მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609341.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რეგულარული ორგანიზაციული არხების საშუალებით შესაძლებელი ხდება კოორდინაცია და კონფლიქტის მართვა.
Coordination and conflict management are attained through regular organizational channels.
609342.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, კროგერი, გასტრონომიული ბიზნესის გიგანტი, ფლობს და ამუშავებს 40 საწარმოს — რძის პროდუქტების 18 საწარმოს, 10 საცხობ ქარხანას, გასტრონომიული პროდუქტების 5 ქარხანას, 3 სასმელების ქარხანას, 2 ხორცის და 2 ყველის მწარმოებელ ქარხანას.
For example, the grocery giant Kroger owns and operates 40 manufacturing plants—18 dairies, 10 bakery plants, 5 grocery product plants, 3 beverage plants, 2 meat plants, and 2 cheese plants.
609343.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ნაკლებად ცნობილი იტალიური სათვალეების ბრენდი ლუქსოტიკა აწარმოებს მრავალ ცნობილ ბრენდს — თავის საკუთარ რეი-ბანს, ოკლეის და აგრეთვე ლიცენზირებული ბრენდებს: ბარბერის, შანელს, პოლო რალფ ლორენს, დოლჩე & გაბანას, დონა კარანს, პრადას, ვერსაჩეს, ბულგარის.
Little-known Italian eyewear maker Luxottica produces many famous eyewear brands—including its own Ray-Ban and Oakley brands and licensed brands such as Burberry, Chanel, Polo Ralph Lauren, Dolce&Gabbana, Donna Karan, Prada, Versace, and Bulgari.
609344.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შემდეგ კი ამ ბრენდებს ყიდის მსოფლიოს ყველაზე დიდი ოპტიკური ქსელების მეშვეობით, როგორიცაა, ლენს ქრაფთერსი, ფერლ ვიჟენი, სანგლას ჰათი, რომლებსაც იგი ასევე ფლობს.
It then sells these brands through some of the world’s largest optical chains—LensCrafters, Pearle Vision, and Sunglass Hut—that it also owns.
609345.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მთლიანი სადისტრიბუციო ჯაჭვის გაკონტროლებით ტანსაცმლის ესპანური ქსელი ზარა მსოფლიოში მოდის ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო მოვაჭრედ იქცა.
Controlling the entire distribution chain has turned Spanish clothing chain Zara into the world’s fastest-growing fashion retailer.
609346.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ხელშეკრულებითი ვმს.
Contractual VMS.
609347.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ხელშეკრულებითი ვმს შედგება წარმოებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა დონეზე არსებული დამოუკიდებელი ფირმებისგან, რომლებიც კონტრაქტების საშუალებით ერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწიონ იმაზე მეტ ეკონომიასა და გაყიდვებს, ვიდრე ამას თითოეული მათგანი დამოუკიდებლად შეძლებდა.
A contractual VMS consists of independent firms at different levels of production and distribution who join together through contracts to obtain more economies or sales impact than each could achieve alone.
609348.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის წევრებს შორის კოორდინაციისა და კონფლიქტის მართვის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულებითი შეთანხმების გზით.
Channel members coordinate their activities and manage conflict through contractual agreements.
609349.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფრანჩაიზული ორგანიზაცია არის ხელშეკრულებითი ურთიერთობის ყველაზე მიღებული ტიპი.
The franchise organization is the most common type of contractual relationship.
609350.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის წევრი, ანუ ფრანჩაიზერი, აერთიანებს წარმოება-დისტრიბუციის პროცესის რამდენიმე ეტაპს.
A channel member called a franchisor links several stages in the production-distribution process.
609351.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 1,500 ფრანჩაიზერი 883,000 სავაჭრო პუნქტით 844 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ ამონაგებს ითვლის.
In the United States alone, some 1,500 franchise businesses and 883,000 franchise outlets account for more than $844 billion of economic output.
