მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609441.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიას, როგორც წესი, შეუძლია მომსახურების სხვადასხვა დონის მიხედვით მომხმარებლის რამდენიმე სეგმენტის განსაზღვრა.
Usually, a company can identify several segments wanting different levels of service.
609442.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ სეგმენტს მოემსახუროს და რომელი საუკეთესო არხები გამოიყენოს თითოეულ შემთხვევაში.
The company should decide which segments to serve and the best channels to use in each case.
609443.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიის სურვილია, ყოველ სეგმენტში მინიმუმამდე შეამციროს ყველა ასეთი არხის მთლიანი ხარჯები კლიენტების მომსახურების მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით.
In each segment, the company wants to minimize the total channel cost of meeting customer-service requirements.
609444.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიის სადისტრიბუციო არხის მიზნებზე გავლენას ახდენს აგრეთვე კომპანიის ბუნება, მისი პროდუქტები, მარკეტინგული შუამავლები, კონკურენტები და გარემო.
The company’s channel objectives are also influenced by the nature of the company, its products, its marketing intermediaries, its competitors, and the environment.
609445.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, კომპანიის სიდიდისა და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რომელი მარკეტინგული ფუნქციის მართვას შეძლებს ის დამოუკიდებლად და რომელი უნდა გადაეცეს შუამავლებს.
For example, the company’s size and financial situation determine which marketing functions it can handle itself and which it must give to intermediaries.
609446.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიას, რომელიც მალფუჭებად პროდუქტს ყიდის, დადგენილი დროის გადაცდენისა და ზედმეტი ტრანსპორტირების თავიდან ასაცილებლად უფრო პირდაპირი მარკეტინგის გამოყენება სჭირდება.
Companies selling perishable products may require more direct marketing to avoid delays and too much handling.
609447.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ზოგჯერ კომპანიამ შესაძლოა მოინდომოს და კონკურენცია გაუწიოს იმ პუნქტებს, სადაც მის კონკურენტის პროდუქცია იყიდება.
In some cases, a company may want to compete in or near the same outlets that carry competitors’ products.
609448.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სხვა შემთხვევებში მეწარმემ შესაძლოა კონკურენტის მიერ გამოყენებულ მარკეტინგულ არხებს თავი აარიდოს.
In other cases, companies may avoid the channels used by competitors.
609449.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
დაბოლოს, ისეთმა გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა და საკანონმდებლო ზეწოლა, შესაძლოა არხის მიზნებსა და მის დაგეგმვაზე გავლენა იქონიოს.
Finally, environmental factors such as economic conditions and legal constraints may affect channel objectives and design.
609450.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მეწარმეები თავიანთი საქონლის დისტრიბუციას მაქსიმალურად ეკონომიურად ახდენენ, უფრო მოკლე მარკეტინგულ არხებს იყენებენ და უარს ამბობენ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც საბოლოოდ პროდუქციას ფასს უმატებს.
For example, in a depressed economy, producers want to distribute their goods in the most economical way, using shorter channels and dropping unneeded services that add to the final price of the goods.
609451.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ძირითადი ალტერნატივების დადგენა.
Identifying Major Alternatives.
609452.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მას შემდეგ, რაც კომპანია არხის მიზნებს ჩამოაყალიბებს, უნდა განსაზღვროს არხის მთავარი ალტერნატივები შუამავლების ტიპების, მათი რაოდენობისა და არხის თითოეული წევრის პასუხისმგებლობების თვალსაზრისით.
When the company has defined its channel objectives, it should next identify its major channel alternatives in terms of the types of intermediaries, the number of intermediaries, and the responsibilities of each channel member.
609453.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შუამავლების ტიპები.
Types of Intermediaries.
609454.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფირმამ უნდა განსაზღვროს მარკეტინგული არხის იმ წევრების ტიპები, რომლებიც არხის სამუშაოების განხორციელებას შეძლებენ.
A firm should identify the types of channel members available to carry out its channel work.
609455.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მრავალ კომპანიას არხის წევრების დიდი არჩევანი აქვს.
Most companies face many channel member choices.
609456.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, დღემდე დელი პროდუქციას პირდაპირ ყიდდა საბოლოო მომხმარებელზე და ბიზნესმყიდველებზე მხოლოდ დახვეწილი სატელეფონო და ინტერნეტმარკეტინგული არხების მეშვეობით.
For example, until recently, Dell sold directly to final consumers and business buyers only through its sophisticated phone and Internet marketing channel.
609457.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
იგი ასევე ყიდდა საქონელს პირდაპირ მსხვილ კორპორაციულ, ინსტიტუციურ და სამთავრობო მყიდველებზე პირდაპირი გაყიდვების პერსონალის მეშვეობით.
It also sold directly to large corporate, institutional, and government buyers using its direct sales force.
609458.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თუმცა, უფრო მეტი მომხმარებლის მოსაზიდად და ისეთი კონკურენტების მიმართ ჯანსაღი კონკურენციისთვის, როგორიცაა ეიჩ-პი, დელი ამჟამად არაპირდაპირ გაყიდვებსაც მიმართავს სხვა საცალო მოვაჭრეების, მაგალითად, ბესთ ბაის, სტეიპელსის, ვოლმარტის მეშვეობით.
However, to reach more consumers and match competitors such as HP, Dell now sells indirectly through retailers such as Best Buy, Staples, and Walmart.
609459.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
იგი ასევე აწარმოებს არაპირდაპირ გაყიდვებს დამატებითი ფასეულობის გადამყიდველების, დამოუკიდებელი დისტრიბუტორებისა და დილერების მეშვეობით, რომლებიც ისეთ კომპიუტერულ სისტემებსა და პროგრამებს ავითარებენ, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესკლიენტების განსაკუთრებულ საჭიროებებზეა მორგებული.
It also sells indirectly through value-added resellers, independent distributors and dealers who develop computer systems and applications tailored to the special needs of smalland medium-sized business customers.
609460.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არხში მრავალი სხვადასხვა ტიპის გადამყიდველის შემოსვლას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგებიც ახლავს.
Using many types of resellers in a channel provides both benefits and drawbacks.