მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610141.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
პროქტერ & გემ- ბელის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს: „ბრენდის განვითარებას იმის გაგებით ვიწყებთ, რა შთაბეჭდილებას უქმნის იგი მომხმარებელს ჩვენზე“.
“We are now brand-building from the eyes of the consumer toward us,” says a P&G executive.
610142.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
უშუალოდ გაყიდვის ადგილას განხორციელებული მარკეტინგი საცალო ვაჭრობის დიდ ქსელში იმავე შედეგებს იძლევა, როგორსაც ტელერეკლამა.
Point-of-sale marketing inside a large retail store chain can produce the same kinds of numbers as advertising on a hit TV show.
610143.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგალითად, დაახლოებით 21 მილიონი მაყურებელი ჰყავს გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ ჩვეულებრივ ეპიზოდს.
For example, whereas 21 million people watch an average episode of Dancing with the Stars.
610144.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
კოსტკო, ვოლგრინსი, სეიფვეი და კროგერი თითო კვირის განმავლობაში შესაბამისად 20, 30, 44 და 68 მილიონ მომხმარებელს იზიდავენ საშუალოდ.
Costco, Walgreens, Safeway, and Kroger attract 20 million, 30 million, 44 million, and 68 million weekly shoppers, respectively.
610145.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ამერიკაში ვოლმარტის კარს ყოველ კვირას 150 მილიონი ადამიანი აღებს.
Another 150 million people pass through the doors of Walmart stores across America each week.
610146.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საყიდლებზე მოსიარულეებზე გამიზნული მარკეტინგი გულისხმობს ყურადღების გამახვილებას მარკეტინგის სრულ პროცესზე — პროდუქტისა და ბრენდის განვითარებიდან, ლოგისტიკის, რეკლამა-სტიმულირებისა და ვაჭრობის ჩათვლით, რომლის საბოლოო მიზანია დამთვალიერებლები მყიდველებად აქციოს.
Shopper marketing involves focusing the entire marketing process—from product and brand development to logistics, promotion, and merchandising—toward turning shoppers into buyers at the point of sale.
610147.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
რა თქმა უნდა, ყველა კარგად მოფიქრებული მარკეტინგული ინიციატივა მომხმარებელთა ყიდვის ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას.
Of course, every well-designed marketing effort focuses on customer buying behavior.
610148.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაგრამ საყიდლებზე მოსიარულეებზე ორიენტირებული მარკეტინგის ცნება ყველა ამ ინიციატივისა და წამოწყების უშუალოდ საყიდლებზე სიარულის პროცესთან კოორდინირებას გვავალდებულებს.
But the concept of shopper marketing suggests that these efforts should be coordinated around the shopping process itself.
610149.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
„მაღაზიიდან თუ დავიწყებთ და უკან წავალთ, საშუალება მოგვეცემა ისეთი ინტეგრირებული პროგრამა შევქმნათ, რომელიც მომხმარებლისათვის მისაღები იქნება“.
“By starting with the store and working backward, you design an integrated program that make sense to the consumer”.
610150.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მიუხედავად იმისა, რომ საცალო ვაჭრობა ძირითადად მაღაზიებში მიმდინარეობს, ამ ბოლო დროს მაღაზიის გარე საცალო ვაჭრობა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მაღაზიის შიდა საცალო ვაჭრობა.
Although most retailing is done in retail stores, in recent years nonstore retailing has been growing much faster than store retailing.
610151.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მაღაზიის გარე საცალო ვაჭრობა არის საბოლოო მყიდველისათვის საქონლის მიყიდვა ინტერნეტის, ფოსტის, კატალოგების, ტელეფონისა და სხვა პირდაპირი გაყიდვების მეთოდების გამოყენებით.
Nonstore retailing includes selling to final consumers via the Internet, direct mail, catalogs, the telephone, and other direct-selling approaches.
610152.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
პირდაპირი გაყიდვის ამგვარ მიდგომებს დეტალურად მე-17 თავში განვიხილავთ.
We discuss such direct-marketing approaches in detail in Chapter 17.
610153.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
ამ თავში კი მაღაზიაში განხორციელებულ საცალო ვაჭრობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
In this chapter, we focus on store retailing.
610154.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო მოვაჭრეთა ტიპები.
Types of Retailers.
610155.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
არსებობს ყველა ფორმისა და ზომის საცალო მაღაზია დაწყებული უბნის სილამაზის სალონით, საოჯახო რესტორნით, ქვეყნის მასშტაბის სპეციალიზებული საცალო სავაჭრო ქსელით, როგორებიცაა, ერ-ი-აი და უილიამს-სანომა და ფასდაკლებით ვაჭრობის მეგაქსელებით დამთავრებული, როგორებიცაა კოსტკო ან ვოლმარტი.
Retail stores come in all shapes and sizes—from your local hairstyling salon or family-owned restaurant to national specialty chains retailers such as REI or Williams-Sonoma to mega discounters such as Costco or Walmart.
610156.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპები მოცემულია ცხრილში 13.1.
The most important types of retail stores are described in Table 13.1.
610157.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მათი კლასიფიკაცია შესაძლებელია რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით, მათ შორის, მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურების ნაირსახეობებით, პროდუქტის სერიების რაოდენობით, მათი „სიღრმით და სიგრძით“ დაწესებული შედარებითი ფასებით და ორგანიზაციული სტრუქტურით.
They can be classified in terms of several characteristics, including the amount of service they offer, the breadth and depth of their product lines, the relative prices they charge, and how they are organized.
610158.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
მომსახურების მოცულობა.
Amount of Service.
610159.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
სხვადასხვა სახის მყიდველებსა და პროდუქტებს სხვადასხვაგვარი მომსახურება სჭირდება.
Different types of customers and products require different amounts of service.
610160.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. საცალო და საბითუმო ვაჭრობა
განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საცალო მოვაჭრეს მომსახურების სამი დონიდან ერთ-ერთის შეთავაზება შეუძლია: თვითმომსახურების, შეზღუდული მომსახურების და სრული მომსახურების.
To meet these varying service needs, retailers may offer one of three service levels: self-service, limited service, and full service.