მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613501.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მარკეტოლოგებმა აქტიურად უნდა იმუშაონ, რომ განსაზღვრონ, როგორი ამონაგები ექნებათ გაყიდვების სტიმულირებიდან, ზუსტად ისევე, როგორც ამას მარკეტინგული ღონისძიებების შემთხვევაში აკეთებენ.
Yet marketers should work to measure the returns on their sales promotion investments, just as they should seek to assess the returns on other marketing activities.
613502.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
შეფასების ყველაზე გავრცელებული მეთოდია სტიმულირებამდე, მის დროს და შემდეგ გაყიდვების ოდენობის შედარება.
The most common evaluation method is to compare sales before, during, and after a promotion.
613503.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მარკეტოლოგებმა უნდა დასვან კითხვები: მიიზიდა თუ არა ამ რეკლამამ ახალი კლიენტები, ან გამოიწვია თუ არა არსებული კლიენტების მხრიდან პროდუქციის მეტი რაოდენობით ყიდვა?
Marketers should ask: Did the promotion attract new customers or more purchasing from current customers?
613504.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
შეგვიძლია დავეყრდნოთ ამ ახალ კლიენტებსა და შესყიდვებს?
Can we hold onto these new customers and purchases?
613505.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაამართლებს სტიმულირების შედეგად მოზიდულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობები და მიიღებს კომპანია გაყიდვებიდან მეტ შემოსავალს?
Will the long-run customer relationship and sales gains from the promotion justify its costs?
613506.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების სტიმულირება აშკარად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო მარკეტინგულ კომპლექსში.
Clearly, sales promotion plays an important role in the total promotion mix.
613507.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მის კარგად გამოსაყენებლად, მარკეტოლოგებმა უნდა განსაზღვრონ გაყიდვების სტიმულირების პროგრამა, განახორციელონ იგი და შეაფასონ შედეგები.
To use it well, the marketer must define the sales promotion objectives, select the best tools, design the sales promotion program, implement the program, and evaluate the results.
613508.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გარდა ამისა, დაკვირვებით უნდა მოხდეს გაყიდვების ხელშეწყობის კოორდინირება სხვა ელემენტებთან საერთო ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის პროგრამაში.
Moreover, sales promotion must be coordinated carefully with other promotion mix elements within the overall IMC program.
613509.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
გაყიდვების მუშაკების როლი და კომპანია მთლიანობაში: კლიენტი უწინარეს ყოვლისა.
The Role of the Sales Force— and the Entire Company: Putting Customers First.
613510.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც ვინმე გეუბნებათ „გამყიდველი“, რა გახსენდებათ?
When someone says “salesperson,” what image comes to mind?
613511.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღესდღეობით მრავალი კომპანიისათვის პერსონალური გაყიდვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიენტებთან მომგებიანი ურთიერთობის წარმოების თვალსაზრისით.
Today, for most companies, personal selling plays an important role in building profitable customer relationships.
613512.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
შესაბამისად, ეს ურთიერთობები ბევრწილად განსაზღვრავს კომპანიის საერთო წარმატებას.
In turn, those relationships contribute greatly to overall company success.
613513.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
აბა, ვკითხოთ ქსეროქსის აღმასრულებელს ენი მულკაჰის, რომელიც ახლახან გავიდა პენსიაზე და ამჟამად დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარეა.
Just ask Anne Mulcahy, recently retired CEO and current chairman of the board at Xerox.
613514.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
მან 2001 წლის დასაწყისში გაკოტრების პირას მყოფი კომპანიის სადავეები გადაიბარა და წარმატებულ, თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ მომსახურების საწარმოდ გადააქცია.
She took the reins of the then-nearly-bankrupt copier company in early 2001 and transformed it into a successful, modern-day, digital technology and services enterprise.
613515.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
შესაბამისად, მულკაჰიმ დიდი ქება დაიმსახურა ანალიტიკოსების, ინვესტორებისა და სხვა პირებისაგან, როგორც ქსეროქსის ტრანსფორმაციის ლიდერმა.
Mulcahy has received much praise from analysts, investors, and others as a transformative leader at Xerox.
613516.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
2007 წელს ჟურნალმა ფორჩუნმა იგი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერ ქალად დაასახელა.
In 2007, Fortune magazine named her the second-most-powerful woman in business.
613517.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
2008 წელს გახდა პირველი ქალი აღმასრულებელი, რომელიც მისმა თანამშრომლებმა ჟურნალ ჩიფ ეგზექუთივის წლის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიეს.
In 2008, she became the first female CEO selected by her peers as Chief Executive magazine’s Chief Executive of the Year.
613518.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
მულკაჰის წარმატების საწინდარი გამოცდილება და ის უნარებია, რომლებიც გაყიდვების სფეროში მუშაობისას შეითვისა.
But the roots of Mulcahy’s success go back to the lessons she learned and the skills she honed in sales.
613519.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
ინგლისური ენისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა თავისი კარიერა 1976 წელს ბოსტონში დაიწყო, როგორც ქსეროქსის გაყიდვების წარმომადგენელმა.
The one-time undergraduate English and journalism major began her career in 1976 as a Xerox sales rep in Boston.
613520.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მარკეტინგი პრაქტიკაში
ახალ ინგლისში (აშშ) მომხმარებლის კარზე პირველად დაკაკუნების დღიდან 25 წლის შემდეგ ქსეროქსის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
Then, 25 years after first knocking on customer doors in New England, she was appointed CEO of Xerox.