მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611821.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მე ვარ პი-სის სარეკლამო კამპანიის წყალობით, მაიკროსოფტი უკვე ეფლთან თანაბარ ან კიდევ უკეთეს პოზიციებზეა.
Thanks to the “I’m a PC” campaign, Microsoft has now put itself on equal advertising footing with Apple—perhaps better footing.
611822.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ორივე კომპანიის შესახებ დღეს მომხმარებლებს თითქმის ერთნაირი წარმოდგენა აქვთ.
Consumer value perceptions for both are now running pretty much neck and neck.
611823.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მაიკროსოფტის ერთ-ერთი მუშაკი აცხადებს: „ამაზე მეტი სიამაყე მაიკროსოფტში არ მიგრძნია."
“I’ve never seen more pride at Microsoft,” says one Microsoft employee.
611824.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
დადიხარ და ხედავ, რომ ლეპტოპზე ყველას დაკრული აქვს წარწერა — მე ვარ პი-სი.
“You walk through the campus, and you see people’s laptops that have ‘I’m a PC’ stickers on them.
611825.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
შევდივარ მაღაზიაში და ვხედავ უზარმაზარ პლაკატს — მე ვარ პი-სი, აგრეთვე მაისურებს, ყელსახვევებსა და ჭიქებს.
I walk into the company store, and there are huge banners that say ‘I’m a PC’ and shirts and ties and mugs.
611826.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
კრისპინს რეილი უკვე ორ ლეპტოპს ფლობს და გაოცებულია მისი სააგენტოს მიერ მიღებული ეფექტით.
Crispin’s Reilly now owns not one but two PC laptops and is thrilled with the impact of his agency’s efforts.
611827.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
იგი აცხადებს: „ახლა უკვე თვითმფრინავში პერსონალური კომპიუტერის ამოღების აღარ გრცხვენია.
“You are not so embarrassed to take your PC out of the bag on a plane anymore,” he says.
611828.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მე ვიცი, რომ ეს კამპანია წარმატებულია.
I know this campaign is working.
611829.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როგორც წინა თავში განვიხილეთ, კომპანიებმა იმაზე მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე, უბრალოდ, მომხმარებლისთვის ფასეულობის შექმნაა.
As we discussed in the previous chapter, companies must do more than simply create customer value.
611830.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მათ ეს ფასეულობა ასევე მკაფიოდ და დამაჯერებლად უნდა მიაწოდონ სამიზნე მომხმარებელს.
They must also clearly and persuasively communicate that value to target customers.
611831.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
წინამდებარე თავში უფრო დაკვირვებით ჩავეძიებით მარკეტინგული კომუნიკაციის ორ მექანიზმს: რეკლამირებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას.
In this chapter, we take a closer look at two marketing communications tools: advertising and public relations.
611832.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნივთმტკიცებები, რომლებიც მიანიშნებდა სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეთავაზების რეკლამირების შესახებ.
Archaeologists working in countries around the Mediterranean Sea have dug up signs announcing various events and offers.
611833.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რომაელები ქმნიდნენ კედლის ნახატებს, რათა ხალხისთვის ეუწყებინათ გლადიატორთა ბრძოლებზე, ფინიკიელები კი, საზეიმო თავშეყრის ადგილებში, უზარმაზარ ქვებზე ხატავდნენ სურათებს საკუთარი ნაწარმის სტიმულირების მიზნით.
The Romans painted walls to announce gladiator fights, and the Phoenicians painted pictures on large rocks to promote their wares along parade routes.
611834.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ოქროს ხანაში საბერძნეთის ქალაქებში ცხადდებოდა ინფორმაცია ნახირის, ხელნაკეთი ნივთებისა და კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვის შესახებაც კი.
During the golden age in Greece, town criers announced the sale of cattle, crafted items, and even cosmetics.
611835.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
პირველი რეკლამა, რომელიც სიმღერით მიეწოდებოდა მომხმარებელს, ასეთი იყო.
An early “singing commercial” went as follows.
611836.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
რა თქმა უნდა, თანამედროვე რეკლამა სრულიად განსხვავდება ამ ადრეული მცდელობებისგან.
Modern advertising, however, is a far cry from these early efforts.
611837.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამჟამად რეკლამაზე აშშ-ში ყოველწლიურად 148 მილიარდ დოლარს ხარჯავენ.
U.S. advertisers now run up an estimated annual bill of more than $148 billion on measured advertising media.
611838.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მსოფლიოში კი დაახლოებით 450 მილიარდი დოლარი იხარჯება.
Worldwide ad spending exceeds an estimated $450 billion.
611839.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
პროქტერ & გემბელმა, მსოფლიოში რეკლამის უდიდესმა გამომყენებელმა, ერთ წელიწადში აშშ-ში სარეკლამოდ 4.2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით — 9.7 მილიარდი.
P&G, the world’s largest advertiser, last year spent $4.2 billion on U.S. advertising and $9.7 billion worldwide.
611840.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მიუხედავად იმისა, რომ რეკლამას ძირითადად კომერციული ფირმები იყენებენ, მას თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისთვის აქტიურად მიმართავენ არაკომერციული ორგანიზაციები, პროფესიული და სოციალური სააგენტოები.
Although advertising is used mostly by business firms, a wide range of not-for-profit organizations, professionals, and social agencies.