მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608901.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მრავალი ფედერალური, სახელმწიფო და თვით ადგილობრივი კანონებიც კი მართავენ ფასწარმოქმნის სამართლიანი თამაშის წესებს.
Many federal, state, and even local laws govern the rules of fair play in pricing.
608902.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
გარდა ამისა, კომპანიებმა უფრო მეტად უნდა გაითვალისწინონ ფართო საზოგადოებრივი ფასწარმოქმნის საკითხები.
In addition, companies must consider broader societal pricing concerns.
608903.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, ფასების დაწესებისას ფარმაცევტულმა ფირმებმა განვითარების ხარჯები და მოგების მიღების მიზნები ისე უნდა დააბალანსონ, რომ თანხვედრაში მოიყვანონ წამლების მომხმარებლების ზოგჯერ სამკვდრო-სასიცოცხლო საჭიროებებთან.
In setting their prices, for example, pharmaceutical firms must balance their development costs and profit objectives against the sometimes life-and-death needs of drug consumers.
608904.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
• სურათი 11.2 გვიჩვენებს ფასწარმოქმნაში არსებულ საჯარო პოლიტიკის მთავარ საკითხებს.
Figure 11.2 shows the major public policy issues in pricing.
608905.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მათ შორისაა: პოტენციურად საზიანო ფასწარმოქმნის პრაქტიკა განაწილების არხის ერთი დონის გასწვრივ (ფასების ფიქსირება და მტაცებლური ფასწარმოქმნა) და ფასწარმოქმნის პრაქტიკა განაწილების არხის სხვადასხვა დონეს შორის (საცალო მოვაჭრეებისათვის ფასის დადგენა, ფასების დისკრიმინაცია და ცრუ ფასწარმოქმნა).
These include potentially damaging pricing practices within a given level of the channel (price-fixing and predatory pricing) and across levels of the channel (retail price maintenance, discriminatory pricing, and deceptive pricing).
608906.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფედერალურ კანონმდებლობაში ფასის ფიქსირებაზე ნათქვამია, რომ გამყიდველებმა უნდა დააწესონ ფასები კონკურენტებთან შეთანხმების გარეშე.
Federal legislation on price-fixing states that sellers must set prices without talking to competitors.
608907.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ფასების გარშემო გარკვეული გაუგებრობა გაჩნდეს.
Otherwise, price collusion is suspected.
608908.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამგვარ დანაშაულში ეჭვმიტანილი კომპანიები შეიძლება მძიმედ დაჯარიმდნენ.
Companies found guilty of such practices can receive heavy fines.
608909.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამ ბოლო დროს აშშ-ში სახელმწიფო და შტატების ადგილობრივი მთავრობები აგრესიულად ცდილობენ, წინ აღუდგნენ ფასის ფიქსირების პრაქტიკას მრეწველობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საწვავის წარმოება, დაზღვევა, საკრედიტო ბარათები, კომპაქტდისკები და კომპიუტერის მიკროჩიპები.
Recently, governments at the state and national levels have been aggressively enforcing price-fixing regulations in industries ranging from gasoline, insurance, and concrete to credit cards, CDs, and computer chips.
608910.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ყველაზე დიდი პრობლემა იმის განსაზღვრაა, რას გულისხმობს მტაცებლური ფასწარმოქმნა.
The biggest problem is determining just what constitutes predatory pricing behavior.
608911.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემორჩენილი, ჭარბი საქონლის გაყიდვა მტაცებლურ ფასწარმოქმნად არ არის მიჩნეული. ხოლო ასეთივე გაყიდვა კონკურენტების გზიდან ჩამოსაშორებლად მტაცებლურია.
Selling below cost to unload excess inventory is not considered predatory; selling below cost to drive out competitors is.
608912.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამდენად, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება იყოს ან არ იყოს მტაცებლური და ეს დამოკიდებულია კომპანიის განზრახვაზე. განზრახვის განსაზღვრა ან დამტკიცება კი შეიძლება ძალიან ძნელი იყოს.
Thus, the same action may or may not be predatory depending on intent, and intent can be very difficult to determine or prove.
608913.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ბოლო წლებში რამდენიმე დიდი და ძლიერი კომპანია დაადანაშაულეს მტაცებლური ქმედებაში.
In recent years, several large and powerful companies have been accused of predatory pricing.
608914.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუმცა, ბრალდების სასამართლო სარჩელად გადაქცევა არც ისე ადვილია.
However, turning an accusation into a lawsuit can be difficult.
608915.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუმცა ფასწარმოქმნის ასეთმა ტაქტიკამ მუსიკალური პროდუქციის საცალო მოვაჭრეთა მოგება დიდად დააზარალა.
Such pricing tactics, however, cut deeply into the profits of music retailers.
608916.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგრამ არც ვოლმარტის და არც ბესტბაის წინააღმდეგ ამის გამო სარჩელი არ აღძრულა.
Still, no predatory pricing charges have ever been filed against Walmart or Best Buy.
608917.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ძალიან რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ასეთი ფასწარმოქმნა გამიზნულად მტაცებლურია.
It would be extremely difficult to prove that such pricing is purposefully predatory.
608918.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასწარმოქმნა განაწილების არხის სხვადასხვა დონეს შორის.
Pricing Across Channel Levels.
608919.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, თითოეულ საცალო მოვაჭრეს მწარმოებელი უფლებას აძლევს, იგივე ფასი დააწესოს, მიუხედავად იმისა, საცალო მოვაჭრე სარსი თუ ადგილობრივი ველოსიპედების მაღაზია.
For example, every retailer is entitled to the same price terms from a given manufacturer, whether the retailer is Sears or your local bicycle shop.
608920.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუმცა ფასის დისკრიმინაცია ნებადართულია, როდესაც გამყიდველს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მისი ხარჯი განსხვავებულია, როცა ის პროდუქციას სხვადასხვა საცალო მოვაჭრეზე ყიდის.
However, price discrimination is allowed if the seller can prove that its costs are different when selling to different retailers.