მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611181.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგის სამიზნე ბაზარი შესაძლოა საერთოდ არც კი იცნობდეს პროდუქტს, იცოდეს მისი მხოლოდ სახელი ან რამდენიმე ფაქტი მის შესახებ.
The marketing communicator’s target market may be totally unaware of the product, know only its name, or know only a few things about it.
611182.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, კიამ თავის ისტორიაში ყველაზე დიდი მარკეტინგული კამპანია გამოიყენა, რომელიც ემყარებოდა გასული წლის სუპერთასის გათამაშებას, რათა მომხმარებლისათვის გაეცნო მისი 2011 წლის სახეცვლილი მოდელი სორენტო.
For example, Kia used its biggest-ever marketing campaign—centered around last year’s Super Bowl—to introduce its redesigned 2011 Sorento CUV.
611183.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამ რეკლამებში სორენტოსის ხსენებაც კი არ ყოფილა, მაგრამ რეკლამა დასრულდა შემდეგი მოწოდებით: "გვიხილეთ ამერიკული ფეხბურთის ფინალის მესამე ტაიმში, კია — ჩვენ შეგვწევს ძალა გავაოცოთ ხალხი".
The teaser ads never showed or even mentioned the Sorento but closed by inviting viewers to “See us in the third quarter of the Big Game, Ka, The Power to Surprise”.
611184.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შემდეგ ახალი სორენტო სუპერთასის გათამაშებისას ერთწუთიან სრულ რეკლამაში გამოჩნდა.
The new Sorento was then unveiled in a full one-minute commercial aired during the Super Bowl.
611185.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რეკლამის ბოლოს შეგვახსენეს მანქანის დადებითი მხარეები — აშშ-ში აწყობა, ტექნოლოგია, საწვავის ეკონომიურობა, ფასები იწყება 29 000 დოლარიდან, ეს ყველაფერი შეფუთული იყო დევიზით – „განვერიდოთ მას, რასაც მოველით“.
The commercial ended with reviewing the benefits of the redesigned CUV—technology, built in the United States, fuel efficiency, prices starting at $29K—all wrapped up in the slogan “A departure from the expected”.
611186.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუ ჩავთვლით, რომ სამიზნე მომხმარებლებმა იციან პროდუქტის შესახებ, რა დამოკიდებულება უვითარდებათ?
Assuming that target consumers know about the product, how do they feel about it?
611187.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
როგორც კი დარწმუნდნენ, რომ პოტენციურმა მყიდველებმა ახალი მოდელის სორენტოს შესახებ ინფორმაცია მიიღეს, კიას მარკეტოლოგებმა მოინდომეს ახალი მოდელისადმი მყიდველის განწყობის კიდევ უფრო გამძაფრება.
Once potential buyers knew about the redesigned Sorento, Kia’s marketers wanted to move them through successively stronger stages of feelings toward the new model.
611188.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეს ეტაპები მოიცავს მოწონებას, დადებით დამოკიდებულებას, უპირატესობის მინიჭებას (სორენტოს მიმართ უპირატესობის გამოხატვას სხვა ბრენდებთან შედარებით), და რწმენას (იმის დაჯერებას, რომ სორენტო მათთვის საუკეთესო მანქანაა).
These stages include liking (feeling favorable about the CUV), preference (preferring the Sorento to other CUVs), and conviction (believing that the Sorento is the best vehicle for them).
611189.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კიას მარკეტოლოგებმა სარეკლამო კომპლექსის მექანიზმები დადებითი განწყობის შესაქმნელად გამოიყენეს.
Kia marketers used a combination of the promotion mix tools to create positive feelings and conviction.
611190.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თავდაპირველი რეკლამების მეშვეობით მოხერხდა მყიდველებში დადებითი შეგრძნების ჩამოყალიბება და ბრენდთან ემოციურად დაკავშირება.
The initial commercials helped build anticipation and an emotional brand connection.
611191.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ბეჭდური და ციფრული რეკლამები წარმოგვიდგენდა სორენტოს დიზაინსა და მახასიათებლებს.
Print and digital ads illustrated the Sorento’s design and features.
611192.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პრესრელიზები და სხვა პიარღონისძიებები საშუალებას იძლეოდა პროდუქტის გარშემო არ შეწყვეტილიყო მითქმა-მოთქმა.
Press releases and other PR activities helped keep the buzz going about the product.
611193.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინფორმაციით დატვირთული ვებგვერდი კი პოტენციურ მყიდველებს ატყობინებდა პროდუქტის ტექნიკურ დეტალებს, უსაფრთხოების რეიტინგებსა და ფასებს.
A packed Web site informed potential buyers about technical specifications, features and options, safety ratings, and prices.
611194.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დილერები მომხმარებელს აძლევდნენ ინფორმაციას სხვადასხვა სახის არჩევანზე, რამდენად უღირდათ ამ ფასად მისი შეძენა და ყიდვის შემდეგ რა მომსახურება ელოდათ.
Dealer salespeople told buyers about options, value for the price, and after-sale service.
611195.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დაბოლოს, სამიზნე ბაზრის ზოგიერთი წევრი შესაძლოა დარწმუნებულიყო პროდუქტის მიზანშეწონილობაში, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა მისი შეძენა.
Finally, some members of the target market might be convinced about the product but not quite get around to making the purchase.
611196.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სორენტოს პოტენციურ მყიდველებს შეიძლება დაეცადათ და უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ან გაცილებით ეკონომიურ ფასად შეეძინათ იგი.
Potential Sorento buyers might have decided to wait for more information or for the economy to improve.
611197.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კომუნიკატორის ვალია, მომხმარებელს მიაღებინოს ყიდვის გადაწყვეტილება.
The communicator must lead these consumers to take the final step.
611198.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
აქციები შესაძლოა მოიცავდეს სპეციალური ფასდაკლებების, პრემიებისა და შეღავათების შეთავაზებას.
Actions might include offering special promotional prices, rebates, or premiums.
611199.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დილერებს შეუძლიათ დარეკონ, დაწერონ ან ელფოსტით გაუგზავნონ შერჩეულ კლიენტებს ინფორმაცია და მოიწვიონ ისინი პროდუქციის სანახავად.
Dealers might call, write, or e-mail selected customers, inviting them to visit the showroom.
611200.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სორენტოს ვებგვერდი 25-დოლარიან სასაჩუქრე ბარათსაც კი სთავაზობს მათ, ვინც მოინდომებს უბრალოდ საცდელად ატაროს ავტომობილი ადგილობრივ სადილერო განყოფილების ტერიტორიაზე.
The Sorento Web site even offers a $25 gift card for simply signing up for a test drive at a local Kia dealership.