მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608921.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, სიარსისათვის დიდი რაოდენობით ველოსიპედების გაყიდვა უფრო ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე რამდენიმე ველოსიპედის მიყიდვა ადგილობრივ დილერზე.
For example, that it costs less per unit to sell a large volume of bicycles to Sears than to sell a few bicycles to the local dealer.
608922.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
გამყიდველმა შეიძლება მოახდინოს ფასის დისკრიმინირება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებლებით სხვადასხვა საცალო მოვაჭრისათვის აწარმოებს.
The seller can also discriminate in its pricing if the seller manufactures different qualities of the same product for different retailers.
608923.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
გამყიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეს განსხვავებები პროპორციულია.
The seller has to prove that these differences are proportional.
608924.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ფასთა განსხვავებები მან ასევე შეიძლება „სამართლიანად“ გამოიყენოს „კონკურენტებზე მოსარგებად“, იქიდან გამომდინარე, რომ ფასთა დისკრიმინაცია დროებითია, ლოკალური, თავდაცვითი და არა აგრესიული.
Price differentials may also be used to “match competition” in “good faith” provided the price discrimination is temporary, localized, and defensive rather than offensive.
608925.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მწარმოებელს არ შეუძლია დილერს მოსთხოვოს, პროდუქტებზე განსაზღვრული საცალო ფასი დააწესოს.
A manufacturer cannot require dealers to charge a specified retail price for its product.
608926.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველს შეუძლია დილერს მწარმოებლის მიერ დადგენილი საცალო ფასი შესთავაზოს, ის უარს ვერ იტყვის იმ დილერზე, რომელიც დამოუკიდებელ ფასწარმოქმნას აწარმოებს და მას ვერც საქონლის დაგვიანებით მიწოდებით ან სარეკლამო შეღავათებზე უარის თქმით „დასჯის“.
Although the seller can propose a manufacturer’s suggested retail price to dealers, it cannot refuse to sell to a dealer that takes independent pricing action nor can it punish the dealer by shipping late or denying advertising allowances.
608927.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, ფლორიდის შტატის ადვოკატთა მთავარმა ოფისმა ახლახან გამოიძია ნაიკის საქმე, რომელსაც ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე დაწესებული აქვს განსაზღვრული საცალო ფასი.
For example, the Florida attorney general’s office investigated Nike for allegedly fixing the retail price of its shoes and clothing.
608928.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
დამტკიცდა, რომ ნაიკი თავის საქონელს ართმევდა იმ საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც მის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს იმ ფასად არ ყიდდნენ, რომელიც კომპანიას ხელსაყრელად მიაჩნდა.
It was concerned that Nike might be withholding items from retailers who were not selling its most expensive shoes at prices the company considered suitable.
608929.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ცრუ ფასწარმოქმნა მაშინ ხდება, როდესაც გამყიდველი აწესებს ფასებს ან ფასების დანაზოგს, რომელიც ატყუებს მომხმარებლებს ან მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.
Deceptive pricing occurs when a seller states prices or price savings that mislead consumers or are not actually available to consumers.
608930.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, შეამოწმეს Overstock.com, რომელმაც არასწორად მიუთითა მწარმოებლის მიერ შეთავაზებული საცალო ფასი, რაც ხშირად ფაქტობრივ ფასთან შედარებით უფრო მაღალი იყო.
For example, Overstock.com recently came under scrutiny for inaccurately listing manufacturer’s suggested retail prices, often quoting them higher than the actual price.
608931.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ამგვარი შედარებითი ფასწარმოქმნა ძალიან გავრცელებულია.
Such comparison pricing is widespread.
608932.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
შედარებითი ფასწარმოქმნის მტკიცებულებები კანონიერია, თუ ისინი სიმართლეს შეესაბამება.
Comparison pricing claims are legal if they are truthful.
608933.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ასეთი გადამეტებული ფასები არასწორი მენეჯმენტის, ანუ ხსენებულ სკანირების სისტემებში მიმდინარე ან ფასდაკლების შეტანის დაგვიანების შედეგია.
Most of these overcharges result from poor management—from a failure to enter current or sale prices into the system.
608934.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
თუმცა სხვა შემთხვევაში მაღალ ფასებს წინასწარ განზრახვით აწესებენ.
Other cases, however, involve intentional overcharges.
608935.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
აშშ-ში ბევრი ფედერალური და შტატების კანონი მოქმედებს ცრუ ფასწარმოქმნის წინააღმდეგ.
Many federal and state statutes regulate against deceptive pricing practices.
608936.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მაგალითად, ავტომანქანის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის აქტი ავტომწარმოებლებისგან მოითხოვს ახალი მანქანის მინაზე განცხადების მიმაგრებას, სადაც აღნიშნული იქნება მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საცალო ფასი, არასავალდებულო, დამატებითი აღჭურვილობის ფასი და დილერის მიერ გადაზიდვის ხარჯი.
For example, the Automobile Information Disclosure Act requires automakers to attach a statement on new vehicle windows stating the manufacturer’s suggested retail price, the prices of optional equipment, and the dealer’s transportation charges.
608937.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მიუხედავად ამისა, რეპუტაციის მქონე გამყიდველებიც კი კანონს გვერდს უვლიან.
However, reputable sellers go beyond what is required by law.
608938.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. ფასწარმოქმნის სტრატეგიები
მყიდველთან სამართლიანი ურთიერთობა და იმის გარკვევა, რომ მათ ნამდვილად ესმით ფასებისა და ფასწარმოქმნის პირობები, მომხმარებლებთან სანდო, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია.
Treating customers fairly and making certain that they fully understand prices and pricing terms is an important part of building strong and lasting customer relationships.
608939.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
11.1 კოდაკი: ახალი ერთიანი კონცეფცია ბეჭდვის ფასწარმოქმნასა და ეკონომიკაში.
11.1 Kodak: A Whole New Concept in Printer Pricing and Economics.
608940.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ისინი პრინტერებს ყიდიან მცირე მოგებით ან მოგების გარეშე.
They sell printers at little or no profit.