მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
როგორც მარკეტინგული კომპლექსის ნაწილი, გაყიდვების პერსონალი ძალიან ეფექტურად ახერხებს მარკეტინგული მიზნების მიღწევას და ისეთი საქმიანობის წარმოებას, როგორიცაა: პერსპექტიული კლიენტების დადგენა, კომუნიკაცია, გაყიდვა, მომსახურება და ინფორმაციის მოგროვება.
As an element of the promotion mix, the sales force is very effective in achieving certain marketing objectives and carrying out such activities as prospecting, communicating, selling and servicing, and information gathering.
613582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მაგრამ ვინაიდან კომპანიები სულ უფრო მეტად ხდებიან ბაზარზე ორიენტირებულები, მომხმარებელზე ორიენტირებული გაყიდვების პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს კლიენტი და კომპანიას მოგება მოუტანოს.
But with companies becoming more market-oriented, a customer-focused sales force also works to produce both customer satisfaction and company profit.
613583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების პერსონალი კლიენტებთან მომგებიანი ურთიერთობის წარმოებაში ძირითად როლს თამაშობს.
The sales force plays a key role in developing and managing profitable customer relationships.
613584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 2 დაადგინეთ და ახსენით ექვსი მთავარი ეტაპი გაყიდვების პერსონალის მართვასთან დაკავშირებით.
Objective 2 Identify and explain the six major sales force management steps.
613585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების პერსონალის მაღალი ხარჯები საჭიროებს გაყიდვების მართვის ეფექტურ პროცესს, რომელიც შედგება ექვსი ეტაპისაგან: გაყიდვების მუშაკების სტრატეგიისა და სტრუქტურის შექმნა, დაქირავება და შერჩევა, გადამზადება, კომპენსაციის გადახდა, ზედამხედველობა და შეფასება .
High sales force costs necessitate an effective sales management process consisting of six steps: designing sales force strategy and structure, recruiting and selecting, training, compensating, supervising, and evaluating.
613586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების მუშაკების გუნდის შექმნის ეტაპზე, გაყიდვების მენეჯმენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ საკითხებს: ყველაზე მეტად როგორი სტრუქტურა იმუშავებს (ტერიტორიული, პროდუქტის, მომხმარებლის თუ კომპლექსური), პერსონალის რა რაოდენობა უნდა იყოს, ვინ იქნება ჩართული გაყიდვის პროცესში და როგორ იმუშავებს ერთად სხვადასხვა მუშაკი (გარე და შიდა პერსონალი და გუნდები).
In designing a sales force, sales management must address various issues, including what type of sales force structure will work best (territorial, product, customer, or complex structure), how large the sales force should be, who will be involved in the selling effort, and how its various salespeople and sales-support people will work together (inside or outside sales forces and team selling).
613587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მაღალი ხარჯების შემცირების მიზნით გაყიდვების პერსონალი დაკვირვებით და ფრთხილად უნდა შეირჩეს.
To hold down the high costs of hiring the wrong people, salespeople must be recruited and selected carefully.
613588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების პერსონალის დაქირავებისას კომპანიამ შესაძლოა ჩაიხედოს ყველაზე წარმატებული გაყიდვების მუშაკების სამსახურებრივი მოვალეობების აღწერილობაში, მახასიათებლებში და შემდეგ წაუყენოს მის გაყიდვების მუშაკებს საჭირო მოთხოვნები.
In recruiting salespeople, a company may look to the job duties and the characteristics of its most successful salespeople to suggest the traits it wants in its salespeople.
613589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამის შემდეგ არსებული გაყიდვების პერსონალის, დასაქმების სააგენტოების, კონკრეტული სარეკლამო განცხადებებით, ინტერნეტით და უნივერსიტეტების დასაქმების ცენტრების რეკომენდაციით უნდა ეძებოს შესაბამისი მუშაკები.
