მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხებში არსებული ზოგიერთი კონფლიქტი ჯანსაღი კონკურენციის ფორმას იღებს.
Some conflict in the channel takes the form of healthy competition.
609322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ასეთი კონკურენცია სასარგებლოა — მის გარეშე არხი შესაძლოა პასიური და არაინოვაციური გახდეს.
Such competition can be good for the channel; without it, the channel could become passive and noninnovative.
609323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ბურგერ კინგის კონფლიქტი მის ფრანჩაიზულ ფირმებთან ჩვეულებრივი არხის პარტნიორებთან შესაბამისი უფლებების დათმობა-არდათმობის საკითხია.
For example, Burger King’s conflict with its franchisees might represent normal give-and-take over the respective rights of the channel partners.
609324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგრამ ძლიერი და ხანგრძლივი კონფლიქტი ასუსტებს არხის ეფექტურობას და მნიშვნელოვნად აზარალებს მის ურთიერთობებს.
But severe or prolonged conflict can disrupt channel effectiveness and cause lasting harm to channel relationships.
609325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ბურგერ კინგმა დაკვირვებით უნდა მართოს არხის კონფლიქტი, რათა არ დაუშვას მისი ესკალაცია.
Burger King should manage the channel conflict carefully to keep it from getting out of hand.
609326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა.
Vertical Marketing Systems.
609327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის, როგორც მთლიანი სისტემის კარგად ფუნქციონირებისათვის საჭიროა თითოეული წევრისთვის განსაკუთრებული ადგილის მინიჭება და არხის კონფლიქტის მართვა.
For the channel as a whole to perform well, each channel member’s role must be specified, and channel conflict must be managed.
609328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის უკეთეს მუშაობას განაპირობებს ის ფირმა, სააგენტო ან მექანიზმი, რომელსაც ფუნქციების განაწილებისა და კონფლიქტის მართვის ძალა აქვს.
The channel will perform better if it includes a firm, agency, or mechanism that provides leadership and has the power to assign roles and manage conflict.
609329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ისტორიულად, ტრადიციული სადისტრიბუციო არხს ასეთი ხელმძღვანელობა და ძალაუფლება არ ჰქონდა, ხშირად ამას შედეგად კონფლიქტი და შემოსავლების სუსტი მაჩვენებლები მოსდევდა.
Historically, conventional distribution channels have lacked such leadership and power, often resulting in damaging conflict and poor performance.
609330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სადისტრიბუციო არხის გამოკვეთილი განვითარების ერთ-ერთ მაჩვენებელს ვერტიკალური მარკეტინგული სისტემის წარმოქმნა წარმოადგენს, რომელსაც არხის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს.
One of the biggest channel developments over the years has been the emergence of vertical marketing systems that provide channel leadership.
609331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სურათზე 12.3 წარმოდგენილია არხის მოწესრიგების ორი განსხვავებული გზა.
Figure 12.3 contrasts the two types of channel arrangements.
609332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ტრადიციული სადისტრიბუციო არხი შედგება ერთი ან მეტი დამოუკიდებელი მწარმოებლისაგან, საბითუმო ან საცალო მოვაჭრისაგან.
A conventional distribution channel consists of one or more independent producers, wholesalers, and retailers.
609333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თითოეული ცდილობს კუთვნილი მოგება მაქსიმალურად გაზარდოს მაშინაც კი, როცა ეს მთლიანი სისტემის ხარჯზე ხდება.
Each is a separate business seeking to maximize its own profits, perhaps even at the expense of the system as a whole.
609334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის არც ერთი წევრი სხვა წევრზე მეტ კონტროლს არ ფლობს და ფუნქციების განაწილებისა და არხის პრობლემების გადაჭრისათვის რაიმე ფორმალური მიზეზი არ არსებობს.
No channel member has much control over the other members, and no formal means exists for assigning roles and resolving channel conflict.
609335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამის საპირისპიროდ კი, ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა (ვმს) არის განაწილების არხის სტრუქტურა, როდესაც მწარმოებლები, ბითუმად და საცალოდ მოვაჭრეები ერთიანი სისტემით მოქმედებენ.
In contrast, a vertical marketing system (VMS) consists of producers, wholesalers, and retailers acting as a unified system.
609336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ვმს-ზე გავლენის მოხდენა შეუძლია მწარმოებელს, საცალო და ბითუმად მოვაჭრეს.
The VMS can be dominated by the producer, the wholesaler, or the retailer.
609337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არსებობს ვმს-ის სამი ძირითადი ტიპი: კორპორაციული, ხელშეკრულებითი და ადმინისტრირების.
We look now at three major types of VMSs: corporate, contractual, and administered.
609338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხში ხელმძღვანელობისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის თითოეული მათგანი სხვადასხვა საშუალებას იყენებს.
Each uses a different means for setting up leadership and power in the channel.
609339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კორპორაციული ვმს.
Corporate VMS.
609340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კორპორაციული ვმს წარმოადგენს წარმოებისა და დისტრიბუციის თანმიმდევრული ეტაპების ერთობლიობას ერთი მმართველი ორგანიზაციის ქუდის ქვეშ.
A corporate VMS integrates successive stages of production and distribution under single ownership.