მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609461.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, საცალო მოვაჭრეთა და გადამყიდველთა მეშვეობით, პირდაპირ არხებთან ერთად, დელს შეუძლია უფრო მეტ და სხვადასხვა ტიპის მყიდველზე გავიდეს.
For example, by selling through retailers and resellers in addition to its own direct channels, Dell can reach more and different kinds of buyers.
609462.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თუმცა, მისთვის ახალი არხების მართვა და კონტროლი უფრო ძნელი იქნება.
However, the new channels will be more difficult to manage and control.
609463.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
პირდაპირი და არაპირდაპირი არხები ერთმანეთთან კონკურენციას გამართავენ, რათა მრავალი ერთნაირი მომხმარებელი მიიზიდონ, რაც პოტენციური კონფლიქტის მიზეზია.
And the direct and indirect channels will compete with each other for many of the same customers, causing potential conflict.
609464.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული შუამავლების რაოდენობა.
Number of Marketing Intermediaries.
609465.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის თითოეულ დონეზე კომპანიებმა ასევე უნდა განსაზღვრონ მისი წევრების რაოდენობა.
Companies must also determine the number of channel members to use at each level.
609466.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შესაძლებელია სამი სტრატეგიის გამოყენება: ინტენსიური დისტრიბუცია, ექსკლუზიური დისტრიბუცია და შერჩევითი დისტრიბუცია.
Three strategies are available: intensive distribution, exclusive distribution, and selective distribution.
609467.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ბრენდის მაქსიმალურად წარმოდგენისა და მომხმარებლისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად კბილის პასტები, კანფეტები და სხვა მსგავსი პროდუქტი უამრავ სავაჭრო წერტილში იყიდება.
For example, toothpaste, candy, and other similar items are sold in millions of outlets to provide maximum brand exposure and consumer convenience.
609468.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კრაფტი, კოკა-კოლა, კიმბერლი-კლარკი და სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სხვა კომპანიები თავიანთი პროდუქციის დისტრიბუციას ასეთი გზების გამოყენებით ეწევიან.
Kraft, Coca-Cola, Kimberly-Clark, and other consumer-goods companies distribute their products in this way.
609469.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ზოგიერთი მეწარმე შუამავლების რიცხვს განზრახ ამცირებს.
Some producers purposely limit the number of intermediaries handling their products.
609470.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამ პრაქტიკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ექსკლუზიური დისტრიბუცია – შემთხვევა, როდესაც მეწარმე დილერების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას ანიჭებს ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებას მის ტერიტორიაზე.
The extreme form of this practice is exclusive distribution, in which the producer gives only a limited number of dealers the exclusive right to distribute its products in their territories.
609471.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ექსკლუზიური დისტრიბუცია ხშირად გვხვდება ფუფუნების საგნების რეალიზაციის დროს.
Exclusive distribution is often found in the distribution of luxury brands.
609472.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ბენტლის ექსკლუზიური ავტომობილები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე ავტორიზებული დილერის მეშვეობით იყიდება ნებისმიერ ბაზარზე.
For example, exclusive Bentley automobiles are typically sold by only a handful of authorized dealers in any given market area.
609473.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლების მინიჭებით, ბენტლი დილერებისგან მეტ მხარდაჭერას იღებს და მათი მეშვეობით ფასებს, პროდუქციის სტიმულირებას და მომსახურებასაც მეტად აკონტროლებს.
By granting exclusive distribution, Bentley gains stronger dealer selling support and more control over dealer prices, promotion, and services.
609474.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ექსკლუზიური დისტრიბუცია აგრეთვე ზრდის ბრენდის იმიჯს და უფრო მაღალი მოგების მარჟის დადების საშუალებასაც იძლევა.
Exclusive distribution also enhances the brand’s image and allows for higher markups.
609475.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ინტენსიურ და ექსკლუზიურ დისტრიბუციებს შორის არის შერჩევითი დისტრიბუცია.
Between intensive and exclusive distribution lies selective distribution.
609476.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ავეჯის, ტელევიზორებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ბრენდების უმეტესობის დისტრიბუცია ამგვარად ხორციელდება.
Most television, furniture, and home appliance brands are distributed in this manner.
609477.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ვირლპული და ჯი-ი თავიანთ ძირითად საქონელს ქსელის დილერებისა და შერჩეული მსხვილი საცალო მოვაჭრეების მეშვეობით ყიდიან.
For example, Whirlpool and GE sell their major appliances through dealer networks and selected large retailers.
609478.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შერჩევითი დისტრიბუციის გამოყენებით მათ არ სჭირდებათ თავიანთი საქმიანობის ბევრ სავაჭრო წერტილში გავრცელება, შეუძლიათ კარგი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება არხის შერჩეულ წევრებთან.
By using selective distribution, they can develop good working relationships with selected channel members and expect a better-than-average selling effort.
609479.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ინტენსიურ დისტრიბუციასთან შედარებით, შერჩევითი დისტრიბუცია მეწარმეებს საკმაოდ ძლიერი კონტროლით, კარგი საბაზრო დაფარვითა და ნაკლები დანახარჯით უზრუნველყოფს.
Selective distribution gives producers good market coverage with more control and less cost than does intensive distribution.
609480.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხის წევრების პასუხისმგებლობები.
Responsibilities of Channel Members.