მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ძალიან დიდი მარაგის შენახვას შესაძლოა საჭიროზე მეტი ხარჯი და პროდუქციის დაძველება მოჰყვეს.
Carrying too much inventory results in higher-than-necessary inventory-carrying costs and stock obsolescence.
609662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამრიგად, მარაგის მართვის პროცესში ფირმებმა უნდა დაიცვან ბალანსი საქონლის დიდი ოდენობით შენახვის ხარჯებსა და შესაბამის გაყიდვებსა და მოგებას შორის.
Thus, in managing inventory, firms must balance the costs of carrying larger inventories against resulting sales and profits.
609663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ზუსტად დროული ლოგისტიკის სისტემის წყალობით ბევრმა კომპანიამ საგრძნობლად შეამცირა მარაგი და მასთან დაკავშირებული ხარჯები.
Many companies have greatly reduced their inventories and related costs through just-in-time logistics systems.
609664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამ სისტემის საშუალებით მეწარმეები და საცალო მოვაჭრეები საქონლის ან ნაწილების მხოლოდ მცირე მარაგს ინახავენ.
With such systems, producers and retailers carry only small inventories of parts or merchandise.
609665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ზუსტად დროული სისტემა მოითხოვს სწრაფ, ხშირ და მოქნილ მიწოდებასთან ერთად, აკურატულ პროგნოზირებას, რათა ახალი მარაგის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
Just-in-time systems require accurate forecasting along with fast, frequent, and flexible delivery so that new supplies will be available when needed.
609666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
თუმცა, ამ სისტემებს შენახვისა და ხარჯების მართვის საკითხებში არსებითი დანაზოგები მოაქვს.
However, these systems result in substantial savings in inventory-carrying and handling costs.
609667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მარაგის მართვის ეფექტურობის ასამაღლებლად მარკეტოლოგები ყოველთვის ახალ გზებს ეძებენ.
Marketers are always looking for new ways to make inventory management more efficient.
609668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
არცთუ შორეულ მომავალში მარაგის მართვა შესაძლოა მთლიანად ავტომატიზებული გახდეს.
In the not-too-distant future, handling inventory might even become fully automated.
609669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მაგალითად, მე-3 თავში განვიხილეთ RFID, ანუ „გონიერი იარლიყის“ ტექნოლოგია, როდესაც პატარა რადიოგადამცემი ჩიპები (მიკროსქემები) ჩამაგრებულია შეფუთვებში ან პროდუქტში — ყვავილებიდან დაწყებული, სამართებლებითა და საბურავებით დამთავრებული.
For example, in Chapter 3 we discussed RFID or “smart tag” technology, by which small transmitter chips are embedded in or placed on products and packaging on everything from flowers and razors to tires.
609670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
„გონიერი დახლები“ არა მარტო მისი ხელახალი შეკვეთის დროს შეატყობინებს, არამედ მიმწოდებლებთან ერთად ავტომატურად განათავსებს შეკვეთას.
“Smart shelves” would not only tell them when it’s time to reorder but also place the order automatically with their suppliers.
609671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ასეთი ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები დისტრიბუციის სისტემაში გარდატეხას მოახდენს.
Such exciting new information technology applications will revolutionize distribution as we know it.
609672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
მრავალი დიდი და რესურსებით სავსე მარკეტინგული კომპანია, მაგალითად, ვოლმარტი, პროქტერ & გემბელი, კრაფტი, აი-ბი-ემი, ეიჩ-პი და ბესთ ბაი მაქსიმალურად ცდილობენ ეფექტურად გამოიყენონ RFID ტექნოლოგია.
Many large and resourceful marketing companies, such as Walmart, P&G, Kraft, IBM, HP, and Best Buy, are investing heavily to make the full use of RFID technology a reality.
609673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ტრანსპორტირება.
Transportation.
609674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
შერჩეული სატრანსპორტო საშუალება გავლენას ახდენს პროდუქტის ფასზე, მიწოდების მაჩვენებელსა და მიტანისას საქონლის მდგომარეობაზე, ეს ყოველივე კი – მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
The choice of transportation carriers affects the pricing of products, delivery performance, and the condition of goods when they arrive—all of which will affect customer satisfaction.
609675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
პროდუქტის დილერებთან და მომხმარებლებთან მისატანად კომპანიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს ტრანსპორტირების ხუთ ძირითად სახეობას შორის: სატვირთო მანქანა, რკინიგზა, წყლის ტრანსპორტი, მილსადენი ან საჰაერო გადაზიდვა, ამასთან, არსებობს ალტერნატივა ე. წ. ციფრული პროდუქტისათვის — ეს არის ინტერნეტი.
In shipping goods to its warehouses, dealers, and customers, the company can choose among five main transportation modes: truck, rail, water, pipeline, and air, along with an alternative mode for digital products—the Internet.
609676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ავტოგადაზიდვების წილი აშშ-ში სტაბილურად გაიზარდა და დღეისათვის მთლიანი ტვირთბრუნვის 68%-ს შეადგენს.
Trucks have increased their share of transportation steadily and now account for more than 68 percent of total freight tonnage in the United States.
609677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ყოველ წელს შეერთებულ შტატებში სატვირთო მანქანები 431 მილიარდ მილზე მეტ მანძილს გადიან, რაც 25 წლის წინანდელთან შედარებით ორჯერ მეტია, და 10.2 მილიარდი ტონა ტვირთი გადააქვთ.
U.S. trucks travel more than 431 billion miles a year— more than double the distance traveled 25 years ago—carrying 10.2 billion tons of freight.
609678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
ამერიკის სატვირთო მანქანების ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 80% დამოკიდებულია სწორედ ტვირთმზიდებზე, საქონლისა და პროდუქციის გადაზიდვის თვალსაზრისით.
According to the American Trucking Association, 80 percent of U.S. communities depend solely on trucks for their goods and commodities.
609679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
სატვირთო მანქანები, რკინიგზასთან შედარებით, დროის განრიგისა და საქონლის მიწოდების კუთხით საკმაოდ მოქნილი საშუალებაა და უფრო სწრაფ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.
Trucks are highly flexible in their routing and time schedules, and they can usually offer faster service than railroads.
609680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგული არხები: კლიენტისათვის ფასეულობის უზრუნველყოფა
რკინიგზაზე მთლიანი ტვირთბრუნვის 37% მოდის.
Railroads account for 37 percent of the total cargo ton-miles moved.