მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611761.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
ჩვენ გვსურს, ხალხმა იცოდეს, რომ ყოველთვის, როდესაც პეპსის სვამენ, ისინი მხარს უჭერენ პროექტს პეპსი რეფრეში და იმ იდეებს, რომლებიც ამ ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.
We want people to be aware that every time you drink a Pepsi you are actually supporting the Pepsi Refresh Project and ideas that are going to move this country forward.
611762.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
ჩვენ შესაძლოა ასეთი რამ პირველებმა გავაკეთეთ, მაგრამ ნამდვილად არ ვიქნებით უკანასკნელები.
We may be the first to do something like this, but hopefully, we’re not the last.
611763.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მას შემდეგ, რაც ზოგადად განვიხილეთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვის პროცესი, ჩავუღრმავდებით მარკეტინგული კომუნიკაციის თითოეულ საშუალებას.
Now that we’ve looked at overall integrated marketing communications planning, we dig more deeply into the specific marketing communications tools.
611764.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამირება მოიცავს კომპანიის ან ბრენდის ფასეულობათა განაცხადის საზოგადოებისათვის მიწოდებას იმ მედიასაშუალებებით, რომლებსაც კომპანია შესაბამის ანაზღაურებას უხდის.
Advertising involves communicating the company’s or brand’s value proposition by using paid media.
611765.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობა მოიცავს კარგი ურთიერთობის მართვას კომპანიის გარშემო მყოფ სხვადასხვა ჯგუფთან – მომხმარებლებთან, მედიასთან, ინვესტორებთან, დონორებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან.
PR involves building good relations with various company publics—from consumers and the general public to the media, investors, donors, and government publics.
611766.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როგორც მარკეტინგული კომპლექსის ნებისმიერი მექანიზმის შემთხვევაში ხდება, რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთობლივად უნდა შეჯერდეს და ჩამოყალიბდეს საერთო ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის პროგრამის სახით.
As with all the promotion mix tools, advertising and PR must be blended into the overall integrated marketing communications program.
611767.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მე-16 -17 თავებში ჩვენ განვიხილავთ ინტეგრირებული კომუნიკაციის დანარჩენ ელემენტებს: პერსონალურ გაყიდვებს, გაყიდვების სტიმულირებასა და პირდაპირ მარკეტინგს.
In Chapters 16 and 17, we will discuss the remaining promotion mix tools: personal selling, sales promotion, and direct marketing.
611768.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
დავიწყოთ კითხვით: შეუძლია თუ არა რეკლამას გავლენის მოხდენა?
Let’s start with the question: Does advertising really make a difference?
611769.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაიკროსოფტი და ეფლი ნამდვილად ასე ფიქრობენ.
Microsoft and Apple certainly must think so.
611770.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
თითოეული მათგანი წელიწადში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს მასზე.
Each spends more than a half billion dollars a year on it.
611771.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
აქ განვიხილავთ კომპიუტერების მწარმოებელ ორ გიგანტ კომპანიას შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონკურენციის ბრძოლის საკითხებს.
Here, we examine the long-running advertising battle between the two computer industry giants.
611772.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
კითხვისას დაფიქრდით, რა გავლენას ახდენს რეკლამა თითოეული ბრენდის წარმატებაზე.
As you read, think about the impact of advertising on each brand’s fortunes.
611773.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაიკროსოფტი და ეფლი: ქმნის თუ არა მარკეტინგული რეკლამა არსებით სხვაობას?
Microsoft vs. Apple: Does Advertising Really Make a Difference?
611774.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
2006 წელს ეფლმა წამოიწყო ამჟამად უკვე ცნობილი სარეკლამო კამპანია შეიძინე მაკი, რომელშიც ორი მოქმედი პირი მონაწილეობდა — მაკი და პი-სი.
In 2006, Apple launched its now-famous “Get a Mac” ad campaign, featuring two characters—“Mac” and “PC”.
611775.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რეკლამებში მაკი წარმოდგენილი იყო, როგორც ახალგაზრდა, ახოვანი, მხიარული ბიჭი კაპიუშონიან მოსაცმელში, ხოლო პი-სი - ჩამორჩენილი, ჩამოუყალიბებელი, შუახნის მამაკაცი ჩაჩაჩული შარვლით, ყავისფერი სპორტული ქურთუკითა და უგემოვნო სათვალით.
The ads portrayed Mac as a young, hip, laid-back guy in a hoodie, whereas PC was a stodgy, befuddled, error-prone, middle-aged nerd in baggie khakis, a brown sport coat, and unfashionable glasses.
611776.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე და მოქნილი მაკი ყოველთვის სჯობდა ძველ და მოუქნელ პი-სის.
Not surprisingly, adroit and modern Mac always got the best of outdated and inflexible PC.
611777.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
წლების განმავლობაში ეფლი მაკი პი-სის წინააღმდეგ სარეკლამო განცხადებებით გაუთავებელ შეტევას აწარმოებდა, რითაც საგრძნობ დარტყმას აყენებდა ვინდოუსის საოპერაციო სისტემაზე მომუშავე კომპიუტერებსა და მათ მფლობელებს.
Over the years, Apple unleashed a nonstop barrage of Mac vs. PC ads that bashed Windows-based machines—and their owners.
611778.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
კამპანიამ „შეიძინე მაკი“ შედეგები გამოიღო.
The “Get a Mac” campaign produced results.
611779.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როდესაც ის დაიწყო, მაკს აშშ-ის კომპიუტერების ბაზრის მხოლოდ 2-3%-იანი წილი ეკავა.
When the campaign began, Mac held only a 2–3 per cent share of the U.S. computer market.
611780.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ორ წელზე ნაკლებ პერიოდში წილმა 6-8%-ს მიაღწია და კვლავ განაგრძობს ზრდას.
Less than two years later, its share had more than doubled to 6–8 per cent and growing.