მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608961.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს კოდაკს საშუალებას აძლევს, კარტრიჯს უფრო დაბალი ფასი დაადოს.
This lets Kodak charge less for the cartridges.
608962.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
შედეგად, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, კოდაკის ახალმა პრინტერებმა ერთ ამობეჭდილ ქაღალდზე მეტოქეების ფასი „გადაფარეს“.
As a result, according to one independent lab study, Kodak’s new printers “whomped” rival’s printers in price per printout.
608963.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კვლევამ ასევე გვიჩვენა, რომ იზი-შეარის პრინტერის მომხმარებლები საშუალოდ წელიწადში 110 დოლარს ზოგავენ დღეში ოთხი გვერდის ამობეჭდვით, კონკურენტის პრინტერის გამოყენებასთან შედარებით.
The study showed that consumers using an EasyShare printer can save on average of $110 a year based on printing four pages per day compared to using a competitor’s printer.
608964.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, კოდაკმა პრინტერსა და კარტრიჯს შესაბამისი ფასები დაადო.
Thus, Kodak had the right printer and the right ink prices.
608965.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ახლა მას ისღა დარჩენოდა, რომ მომხმარებელი ხელახლა ეზიარებინა პრინტერის ფასწარმოქმნისათვის - რა სარგებელი ჰქონდა თავის დროზე უფრო მეტის გადახდას მომავალში ხარჯების დაზოგვასთან შედარებით.
Now, all it had to do was to reeducate consumers about printer pricing—about the benefits of paying more up front to reduce long-run printing costs.
608966.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამისათვის კოდაკმა წამოიწყო მარკეტინგული კამპანია სინქ ინკი, შექმნა ვიზუალური სახე სინქი, რომლის პირველი ორი ასო შავ ფერად გააკეთა, ხოლო ბოლო სამი – ოქროსფრად.
To do this, Kodak launched a “Think-Ink” marketing campaign, built around the visual image “ThINK” with the first two letters in black and the last three in gold.
608967.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კამპანიის ფარგლებში დაისვა შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვა: „როგორ ფიქრობთ, რა უფრო ჭკვიანურია – ფული პრინტერზე დავზოგოთ თუ საღებავზე?“ (მინიშნება: პრინტერს მხოლოდ ერთხელ ყიდულობ).
The campaign asked this pivotal question: “Is it smarter to save money on a printer or save money on ink? (Hint: You only buy the printer once).”
608968.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს ვიდეორგოლები იუტუბსა და კოდაკის გასართობ ვებგვერდზეც კი დაიდო და იკითხეს: „გიფიქრიათ ოდესმე როგორი იქნებოდა ცხოვრება, მელანი რომ უფრო იაფი იყოს?“.
In the videos, posted on YouTube and an entertaining Kodak microsite, they asked, “Have you ever thought about what life would be like if ink was cheaper”.
608969.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
სინქის კამპანიის ფარგლებში მოხერხდა მომხმარებლის ცნობიერებაში პრინტერის საწყისი ფასიდან თითო ამონაბეჭდის საფასურისკენ გადანაცვლება.
The ThINK campaign tackled the very difficult task of shifting consumer value perceptions away from initial printer prices and toward prices per print.
608970.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კოდაკის მარკეტინგის აღმასრულებელი აცხადებს: „ჩვენი სტრატეგიაა, მომხმარებელს ნათლად ვაცნობოთ, რომ ისინი დღეს მხოლოდ პრინტერს კი არ ყიდულობენ, ასევე იძენენ კარტრიჯსაც - სამიდან ოთხ წლამდე მოხმარების ვადით“.
“Our strategy”, said a Kodak marketing executive, “is to crystallize for consumers that they’re not only buying a printer today but also buying into three to four years of ink purchases”.
608971.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც პრინტერს ყიდულობ, ადვილად მოგაჯადოებს მისი დაბალი ფასი და იაფფასიანი შემოთავაზებები.
“When buying a printer, it’s easy to be seduced by low prices and cheap bundles”.
608972.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
შედეგად ზოგიერთი მყიდველი კარტრიჯში უფრო მეტს იხდის, ვიდრე თვითონ პრინტერში.
Some people end up paying more for ink than they do for their printer.
608973.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
გადმოდით კოდაკზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გადაიხადოთ ნაკლები და დაბეჭდოთ მეტი“.
Switch to Kodak, and you can print more and pay less.
608974.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჯერჯერობით ნაადრევია ვთქვათ, რამდენად კარგად მუშაობს კოდაკის რევოლუციური ფასწარმოქმნის სტრატეგია, მაგრამ ადრეული შედეგები იმედის მომცემია.
It’s still too soon to tell whether Kodak’s revolutionary pricing strategy is working, but the early results are promising.
608975.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
წინა წელს, როდესაც კონკურენტების გაყიდვები დაახლოებით 24%-ით შემცირდა, კოდაკის პრინტერებისა და სხვა მასალების გაყიდვების მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა.
Last year, while competitors’ sales plunged nearly 24 percent, Kodak’s sales of printers and supplies jumped 44 percent.
608976.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კონკურენტები ახლა უკვე თავ-პირის მტვრევით ცდილობენ, მომხმარებელს გააცნონ თავიანთი დაბალფასიანი კარტრიჯები და მეტი ხანგრძლივობის საღებავები.
Competitors are now scrambling to introduce their own lower-priced cartridges and longer-lasting inks.
608977.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
11.2 გლაქსოსმისპლაინი: არცთუ ისე მარტივი პასუხები ფარმაცევტული პროდუქციის ფასწარმოქმნის შესახებ.
11.2 GlaxoSmithKline: No Easy Answers in Pharmaceutical Pricing.
608978.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
აშშ-ში ფარმაცევტული პროდუქციის ინდუსტრია ისტორიულად ქვეყნის ყველაზე მომგებიან ბიზნესად ითვლება.
The U.S. pharmaceutical industry has historically been one of the nation’s most profitable industries.
608979.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
გლაქსოს - მისკლაინი, როგორც მსოფლიოში მეორე უდიდესი კომპანია, ამ წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
As the world’s second-largest pharmaceutical company, GlaxoSmithKline has played a large role in its success.
608980.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩვენ ასეთი კომპანიების წინაშე ქედს ვიხრით მათი აქტიური მუშაობისათვის.
We applaud companies for such strong performance.