609352.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ში ყოველ რვა წუთში ერთხელ ახალი ფრანჩაიზული სავაჭრო პუნქტი იხსნება, ხოლო საცალო ვაჭრობის ბიზნესის 12 სავაჭრო წერტილიდან დაახლოებით ერთი ფრანჩაიზული ბიზნესია.
Industry analysts estimate that a new franchise outlet opens somewhere in the United States every eight minutes and that about one out of every 12 retail business outlets is a franchised business.
609353.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ბიზნესის თითქმის ყველა ტიპი ფრანჩაიზულია მოტელებითა და სწრაფი კვების რესტორნებით დაწყებული, სტომატოლოგიური ცენტრებითა და პაემნების მომსახურებით დამთავრებული, ასევე საქორწინო კონსულტაციითა და შინამოსამსახურეთა სერვისით დაწყებული, ფიტნესცენტრებითა და დამკრძალავი ბიუროებით დამთავრებული.
Almost every kind of business has been franchised—from motels and fast-food restaurants to dental centers and dating services, from wedding consultants and maid services to fitness centers and funeral homes.
609354.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არსებობს ფრანჩაიზის სამი ტიპი.
There are three types of franchises.
609355.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
პირველი არის მეწარმე-სპონსორის საცალო ფრანჩაიზერის სისტემა — მაგალითად, ფორდი და მისი დამოუკიდებელი ფრანჩაიზული დილერების ქსელი.
The first type is the manufacturer-sponsored retailer franchise system—for example, Ford and its network of independent franchised dealers.
609356.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მეორე ტიპია მეწარმე-სპონსორის საბითუმო ფრანჩაიზერის სისტემა — მაგალითად, კოკა-კოლა სხვადასხვა ბაზარზე ჩამომსხმლების ლიცენზირებას ახდენს, რომლებიც ყიდულობენ კოკა-კოლას სიროფის კონცენტრატს, შემდეგ ასხამენ და დასრულებულ პროდუქტს საცალო მოვაჭრეების მეშვეობით ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.
The second type is the manufacturer-sponsored wholesaler franchise system—Coca-Cola licenses bottlers in various markets who buy Coca-Cola syrup concentrate and then bottle and sell the finished product to retailers in local markets.
609357.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მესამე ტიპი არის მომსახურების ფირმა-სპონსორის საცალო ფრანჩაიზერის სისტემა - მაგალითად, ბურგერ კინგი და მისი 10,500-მდე ფრანჩაიზული რესტორანი მსოფლიოს მასშტაბით.
The third type is the service-firm-sponsored retailer franchise system— for example, Burger King and its nearly 10,500 franchise-operated restaurants around the world.
609358.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არსებობს კიდევ სხვა მრავალი მაგალითი: ავტოგაქირავება (ჰერცი, ევისი), ტანსაცმლის ცალობით მოვაჭრე, სამოტელო ბიზნესი (ჰოლიდეი ინი, რემედა ინი), უძრავი ქონების სააგენტო (სენჩერი 21) და პირადი მომსახურება (გრეით კლიპსი, მისტერ ჰენდიმენი, მოლი მეიდი).
Other examples can be found in everything from auto rentals (Hertz, Avis), apparel retailers (The Athlete’s Foot, Plato’s Closet), and motels (Holiday Inn, Ramada Inn) to real estate (Century 21) and personal ser- vices (Great Clips, Mr. Handyman, Molly Maid).
609359.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ის ფაქტი, რომ მომხმარებლის უმეტესობა ვერ გეტყვით, რა განსხვავებაა ხელშეკრულებითსა და კორპორაციულ ვერტიკალურ მარკეტინგულ სისტემებს შორის, იმაზე მეტყველებს, რომ ხელშეკრულებითი ორგანიზაცია კარგ კონკურენციას უწევს კორპორაციულ ჯაჭვებს.
The fact that most consumers cannot tell the difference between contractual and corporate VMSs shows how successfully the contractual organizations compete with corporate chains.
609360.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მე-13 თავში მოცემულია ხელშეკრულებითი ვმს-ის უფრო დეტალური განხილვა.
Chapter 13 presents a fuller discussion of the various contractual VMSs.