მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მეწარმე შეიძლება დათანხმდეს და მოცემულ ტერიტორიაზე სხვა დილერებს პროდუქტი არ მიჰყიდოს; ან შესაძლებელია გადამყიდველი დათანხმდეს და პროდუქტი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გაყიდოს.
The producer may agree not to sell to other dealers in a given area, or the buyer may agree to sell only in its own territory.
609582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ენთუზიაზმისა და ვალდებულების გასაზრდელად პირველი პრაქტიკა საკმაოდ ნორმალურია ფრანჩაიზერის სისტემის პირობებში.
The first practice is normal under franchise systems as a way to increase dealer enthusiasm and commitment.
609583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
იგი ასევე სრულიად ლეგალურია - გამყიდველს არანაირი კანონიერი ვალდებულება არ გააჩნია პროდუქტი იმაზე მეტ სავაჭრო წერტილში გაყიდოს, ვიდრე ამის სურვილი თავად აქვს.
It is also perfectly legal—a seller has no legal obligation to sell through more outlets than it wishes.
609584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მეორე პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მეწარმე ცდილობს, დილერს პროდუქტის გაყიდვა აუკრძალოს თავისი ტერიტორიის გარეთ, მთავარ სამართლებრივ საკითხად იქცა.
The second practice, whereby the producer tries to keep a dealer from selling outside its territory, has become a major legal issue.
609585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ძლიერი ბრენდი ზოგჯერ მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდის დილერებზე, თუ ისინი მთლიანი სერიის ან მისი ნაწილის აღებას დათანხმდებიან.
Producers of a strong brand sometimes sell it to dealers only if the dealers will take some or all the rest of the line.
609586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამას ეწოდება სრული სერიის ფორსირება.
This is called full-line forcing.
609587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ასეთი იძულებითი ხელშეკრულებების ფორმა სულაც არ არის არალეგალური, მაგრამ თუ იგი კონკურენციას მნიშვნელოვნად ამცირებს, ეს უკვე ე. წ. კლაიტონის აქტს არღვევს.
Such tying agreements are not necessarily illegal, but they violate the Clayton Act if they tend to lessen competition substantially.
609588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
დაბოლოს, მეწარმეს თავისუფლად შეუძლია დილერის შერჩევა, მაგრამ დილერებთან ურთიერთობის გაწყვეტა გარკვეულწილად შეზღუდულია.
Finally, producers are free to select their dealers, but their right to terminate dealers is somewhat restricted.
609589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული ლოგისტიკა და მომარაგების ჯაჭვის მართვა.
Marketing Logistics and Supply Chain Management.
609590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
დღევანდელ გლობალურ ბაზარზე ზოგჯერ პროდუქტის გაყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მიტანა მომხმარებელთან.
In today’s global marketplace, selling a product is sometimes easier than getting it to customers.
609591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეიძლება მათი პროდუქციისა და მომსახურების საუკეთესოდ მართვა და მომხმარებლისათვის საჭირო ასორტიმენტის საჭირო დროსა და საჭირო ადგილას მიტანის უზრუნველყოფა.
Companies must decide on the best way to store, handle, and move their products and services so that they are available to customers in the right assortments, at the right time, and in the right place.
609592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ფიზიკური დისტრიბუცია და ლოგისტიკის ეფექტურობა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს როგორც მომხმარებლის დაკმაყოფილებაზე, ასევე კომპანიის ხარჯებზე.
Logistics effectiveness has a major impact on both customer satisfaction and company costs.
609593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ახლა განვიხილავთ ლოგისტიკის მენეჯმენტის რაობასა და მნიშვნელობას, ასევე მომარაგების ჯაჭვის, ლოგისტიკის სისტემის მიზნების, მისი ძირითადი ფუნქციებისა და ინტეგრირებული მომარაგების არხის მართვის მოთხოვნილების საკითხებს.
Here we consider the nature and importance of logistics management in the supply chain, the goals of the logistics system, major logistics functions, and the need for integrated supply chain management.
609594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული ლოგისტიკის რაობა და მნიშვნელობა.
Nature and Importance of Marketing Logistics.
609595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ზოგიერთი მენეჯერისათვის მარკეტინგულ ლოგისტიკას მხოლოდ საწყობებისა და სატვირთო მანქანების მნიშვნელობა აქვს.
To some managers, marketing logistics means only trucks and warehouses.
609596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგრამ თანამედროვე ლოგისტიკა ბევრად მეტს მოიცავს.
But modern logistics is much more than this.
609597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარკეტინგული ლოგისტიკა, რომელსაც აგრეთვე ფიზიკურ დისტრიბუციას უწოდებენ, მოიცავს პროდუქციის მომსახურებისა და შესაბამისი ინფორმაციის — წარმოების ადგილიდან, მოხმარების ადგილისკენ ფიზიკურად გადატანის დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს.
Marketing logistics—also called physical distribution— involves planning, implementing, and controlling the physical flow of goods, services, and related information from points of origin to points of consumption to meet customer requirements at a profit.
609598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მოკლედ, ლოგისტიკა გულისხმობს საჭირო პროდუქტის საჭირო მომხმარებელთან ზუსტ დროსა და ზუსტ ადგილას მიტანას.
In short, it involves getting the right product to the right customer in the right place at the right time.
609599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
წარსულში ფიზიკური დისტრიბუცია, როგორც წესი, იწყებოდა პროდუქტის მწარმოებელ საწარმოში, საიდანაც ამ პროდუქციის დაბალხარჯიანი საშუალებით მომხმარებლამდე მიტანის გზებს ეძებდნენ.
In the past, physical distribution planners typically started with products at the plant and then tried to find low-cost solutions to get them to customers.
609600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
დღევანდელი მარკეტოლოგები ამჯობინებენ მომხმარებელზე კონცენტრირებულ ლოგისტიკურ აზროვნებას, რომელიც იწყება ბაზრიდან და მოქმედებს პროდუქციის მწარმოებელ ფაბრიკამდე და შესაძლოა ნედლეულის მიმწოდებლებამდეც კი.
However, today’s marketers prefer customer-centered logistics thinking, which starts with the marketplace and works backward to the factory or even to sources of supply.