მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613561.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
სელა ფაიერის კლიენტების რიცხვი სულ უფრო იზრდება და ისეთ კომპანიებს მოიცავს, როგორიცაა: დომინოს პიზა, თი.ჯი.აი ფრაიდეისი, სიერასი, კროგერი, ჰარდის, კიმბერლი კლარკსი, ვერიზონი, ენთერფრაიზ რენთ-ე-ქარი.
Cellfire’s growing list of clients ranges from Domino’s Pizza, T.G.I. Friday’s, Sears, Kroger, and Hardee’s to Kimberly-Clark, Verizon, and Enterprise RentA-Car.
613562.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
სელა ფაიერი მომხმარებლების მობილურ ტელეფონებზე სხვადასხვა სახის ციფრულ კუპონებს აგზავნის.
Cellfire sends an ever-changing assortment of digital coupons to users’ cell phones.
613563.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
მომხმარებელმა ამ კუპონების გამოსაყენებლად, უბრალოდ, უნდა გამოიძახოს მობილურში შენახული სია, მონიშნოს ის კუპონი, რომელიც სურს, დააჭიროს ღილაკს „გამოიყენე ახლა“ და უჩვენოს ციფრული კუპონი მოლარეს.
To use the coupons, users simply call up the stored coupon list, navigate to the coupon they want, press the “Use Now” button, and show the digital coupon to the store cashier.
613564.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
სელა ფაიერის მეშვეობით გავრცელებული კუპონები უაღრესად სასარგებლოა როგორც კლიენტებისთვის, ისე მარკეტოლოგებისათვის.
Coupons distributed through Cellfire offer distinct advantages to both consumers and marketers.
613565.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
მომხმარებლებს აღარ უწევთ მოიძიონ და მიაკრან ქაღალდის კუპონები ან ამობეჭდონ ისინი ინტერნეტიდან და საყიდლებზე სიარულისას თან ატარონ.
Consumers don’t have to find and clip paper coupons or print out Web coupons and bring them along when they shop.
613566.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
მარკეტოლოგებისათვის მობილური კუპონები არაჩვეულებრივი საშუალებაა უფრო მიზანმიმართულად დაგეგმონ ყველაფერი და მინიმუმამდე დაიყვანონ ქაღალდის კუპონების ბეჭდვისა და დარიგების ხარჯები.
For marketers, mobile coupons allow more careful targeting and eliminate the costs of printing and distributing paper coupons.
613567.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
გამოსყიდვის განაკვეთებიც საოცარია – 20% მაშინ, როდესაც 1%-ზე ნაკლებია ქაღალდის კუპონების შემთხვევაში.
The redemption rates can be dazzling—as high as 20 percent—whereas the industry average paper response is less than 1 percent.
613568.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, თუ მობილურ კუპონებს სწორად გამოიყენებთ, ისინი შედარებით ნაკლები დაჯდება და თანაც უფრო ეფექტური იქნება.
Thus, when properly used, mobile coupons can both cost less and be more immediate and effective.
613569.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც ციფრულ კუპონებზეა საუბარი, მარკეტოლოგები ეთანხმებიან ჯამბა ჯუსის ერთ-ერთი კლიენტის კომენტარს: „უბრალოდ, მაგარია!“.
When it comes to digital couponing, marketers are increasingly echoing the sentiments of Jamba Juice customer: “It’s cool”!
613570.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
წინამდებარე თავი მესამეა ოთხი თავიდან, რომელიც მარკეტინგული კომპლექსის ბოლო ელემენტს - სტიმულირებას ეხება.
This chapter is the third of four chapters covering the final marketing mix element—promotion.
613571.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
წინა ორ თავში განხილულია საერთო ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია, რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
The previous two chapters dealt with overall integrated marketing communications and with advertising and public relations.
613572.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პერსონალური გაყიდვები კომუნიკაციის კომპლექსის ინტერპერსონალური მიმართულებაა.
Personal selling is the interpersonal arm of the communications mix.
613573.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების სტიმულირება შედგება მოკლევადიანი სტიმულებისაგან შესყიდვების, პროდუქტის ან მოსახურების გაყიდვის წასახალისებლად.
Sales promotion consists of short-term incentives to encourage the purchase or sale of a product or service.
613574.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 1 განიხილეთ კომპანიის გაყიდვების პერსონალის როლი კლიენტებისათვის ფასეულობის შექმნაში და მათთან ურთიერთობის წარმოებაში.
Objective 1 Discuss the role of a company’s salespeople in creating value for customers and building customer relationships.
613575.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიათა უმეტესობა გაყიდვების პერსონალს იყენებს.
Most companies use salespeople.
613576.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მრავალი კომპანია მათ უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს მარკეტინგულ კომპლექსში.
Many companies assign them an important role in the marketing mix.
613577.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ისეთ კომპანიებში, რომლებიც ბიზნესპროდუქციას ყიდიან, გაყიდვების პერსონალი პირდაპირ კლიენტებთან მუშაობს.
For companies selling business products, the firm’s sales force works directly with customers.
613578.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ხშირად გაყიდვების პერსონალი მომხმარებლის ერთადერთი პირდაპირი საკონტაქტო პირია კომპანიასთან და, შესაბამისად, მას კლიენტები კომპანიის წარმომადგენლად მიიჩნევენ.
Often, the sales force is the customer’s only direct contact with the company and therefore may be viewed by customers as representing the company itself.
613579.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მეორე მხრივ, სამომხმარებლო საქონლის კომპანიებში, რომლებიც გაყიდვას შუამავლების მეშვეობით აწარმოებენ, მომხმარებელი, როგორც წესი, გაყიდვების მუშაკს არ ხვდება და არც კი იცის მის შესახებ.
In contrast, for consumer-product companies that sell through intermediaries, consumers usually do not meet salespeople or even know about them.
613580.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების პერსონალი საქმეს აკეთებს კულისებს მიღმა, ურთიერთობს საცალო მოვაჭრეებთან მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და დახმარების აღმოსაჩენად – უფრო ეფექტურად აწარმოონ ფირმის პროდუქციის გაყიდვა.
The sales force works behind the scenes, dealing with wholesalers and retailers to obtain their support and help them become more effective in selling the firm’s products.