მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თვითმომსახურების საცალო მოვაჭრეები ისეთ მომხმარებელს ემსახურებიან, რომელიც ფულის დასაზოგად საკუთარი სურვილით ასრულებს „იპოვე-შეადარე-შეარჩიეს“ პროცესს.
Self-service retailers serve customers who are willing to perform their own “locate- compare-select” process to save time or money.
610162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ჩვეულებრივ, ასეთ მიდგომას ყოველდღიური მოხმარების საქონლის (სუპერმარკეტები) და სწრაფად მოძრავი ძირითადი პროდუქტის გამყიდველი ნაციონალური საცალო ვაჭრობის ქსელები (მაგალითად, თარგეთი) იყენებენ.
Self-service is the basis of all discount operations and is typically used by retailers selling convenience goods (such as supermarkets) and nationally branded, fast-moving shopping goods (such as Target or Kohl’s).
610163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
შეზღუდული მომსახურების საცალო მოვაჭრეები, როგორებიც არიან, სიერესი ან ჯი-სი-ფენი, უფრო მეტად ეხმარებიან მომხმარებელს, რადგან ისინი ისეთი ასორტიმენტის საქონელს ფლობენ, რომელთა შესახებაც მომხმარებელს ინფორმაცია სჭირდება.
Limited service retailers, such as Sears or JCPenney, provide more sales assistance because they carry more shopping goods about which customers need information.
610164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათი გაზრდილი საოპერაციო ხარჯების პირობებში ფასებიც შედარებით მაღალია.
Their increased operating costs result in higher prices.
610165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სრული მომსახურების საცალო მოვაჭრეები - სპეციალიზებული მაღაზიები ტიფანი, უილიამს-სონომა და პირველი კლასის უნივერმაღები, მაგალითად, ნორდსტრომი, გამყიდველები მომხმარებელს ყიდვის პროცესის თითოეულ ფაზაში სთავაზობენ დახმარებას.
In full-service retailers, such as high-end specialty stores (for example, Tiffany or Williams-Sonoma) and first-class department stores (such as Nordstrom or Neiman Marcus), salespeople assist customers in every phase of the shopping process.
610166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სრული მომსახურების მაღაზიები ხშირად უფრო მეტ სპეციალიზებულ საქონელს ფლობენ.
Full-service stores usually carry more specialty goods.
610167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ისინი მეტ მომსახურებას უზრუნველყოფენ, რაც მეტ საოპერაციო ხარჯებს მოითხოვს, ეს კი მომხმარებლისათვის დაწესებულ მაღალ ფასებში აისახება.
They provide more services resulting in much higher operating costs, which are passed along to customers as higher prices.
610168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
პროდუქციის სერია.
Product Line.
610169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეების კლასიფიკაცია შესაძლებელია მათი პროდუქტის ასორტიმენტის მოცულობისა და რაოდენობის მიხედვითაც.
Retailers can also be classified by the length and breadth of their product assortments.
610170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ზოგიერთი საცალო მოვაჭრე, მაგალითად სპეციალიზებული მაღაზია, მცირე რაოდენობის პროდუქტების სერიას ყიდის და ამ სერიებში პროდუქტის ფართო ასორტიმენტი აქვს.
Some retailers, such as specialty stores, carry narrow product lines with deep assortments within those lines.
610171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
დღეს სპეციალიზებული მაღაზიები აყვავების სტადიაშია.
Today, specialty stores are flourishing.
610172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მარკეტინგული სეგმენტაციის, მიზნობრივი მარკეტინგისა და პროდუქტის სპეციალიზაციის ტენდენციის ზრდამ მოთხოვნილება გაზარდა ისეთ მაღაზიებზე, რომლებიც სპეციფიკურ პროდუქტებსა და სეგმენტებზე არიან ფოკუსირებულნი.
The increasing use of market segmentation, market targeting, and product specialization has resulted in a greater need for stores that focus on specific products and segments.
610173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ამის საპირისპიროდ, უნივერმაღი დიდი რაოდენობის პროდუქციის სერიის ფართო ასორტიმენტს ყიდის.
In contrast, department stores carry a wide variety of product lines.
610174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
უკანასკნელ წლებში უნივერმაღები, ერთი მხრივ, უფრო ფოკუსირებული და მოქნილი სპეციალიზებული მაღაზიებისა და, მეორე მხრივ, უფრო ეფექტიანი და დაბალი ფასებით მოვაჭრეთა წნეხის ქვეშ მოექცნენ.
In recent years, department stores have been squeezed between more focused and flexible specialty stores on the one hand and more efficient, lower-priced discounters on the other.
610175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საპასუხოდ, ბევრმა მასტიმულირებელი ფასწარმოქმნა დაამატა.
In response, many have added promotional pricing.
610176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სხვებმა, სპეციალიზებული მაღაზიებისათვის კონკურენციის გაწევის მიზნით, ბრენდების მაღაზიებისა და ერთი ბრენდის „დიზაინერთა მაღაზიების“ ცენტრები გახსნეს.
Others have stepped up the use of store brands and single-brand “designer shops” to compete with specialty stores.
610177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ზოგმა ბედი საკატალოგო, სატელეფონო და ელექტრონულ ვაჭრობაში სცადა.
Still others are trying catalog, telephone, and Web selling.
610178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მომსახურება დიფერენცირების უმთავრეს ფაქტორად დარჩა.
Service remains the key differentiating factor.
610179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ისეთი საცალო მოვაჭრეები, როგორებიცაა: ნორდსტრომი, საქსი, ნემან მერკური და სხვა მაღალი კლასის უნივერმაღები წარმატებას მაღალხარისხიანი მომსახურებით აღწევენ.
Retailers such as Nordstrom, Saks, Neiman Marcus, and other high-end department stores are doing well by emphasizing exclusive merchandise and high-quality service.
610180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თუმცა, დღესდღეობით მათი გაყიდვების მოცულობა მცირედით თუ იზრდება, ეს განპირობებულია, ერთი მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის შენელებული ზრდით და, მეორე მხრივ, ფასდაკლების სუპერმაღაზიებისა და საკვებით მოვაჭრე მაღაზიების მხრიდან გამალებული კონკურენციით.
Today, however, they are facing slow sales growth because of slower population growth and an increase in competition from discount supercenters on the one hand and specialty food stores on the other.