მოიძებნა 668044 ჩანაწერი
608981.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფარმაცევტულ ფირმებს, ერთი შეხედვით ჯანსაღი გაყიდვები მომხმარებლებისათვის შესაძლოა არც იყოს სასარგებლო.
However, when it comes to pharmaceutical firms, critics claim, healthy sales and profits may not be so healthy for consumers.
608982.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამერიკელები წელიწადში 300 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ხარჯავენ რეცეპტით გამოწერილ წამლებზე, რაც მსოფლიოს მონაცემების თითქმის ნახევარს უდრის.
Americans spend more than $300 billion a year on prescription medications, nearly half of worldwide spending.
608983.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
წლების განმავლობაში რეცეპტით გამოწერილი წამლების ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
Prescription prices have risen rapidly over the years.
608984.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონკურენტული ძალები ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე დიდად არ არიან წარმატებულნი, რაც ჯი-ეს-კეისა და მის მსგავს კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიანთ საქონელს უფრო მაღალი ფასები დაადონ.
The critics claim that competitive forces don’t operate well in the pharmaceutical market, allowing GSK and other companies to charge excessive prices.
608985.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
სხვა სამომხმარებლო პროდუქციის შესყიდვებისაგან განსხვავებით, წამლის ყიდვას ვერ გადადებ.
Unlike purchases of other consumer products, drug purchases cannot be postponed.
608986.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
მომხმარებელიც, როგორც წესი, წამლებზე არ ეძებს ყველაზე მომგებიან ფასს. იგი ყიდულობს იმას, რასაც ექიმი გამოუწერს.
And consumers don’t usually shop for the best deals on medicines; they simply take what the doctor orders.
608987.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ექიმს კი, რომელიც პაციენტს წამალს უწერს და თვითონ არ იხდის საფასურს, არანაირი სტიმული არ აქვს, ფასზე დაფიქრდეს.
Because physicians who write the prescriptions don’t pay for the medicines they recommend, they have little incentive to be price conscious.
608988.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
დაბოლოს, საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის ლიცენზირების გამო, ძალიან ცოტაა ისეთი ბრენდები, რომლებსაც ფასების შემცირებას აიძულებენ, არსებული ბრენდები კი, უბრალოდ, თავიანთ პროდუქციას ფასს არ უკლებენ.
Finally, because of patents and Food and Drug Administration (FDA) approvals, few competing brands exist to force lower prices, and existing brands don’t go on sale.
608989.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრიტიკოსების აზრით, ასეთი საბაზრო პრაქტიკა ფარმაცევტულ კომპანიებს ფასების მონოპოლიის საშუალებას აძლევს, რასაც უსამართლობა და ფასებით მანიპულირება მოჰყვება.
The critics claim that these market factors leave pharmaceutical companies free to practice monopoly pricing, resulting in unfair practices and price gouging.
608990.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამას ისიც ემატება, რომ ფარმაცევტული კომპანიები წელიწადში 4 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ პირდაპირ მომხმარებელზე მიმართულ რეკლამაში, ხოლო 18 მილიარდს – მათი პროდუქციის ნიმუშების დარიგებაში.
To add insult to injury, the critics say, drug companies pour more than $4 billion a year into direct-to-consumer advertising and another $18 billion into sampling.
608991.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასეთი მარკეტინგული წამოწყებები უფრო მაღალ ფასებს გვკარნახობენ და ამავე დროს ქმნიან მოთხოვნას უფრო ძვირ საშუალებებზე.
These marketing efforts dictate higher prices at the same time that they build demand for more expensive remedies.
608992.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ წამლების ფასწარმოქმნას მეორე მხარეც აქვს.
But there’s another side to the drug-pricing issue.
608993.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ სფეროს ადვოკატები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ფარმაცევტულმა კომპანიებმა შეიმუშავეს მრავალი ისეთი პრეპარატი, რომლებმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა.
Industry proponents point out that, over the years, the drug companies have developed a steady stream of medicines that transform people’s lives.
608994.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასეთი წამლების წარმოება საკმაოდ სარისკო და ძვირად ღირებული საქმეა, რომელშიც ჩართულია უამრავი მეცნიერი, ძვირად ღირებული ტექნოლოგიები და წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევითი სამუშაოები საბოლოო წარმატებაში დარწმუნების გარეშე.
Developing such new drugs is a risky and expensive endeavor, involving legions of scientists, expensive technology, and years of effort with no certainty of success.
608995.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
კვლევასა და განვითარებაში ფარმაცევტული მრეწველობა დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს აბანდებს.
The pharmaceutical industry invests nearly $50 billion a year in research and development.
608996.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
თითოეული ახალი წამლის შექმნა-შემუშავებას საშუალოდ 12-15 წელი სჭირდება და, როგორც წესი, 850 მილიონი დოლარი ჯდება.
On average, each new drug takes 12–15 years to develop and typically costs $850 million.
608997.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტით გამოწერილი წამლები ძვირადღირებულია, ისინი საჭიროა, რომ მათი გაყიდვიდან შემოსული თანხებით სხვა ახალი მნიშვნელოვანი წამლების წარმოება და გამოშვება დაიფაროს.
Although the prices of prescription drugs seem high, they’re needed to fund the development of important future drugs.
608998.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამას ისიც ემატება, რომ ისეთ სახელმწიფო კომპანიებს, როგორიცაა ჯი-ესკეი, გააჩნიათ სამართლებრივი ვალდებულება, მოგება მეწილეებს დაუბრუნონ.
Additionally, a publically held company like GSK has a bona fide responsibility to return a profit to shareholders.
608999.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ წამლის გაყიდვიდან შემოსული მოგება მოხმარდება ისეთი რთული და კრიტიკული დაავადებების მიზეზების კვლევას, როგორიცაა სკლეროზი ან ალცჰაიმერი.
Profits from the drug will help to fund critical research on diseases such as multiple sclerosis and Alzheimer’s.
609000.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 11. მარკეტინგი პრაქტიკაში
განცხადებაში ბოლოს ნათქვამია: „ახალი პრეპარატის გამოგონება არ არის ადვილი, მაგრამ ამას ნამდვილად აქვს აზრი...
The ad concludes: "Inventing new medicines isn’t easy, but it’s worth it."