მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609401.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შუამავლით ჩანაცვლება პრობლემებისა და შესაძლებლობების მომტანია როგორც მწარმოებლების, ასევე გადამყიდველებისათვის.
Disintermediation presents both opportunities and problems for producers and resellers.
609402.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის ინოვატორებს, რომლებიც ახალ გზებს პოულობენ, რომ მეტი ფასეულობა დაამატონ არხში, შეუძლიათ გვერდზე გასწიონ ტრადიციული გადამყიდველები და სასურველი შედეგებიც მიიღონ.
Channel innovators who find new ways to add value in the channel can sweep aside traditional resellers and reap the rewards.
609403.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
2010 წლის მიწურულს ბლოკბასტერმა გაკოტრების შესახებ განაცხადა და ასობით მაღაზია დახურა.
In late 2010, Blockbuster declared bankruptcy and closed hundreds of stores.
609404.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამჟამად როგორც ნეტფლიქსი, ისე რეორგანიზებული ბლოკბასტერი ჩანაცვლების საფრთხის წინაშე დგანან ახალი მნიშვნელოვანი არხისაგან — ციფრული ვიდეოჩამოტვირთვებისგან.
Now, both Netflix and a reorganized Blockbuster face disintermediation threats from an even hotter channel—digital video downloads and video on demand.
609405.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგრამ ნეტფლიქსის მიზანია ციფრული ვიდეოდისტრიბუციის პროგრესი თვითონ მართოს და არა უბრალოდ მისდიოს მას: ნეტფლიქსმა თავის ვებგვერდზე უკვე დაამატა ახალი მექანიზმი ვოჩ ინსთანთლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და შეუფერხებლად ჩამოტვირთონ დი-ვი-დის ხარისხის მსგავსი ვიდეოფილმები და ტელეპროგრამები.
But instead of simply watching digital video distribution developments, Netflix intends to lead them: Netflix has already added a “Watch Instantly” feature to its Web site that allows subscribers to instantly stream near-DVD quality video for a growing list of movie titles and TV programs.
609406.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ის აცხადებდა, რომ მომხმარებელს ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალებას მობილური ტელეფონებითაც მისცემდა.
And it recently announced that it will soon let users stream movies to selected cell phones.
609407.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი რიდ ჰასტინგსი აცხადებს: „ჩვენი მიზანია აღნიშნული მომსახურება აბსოლუტურად ყველა ინტერნეტზე მიერთებულ ეკრანზე განვათავსოთ, იქნება ეს მობილური, ლეპტოპი თუ Wi-Fi-ით აღჭურვილი პლაზმური ტელევიზორი“.
“Our intention,” says Netflix founder and CEO Reed Hastings, “is to get service to every Internet-connected screen, from cell phones to laptops to Wi-Fi-enabled plasma screens”.
609408.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ჰასტინგს მიაჩნია, რომ მომავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენს თავს ნეტფლიქსი:
To Hastings, the key to the future is all in how Netflix defines itself.
609409.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის პროდუქტის ან მომსახურების მწარმოებელმა უნდა განავითაროს არხის ახალი შესაძლებლობები, როგორიც არის ინტერნეტი და სხვა პირდაპირი არხები.
Similarly, to remain competitive, product and service producers must develop new channel opportunities, such as the Internet and other direct channels.
609410.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თუმცა, მათი განვითარებით ის პირდაპირ კონკურენციას უწევს მის მიერვე დაფუძნებულ ტრადიციულ არხებს, რაც საბოლოოდ კონფლიქტით მთავრდება.
However, developing these new channels often brings them into direct competition with their established channels, resulting in conflict.
609411.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამ პრობლემის შესამსუბუქებლად კომპანიები ხშირად ეძებენ სხვადასხვა გზას, რომ ეს პირდაპირი სვლა დადებით მხარედ აქციონ მთლიანი არხისათვის.
To ease this problem, companies often look for ways to make going direct a plus for the entire channel.
609412.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, გიტარებისა და ხმის გამაძლიერებლების მწარმოებელმა კომპანიამ ფენდერმა იცის, რომ მრავალი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს გიტარების, გამაძლიერებლებისა და სხვა აქსესუარების ყიდვას ინტერნეტით.
For example, guitar and amp maker Fender knows that many customers would prefer to buy its guitars, amps, and accessories online.
609413.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგრამ საკუთარი ვებგვერდით პირდაპირი გაყიდვები კონფლიქტს წარმოშობს ცალობით მოვაჭრე პარტნიორებთან, დიდი ქსელებით დაწყებული, მაგალითად, გიტარ სენთერი, სამაში, ბესთ ბაი, დამთავრებული მსოფლიოში მიმოფანტული პატარა მაღაზიებით, მაგალითად, მუზიშენს ჯანკიარდი უინძორსა და ვერმონტში ან კიდევ ფრედი ფორ მიუზიქი ამანში, იორდანიაში.
But selling directly through its Web site would create conflicts with retail partners, from large chains such as Guitar Center, Sam Ash, and Best Buy to small shops scattered throughout the world, such as the Musician’s Junkyard in Windsor, Vermont, or Freddy for Music in Amman, Jordan.
609414.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამდენად, ფენდერის ვებგვერდი მოიცავს კომპანიის პროდუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ იქ ვერ შეიძენთ ფენდერის ახალ სტარტოკასტერს ან აქუსტასონიკს.
So Fender’s Web site provides detailed information about the company’s products, but you can’t buy a new Fender Stratocaster or Acoustasonic guitar there.
609415.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფენდერის ვებგვერდი გადაგამისამართებთ გადამყიდველთა ვებგვერდსა და მაღაზიებში.
Instead, the Fender Web site refers you to resellers’ Web sites and stores.
609416.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამდენად, ფენდერის პირდაპირი მარკეტინგი დიდ დახმარებას უწევს როგორც კომპანიას, ისე თავისი არხის პარტნიორებს.
Thus, Fender’s direct marketing helps both the company and its channel partners.
609417.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის სტრუქტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
Channel Design Decisions.
609418.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ახლა გადავხედოთ არხის რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომელთა წინაშეც დგანან მეწარმეები.
We now look at several channel decisions manufacturers face.
609419.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული არხების დაგეგმვის დროს მეწარმეები ყოველთვის კამათობენ იმაზე, რა არის იდეალური და რა პრაქტიკული.
In designing marketing channels, manufacturers struggle between what is ideal and what is practical.
609420.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შეზღუდული კაპიტალის მქონე ახალი ფირმა საქმიანობას ხშირად შეზღუდულ ბაზარზე ვაჭრობით იწყებს.
A new firm with limited capital usually starts by selling in a limited market area.