრი კომპანია იყენებს ფასწარმოქმნას შერჩევით პროდუქტზე - შერჩევითი ან დამატებითი პროდუქტების შეთავაზებას ძირითად პროდუქტთან ერთად.
Many companies use optional product pricing—offering to sell optional or accessory products along with the main product.
608635.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, მანქანის მყიდველმა შეიძლება შეუკვეთოს გლობალური პოზიციონირების და ბლუთუსის უკაბელო საკომუნიკაციო სისტემები.
For example, a car buyer may choose to order a global positioning system and Bluetooth wireless communication.
608636.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
შერჩევით პროდუქტებზე ფასწარმოქმნა არცთუ მარტივია.
Pricing these options is a sticky problem.
608637.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი პროდუქტი უნდა შევიდეს ძირითადი პროდუქტის ფასში და რომელი უნდა შესთავაზონ შერჩევით.
Companies must decide which items to include in the base price and which to offer as options.
608638.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასწარმოქმნა დაკავშირებულ პროდუქტზე.
Captive Product Pricing.
608639.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კომპანიები, რომლებიც ამზადებენ ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც მთავარ პროდუქტთან ერთად იყენებენ, მიმართავენ ფასწარმოქმნას დაკავშირებულ პროდუქტზე.
Companies that make products that must be used along with a main product are using captive product pricing.
608640.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
დაკავშირებულ პროდუქტზე ფასწარმოქმნის მაგალითებია: წვერის საპარსის პირები, ვიდეოთამაშები, პრინტერის კარტრიჯები.
Examples of captive products are razor blade cartridges, videogames, and printer cartridges.