მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610101.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კომპანია განთქმულია მომწოდებლებისაგან საქონლის დაბალ ფასად შესყიდვით.
The company is known for the calculated way it wrings low prices from suppliers.
610102.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ვოლმარტის შესყიდვის ცენტრების ვიზიტის შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „არც კი ელოდოთ ღიმილს და მეგობრულ დამოკიდებულებას".
“Don’t expect a greeter and don’t expect friendly,” said one supplier’s sales executive after a visit to Walmart’s buying offices.
610103.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
როგორც კი პატარა ოთახში შეგიყვანენ, მაგიდასთან ფოლადის მზერა დაგხვდებათ და მოემზადეთ ფასების დაკლებისათვის.
Once you are ushered into one little room, expect a steely eye across the table and be prepared to cut your price.
610104.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ეს არის ძალიან, ძალიან ფოკუსირებული ხალხი და ისინი თავიანთ, როგორც მყიდველის, შესაძლებლობებს ბევრად უფრო ძლიერად იყენებენ, ვიდრე ამერიკაში ნებისმიერი სხვა ვინმე.
They are very, very focused people, and they use their buying power more forcefully than anyone else in America.
610105.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ვოლმარტი მომწოდებლებს ძალიან ავიწროებს.
Some critics argue that Walmart squeezes its suppliers too hard.
610106.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თუმცა ვოლმარტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ იგი მხოლოდ თავის კლიენტთა ინტერესებს იცავს და მომწოდებლებს უბრალოდ მეტ ეფექტიანობას აიძულებს.
Walmart proponents counter, however, that it is simply acting in its customers’ interests by forcing suppliers to be more efficient.
610107.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მომწოდებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ მიუხედავად სიმკაცრისა, ვოლმარტი ურთიერთობებში სამართლიანი და პირდაპირია.
And most suppliers seem to agree that although Walmart is tough, it’s honest and straightforward in its dealings.
610108.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული საოცარი წარმატების მიუხედავად, მძლავრი ვოლმარტის წინაშე გარკვეული გამოწვევებიც არსებობს.
Despite its incredible success over the past four decades, mighty Walmart faces some weighty challenges ahead.
610109.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
იმისათვის, რომ ზრდა არ შეაჩეროს, ვოლმარტი საქმიანობას ახალი და ინტენსიურად განვითარებადი პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების კუთხით მიმართავს, მათ შორის ორგანული საკვების, ცნობილი ბრენდების, სამედიცინო კლინიკების და ფინანსური მომსახურების ფუნქციების.
To reignite growth, Walmart is pushing into new, faster-growing product and service lines, including organic foods, store brands, in-store health clinics, and consumer financial services.
610110.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
აგრეთვე, ის ფართოვდება საერთაშორისო მასშტაბით და ასევე ონლაინსივრცეში.
It’s also pushing its expansion into international markets and online sales.
610111.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თუმცა ზრდა მაინც რთული ამოცანაა.
Still, growth remains a daunting task.
610112.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
აბა, დაფიქრდით: შემდეგ წელს რომ მხოლოდ 7%-ით გაიზარდოს, ვოლმარტმა ახალი გაყიდვებით დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარი უნდა მიიღოს, რაც კოკა-კოლასა და დიუპონის საერთო გაყიდვების ტოლია, ხოლო ნაიკის შემოსავალზე 1,5-ჯერ მეტია.
Think about this: To grow just 7 percent next year, Walmart will have to add nearly $30 billion in new sales which is a sales increase equivalent to the total sales of Coca-Cola, DuPont, or more than 1.5 Nikes.
610113.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ახლახან შედარებით ახალგაზრდა ჰიპერკონკურენტთან, თარგეთთან პოზიცია რომ განემტკიცებინა, ვოლმარტმა იმიჯის ცოტათი შეცვლა მოინდომა.
Recently, to refresh its positioning relative to younger, hipper competitors such as Target, Walmart has been giving itself a modest image face-lift.
610114.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, თარგეთის მსგავსად, მაღაზიებში უფრო გამოცოცხლებული, სუფთა, მეგობრული და ღია გარემო შექმნა მყიდველებისათვის.
For example, it’s spruced up its stores with a cleaner, brighter, more open look and less clutter to make them more shopper-friendly, like Target.
610115.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მან დაამატა ახალი მაღალხარისხიანი პროდუქცია.
It’s added some new, higher-quality merchandise.
610116.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
დაბოლოს, ვოლმარტმა „ფასების შემცირების“ ჩვეულ რეკლამას თავი დაანება და მომხმარებელს უფრო დახვეწილი სარეკლამო რგოლები შესთავაზა, რომლებიც კომპანიის დევიზს „დაზოგე ფული, იცხოვრე უკეთ“ უფრო ზუსტად ეხმიანება.
Finally, Walmart has dropped its old, hard-sell “rollback prices” advertising in favor of softer, more refined lifestyle ads that better support its “Save money, live better” slogan.
610117.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვოლმარტი თარგეთს აჯობებს.
But don’t expect Walmart to try to out-target Target.
610118.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სინამდვილეში, ბოლოდროინდელი შესუსტებული ეკონომიკიდან გამომდინარე, თარგეთი უფრო მეტად დაიძრა ვოლმარტისკენ, ვიდრე პირიქით.
In fact, given the recently troubled retail economy, Target has moved more toward Walmart than the other way around.
610119.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ეკონომიკური რეცესიის დროს და მის შემდეგ ვოლმარტი საკუთარ თავს უფრო მომჭირნე და გაჭირვებული მომხმარებლების სადარაჯოზე ხედავს.
During and following the recent recession, Walmart found itself strongly positioned to serve today’s thriftier consumers.
610120.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
შედარებისათვის, დახვეწილი თარგეთი იძულებული გახდა, შეემცირებინა ფასები.
By contrast, the more stylish Target was forced to drop its prices.