მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ქომკასტი, თაიმ ვორნერი, ვერაიზონი და სხვა ტელესაკომუნიკაციო კომპანია ტელე, სატელეფონო და მაღალსიჩქარიან ინტერნეტკავშირს დაბალ, კომბინირებულ ფასად იძლევიან.
And Comcast, Time Warner, Verizon, and other telecommunications companies bundle TV service, phone service, and high-speed Internet connections at a low combined price.
608662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
პროდუქტის ნაკრებზე ფასწარმოქმნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთი პროდუქტების გაყიდვას, რომლებსაც მომხმარებელი სხვა შემთხვევაში არც კი იყიდდა, მაგრამ კომბინირებული ფასი იმდენად დაბალი უნდა იყოს, რომ მას ყიდვის საშუალება მიეცეს.
Price bundling can promote the sales of products consumers might not otherwise buy, but the combined price must be low enough to get them to buy the bundle.
608663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასების მორგების სტრატეგიები.
Price Adjustment Strategies.
608664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კომპანიები ცდილობენ, თავიანთი ფასები განსხვავებულ მყიდველებსა და ცვალებად სიტუაციებს მოარგონ.
Companies usually adjust their basic prices to account for various customer differences and changing situations.
608665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ცხრილში 11.2. განვიხილავთ ფასების მორგების 7 სტრატეგიას: ფასდაკლებისა და შეღავათების ფასწარმოქმნას, სეგმენტურ ფასწარმოქმნას, ფსიქოლოგიურ ფასწარმოქმნას, მასტიმულირებელ ფასწარმოქმნას, გეოგრაფიულ ფასწარმოქმნასა და საერთაშორისო ფასწარმოქმნას.
Here we examine the 7 price adjustment strategies summarized in Table 11.2: discount and allowance pricing, segmented pricing, psychological pricing, promotional pricing, geographical pricing, dynamic pricing, and international pricing.
608666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასდაკლებისა და შეღავათების ფასწარმოქმნა.
Discount and Allowance Pricing.
608667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კომპანიათა უმეტესობა პროდუქტს ძირითად ფასს არგებს, რათა დააჯილდოოს მყიდველები, მაგალითად, წარდგენილი ანგარიშების ადრეული გადახდის, დიდი მოცულობით შესყიდვისა და არასეზონური პროდუქციის შეძენის შემთხვევაში.
Most companies adjust their basic price to reward customers for certain responses, such as the early payment of bills, volume purchases, and off-season buying.
608668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასების მორგებამ - ფასდაკლებებმა და შეღავათებმა – შესაძლოა ბევრნაირი ფორმა მიიღოს.
These price adjustments— discounts and allowances—can take many forms.
608669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასდაკლებათა ერთ-ერთი ფორმაა ადრეულ გადახდაზე ფასდაკლება — ფასის შემცირება იმ მყიდველებისათვის, რომლებიც გადასახადებს დროულად იხდიან.
The many forms of discounts include a cash discount, a price reduction to buyers who pay their bills promptly.
608670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამის ტიპური მაგალითია „2/10, ნეტ 30“, რაც გულისხმობს, რომ თუმცა გადახდა სავალდებულოა 30 დღეში, გამყიდველს შეუძლია თანხის 2% დააკლოს, თუ გადასახადს 10 დღეში გადაიხდიან.
A typical example is “2/10, net 30” which means that although payment is due within 30 days, the buyer can deduct 2 percent if the bill is paid within 10 days.
608671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
რაოდენობრივი ფასდაკლება მოქმედებს მაშინ, როცა მყიდველები დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდულობენ.
A quantity discount is a price reduction to buyers who buy large volumes.
608672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
სეზონური ფასდაკლება არის მყიდველებისთვის ფასის დაკლება საქონელსა თუ მომსახურებაზე სეზონის დამთავრების შემდეგ.
A seasonal discount is a price reduction to buyers who buy merchandise or services out of season.
608673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ავტომობილების ინდუსტრიაში, მაგრამ ასევე გამოიყენება ხანგრძლივი მოხმარების სხვა საგნების შემთხვევაშიც.
Tradein allowances are most common in the automobile industry but are also given for other durable goods.
608674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
შეღავათები პროდუქციის სტიმულირებისთვის წარმოადგენს გადახდას ან ფასდაკლებას, რომელიც ენიჭებათ დილერებს სარეკლამო და გაყიდვების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობისათვის.
Promotional allowances are payments or price reductions to reward dealers for participating in advertising and sales support programs.
608675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
სეგმენტური ფასწარმოქმნა.
Segmented Pricing.
608676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
კომპანიები ხშირად არგებენ საბაზისო ფასებს მყიდველებს, პროდუქტებსა და ადგილმდებარეობებს შორის განსხვავებების დასაშვებად.
Companies will often adjust their basic prices to allow for differences in customers, products, and locations.
608677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
სეგმენტური ფასწარმოქმნისას კომპანია ყიდის პროდუქტს ან მომსახურებას სხვადასხვა — ორ ან მეტ ფასად, მიუხედავად იმისა, რომ ფასთა შორის განსხვავება არ არის დამოკიდებული ხარჯებს შორის განსხვავებებზე.
In segmented pricing, the company sells a product or service at two or more prices, even though the difference in prices is not based on differences in costs.
608678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
სეგმენტურ ფასწარმოქმნას რამდენიმე ფორმა აქვს.
Segmented pricing takes several forms.
608679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მყიდველთა სეგმენტზე გათვლილი ფასწარმოქმნის დროს სხვადასხვა მყიდველი სხვადასხვა ფასს იხდის ერთსა და იმავე პროდუქტსა თუ მომსახურებაში.
Under customer-segment pricing, different customers pay different prices for the same product or service.
608680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, მუზეუმებმა და კინოთეატრებმა შესაძლოა დააწესონ შედარებით დაბალი ფასი სტუდენტებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის.
Museums and movie theaters, for example, may charge a lower admission for students and senior citizens.