მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611241.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მესამე, წარმოვადგინოთ არგუმენტის ერთი მხარე (პროდუქტის მხოლოდ ძლიერი მხარეები) თუ ორივე მხარე.
The third message structure issue is whether to present a one-sided argument (mentioning only the product’s strengths) or a two-sided argument.
611242.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
როგორც წესი, ცალმხრივი არგუმენტი უფრო ეფექტურია გაყიდვების პრეზენტაციისას – გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამსწრე აუდიტორიას საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია გააჩნია ან მზადაა მოუსმინოს საპირისპირო განცხადებებს, ან კიდევ, როდესაც კომუნიკატორს უწევს უარყოფითი ასოციაციის გადალახვა.
Usually, a one-sided argument is more effective in sales presentations—except when audiences are highly educated or likely to hear opposing claims or when the communicator has a negative association to overcome.
611243.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასეთი სულისკვეთებით, ჰაინცმა შემდეგი სახის შეტყობინება გაახმოვანა: „ჰაინცის კეტჩუპის გემო არც ისე კარგია“, ლისტერინმა კი ასეთი: „ლისტერინი დღეში ორჯერ — სულაც არ არის გემრიელი“.
In this spirit, Heinz ran the message “Heinz Ketchup is slow good,” and Listerine ran the message “Listerine tastes bad twice a day”.
611244.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მსგავს შემთხვევებში, ორმხრივ შეტყობინებებს შეუძლია მეტი დამაჯერებლობა შემატოს რეკლამას და მყიდველს მისცეს უფლება, გაუძლოს კონკურენტების დარტყმას.
In such cases, two-sided messages can enhance an advertiser’s credibility and make buyers more resistant to competitor attacks.
611245.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შეტყობინების ფორმატი.
Message Format.
611246.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტინგის სპეციალისტს შეტყობინებისათვის ძლიერი ფორმატი სჭირდება.
The marketing communicator also needs a strong format for the message.
611247.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ბეჭდური რეკლამის შემთხვევაში კომუნიკატორმა უნდა გადაწყვიტოს რა სათაური, ილუსტრაცია და ფერები აარჩიოს.
In a print ad, the communicator has to decide on the headline, copy, illustration, and colors.
611248.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ყურადღების მისაზიდად, შესაძლებელია სიახლეებისა და კონტრასტის გამოყენება.
To attract attention, advertisers can use novelty and contrast.
611249.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუ შეტყობინება განკუთვნილია რადიოსათვის, კომუნიკატორმა უნდა შეარჩიოს სიტყვები, ბგერები და ხმები.
If the message is to be carried over the radio, the communicator has to choose words, sounds, and voices.
611250.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საბანკო მომსახურების სარეკლამო განცხადების ხმა უნდა განსხვავდებოდეს იმ ხმისაგან, რომელსაც აიპოდისათვის იყენებენ.
The “sound” of an ad promoting banking services should be different from one promoting an iPod.
611251.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუ შეტყობინებას ტელევიზიით უშვებენ, ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს ემატება ჟესტიკულაცია, ე. წ. სხეულის ენა.
If the message is to be carried on television or in person, then all these elements plus body language must be planned.
611252.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რეკლამის წარმომდგენი პირები გეგმავენ თითოეულ დეტალს — სახის მიმიკას, ჟესტებს, ტანსაცმელს, დგომის მანერას, ვარცხნილობას.
Presenters plan every detail—facial expressions, gestures, dress, posture, and hairstyles.
611253.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუ შეტყობინება პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე წერია, ყურადღება უნდა მიექცეს ვიზუალურ მხარეს, სურნელს, ფერს, ზომასა და ფორმას.
If the message is carried on the product or its package, the communicator must watch texture, scent, color, size, and shape.
611254.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, მხოლოდ ფერი საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს ბრენდის შეტყობინების აღიარება.
For example, color alone can enhance message recognition for a brand.
611255.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ფერი ბრენდის აღიარებას 80%-ით ამაღლებს – გაიხსენეთ თარგეთი (წითელი), მაკდონალდსი (ყვითელი და წითელი), ჯონდიარი (მწვანე და ყვითელი), აი-ბი-ემი (ლურჯი) ან იუპი-ესი (ყავისფერი).
One study suggests that color increases brand recognition by up to 80 percent—think about Target (red), McDonald’s (yellow and red), John Deere (green and yellow), IBM (blue); or UPS (brown).
611256.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამდენად, ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის მომზადებისას, მარკეტოლოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფერს და სხვა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებს.
Thus, in designing effective marketing communications, marketers must consider color and other seemingly unimportant details carefully.
611257.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მედიასაშუალებების არჩევა.
Choosing Media.
611258.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კომუნიკატორმა უნდა შეარჩიოს კომუნიკაციის არხები.
The communicator must now select the channels of communication.
611259.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
არსებობს ორი ძირითადი არხი: პერსონალური და არაპერსონალური.
There are two broad types of communication channels: personal and nonpersonal.
611260.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პერსონალური კომუნიკაციის არხები.
Personal Communication Channels.