It must then look for applicants through recommendations of current salespeople, employment agencies, classified ads, the Internet, and college recruitment/placement centres.
613590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შერჩევის პროცესში ეს პროცედურა შესაძლოა მოიცავდეს ერთ არაოფიციალურ გასაუბრებას ან ხანგრძლივი ტესტირებასა და გასაუბრებას.
In the selection process, the procedure may vary from a single informal interview to lengthy testing and interviewing.
613591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შესარჩევი პროცესის დასრულების შემდეგ სასწავლო პროგრამებით გაყიდვების ახალი მუშაკები არა მარტო გაყიდვების ხელოვნებას, არამედ კომპანიის ისტორიას, მის პროდუქციასა და პოლიტიკას, ბაზრისა და კონკურენტების დამახასიათებელ თვისებებს ეცნობიან.
After the selection process is complete, training programs familiarize new salespeople not only with the art of selling but also with the company’s history, its products and policies, and the characteristics of its market and competitors.
613592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების მუშაკების საკომპენსაციო სისტემა გაყიდვების მუშაკების მოტივირების, შესრულებული სამუშაოსთვის წახალისების და მათი ხელმძღვანელობის საშუალებას იძლევა.
The sales force compensation system helps to reward, motivate, and direct salespeople.
613593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპენსაციის გადახდისას კომპანიები ცდილობენ, იქონიონ საკმაოდ მიმზიდველი გეგმა, რაც ხშირად მსგავსი უნარებისა და ცოდნის მქონე მუშაკის არსებული განაკვეთის ტოლფასია.
In compensating salespeople, companies try to have an appealing plan, usually close to the going rate for the type of sales job and needed skills.
613594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპენსაციასთან ერთად, ყველა გაყიდვების მუშაკს სჭირდება შესაბამისი ზედამხედველობა და მუდმივი გამხნევება, ვინაიდან ისინი მრავალი გადაწყვეტილების მიღებისა თუ იმედგაცრუების წინაშე დგანან.
In addition to compensation, all salespeople need supervision, and many need continuous encouragement because they must make many decisions and face many frustrations.
613595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პერიოდულად კომპანიამ უნდა შეაფასოს მათ მიერ შესრულებული საქმიანობა, რათა დაეხმაროს კიდევ უფრო გააუმჯობესონ ხარისხი.
Periodically, the company must evaluate their performance to help them do a better job.
613596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების მუშაკების შეფასებისას კომპანია ეყრდნობა გაყიდვების ანგარიშების რეგულარული ინფორმაციის მიღებას, პირად დაკვირვებებს, მომხმარებელთა წერილებსა და პრეტენზიებს, კვლევებს და სხვა გაყიდვების მუშაკებთან საუბრებს.
In evaluating salespeople, the company relies on getting regular information gathered through sales reports, personal observations, customers’ letters and complaints, customer surveys, and conversations with other salespeople.
613597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 3 განიხილეთ პერსონალურ გაყიდვების პროცესი და განასხვავეთ ერთმანეთისაგან ოპერაციებზე ორიენტირებულ მარკეტინგი და ურთიერთობითი მარკეტინგი.
Objective 3 Discuss the personal selling process, distinguishing between transaction-oriented marketing and relationship marketing.
613598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გაყიდვების წარმოების ხელოვნება გაყიდვების შვიდეტაპიან პროცესს მოიცავს.
The art of selling involves a seven-step selling process.
613599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ეს ეტაპები მარკეტოლოგებს ეხმარება, დაასრულონ კონკრეტული გაყიდვები და, ძირითადად ორიენტირებულია საკონტრაქტო ოპერაციებზე.
These steps help marketers close a specific sale and, as such, are transaction-oriented.
613600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თუმცა გამყიდველის ურთიერთობა კლიენტებთან ურთიერთობითი მარკეტინგის უფრო ვრცელი კონცეფციით უნდა იყოს ნაკარნახევი.
However, a seller’s dealings with customers should be guided by the larger concept of relationship marketing.