მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611361.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პირველი, კონკურენტთა ბიუჯეტები სფეროს საერთო სურათს წარმოადგენს.
First, competitors’ budgets represent the collective wisdom of the industry.
611362.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მეორე, კონკურენტების ერთნაირი დანახარჯები გვეხმარება თავიდან ავიცილოთ სარეკლამო ომები.
Second, spending what competitors spend helps prevent promotion wars.
611363.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთი არგუმენტი არ არის მისაღები.
Unfortunately, neither argument is valid.
611364.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ კონკურენციიდან გამომდინარე განისაზღვროს, რა თანხები უნდა დახარჯოს კომპანიამ რეკლამაზე.
There are no grounds for believing that the competition has a better idea of what a company should be spending on promotion.
611365.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კომპანიები ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებიან და თითოეულ მათგანს საკუთარი მარკეტინგული საჭიროებები გააჩნია.
Companies differ greatly, and each has its own special promotion needs.
611366.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დაბოლოს, არანაირი მტკიცებულება არ არის არც იმის შესახებ, რომ კონკურენტუნარიან პარიტეტზე დამყარებული ბიუჯეტები სარეკლამო ომს აგვაცილებენ თავიდან.
Finally, there is no evidence that budgets based on competitive parity prevent promotion wars.
611367.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მიზნისა და ამოცანის მეთოდი.
Objective-and-Task Method.
611368.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ბიუჯეტის ჩამოყალიბებისათვის ყველაზე ლოგიკური მიზნისა და ამოცანის ბიუჯეტირების მეთოდია, ამ მეთოდით ორგანიზაცია მარკეტინგული ბიუჯეტს იმის მიხედვით ადგენს, რისი მიღწევა სურს სტიმულირების სხვადასხვა საშუალებით.
The most logical budget-setting method is the objective-and-task method, whereby the company sets its promotion budget based on what it wants to accomplish with promotion.
611369.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეს ბიუჯეტის მეთოდი გულისხმობს კონკრეტული მარკეტინგული მიზნების განსაზღვრას, იმ ამოცანების განსაზღვრას, რომლებიც ამ მიზნების მისაღწევადაა საჭირო, ამ ამოცანების შესრულების ხარჯების პროგნოზს.
This budgeting method entails defining specific promotion objectives, determining the tasks needed to achieve these objectives, and estimating the costs of performing these tasks.
611370.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ყველა ამ ხარჯის ჯამი კი არის საბოლოო სარეკლამო ბიუჯეტი.
The sum of these costs is the proposed promotion budget.
611371.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მიზნისა და ამოცანის მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ იგი აიძულებს მენეჯმენტს, დაასახელოს, რა მოსაზრებები აქვს დახარჯული და რეკლამებით მიღებული თანხების შესახებ.
The advantage of the objective-and-task method is that it forces management to spell out its assumptions about the relationship between dollars spent and promotion results.
611372.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგრამ ამასთანავე, ეს ყველაზე რთული მეთოდია.
But it is also the most difficult method to use.
611373.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ხშირად, ძნელია იმის დადგენა, რომელი კონკრეტული ამოცანების მეშვეობით მოხერხდება მიზნების მიღწევა.
Often, it is hard to figure out which specific tasks will achieve the stated objectives.
611374.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სონის სურს, თავისი უახლესი ვიდეოკამერის,კომკორდერის 95%-იანი ცნობადობა მოიპოვოს ექვს თვეში.
For example, suppose Sony wants a 95 percent awareness for its latest camcorder model during the six-month introductory period.
611375.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რა განსაკუთრებული მეთოდები უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს?
What specific advertising messages and media schedules should Sony use to attain this objective?
611376.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სონის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს ეს კითხვები მიუხედავად იმისა, რომ მათზე პასუხის გაცემა რთულია.
Sony management must consider such questions, even though they are hard to answer.
611377.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ერთიანი საკომუნიკაციო კომპლექსის ჩამოყალიბება.
Shaping the Overall Promotion Mix.
611378.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის კონცეფციის თანახმად, კომპანიამ უნდა გააერთიანოს სტიმულირების საშუალებები და შექმნას კოორდინირებული მასტიმულირებელი კომპლექსი.
The concept of integrated marketing communications suggests that the company must blend the promotion tools carefully into a coordinated promotion mix.
611379.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგრამ როგორ გადაწყვეტს, რომელი საშუალებები გამოიყენოს?
But how does it determine what mix of promotion tools to use?
611380.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ერთ ინდუსტრიაში არსებული კომპანიები და ბრენდებიც კი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასტიმულირებელი კომპლექსების შედგენილობით.
Companies within the same industry differ greatly in the design of their promotion mixes.