მოიძებნა 668045 ჩანაწერი
615061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ორი ან მეტი ნიშის განვითარებით, კომპანია ზრდის საკუთარი გადარჩენის შანსებს.
By developing two or more niches, a company increases its chances for survival.
615062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ზოგიერთ დიდ ფირმასაც კი ურჩევნია მრავალი ნიშის სტრატეგიის გამოყენება, მთლიანი ბაზრის მომსახურება.
Even some large firms prefer a multiple niche strategy to serving the total market.
615063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მაგალითად, როგორც მე-7 თავშია მოცემული, ტანსაცმლის მწარმოებელი ვი-ეფ ქორფორეიშენი აწარმოებს 30-ზე მეტი ბრენდის რეკლამას სანიშნე ბაზრებზე, რომლებშიც შედის ჯინსები, სპორტული, თანამედროვე გამოსასვლელი თუ სამუშაო ტანსაცმელი.
For example, as discussed in Chapter 7, apparel maker VF Corporation markets more than 30 lifestyle brands in niche markets ranging from jeanswear, sportswear, and contemporary styles to outdoor gear and imagewear (workwear).
615064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ვი-ეფის ვენსის განყოფილება აწარმოებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს სერფინგის, მოციგურავეებისა და სნოუბორდისტებისათვის.
For example, VF’s Vans unit creates footwear, apparel, and accessories for skate-, surf-, and snowboarders.
615065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მისი ბრენდი ფორ ოლ მენქაინდი ქმნის უმაღლესი ხარისხის ჯინსებს და აქსესუარებს, რომლებიც იყიდება ბუტიკებსა და ძვირიან მაღაზიებში.
It's for All Mankind brand offers premium denim and accessories sold in boutiques and high-end department stores.
615066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ეს ყველაფერი ერთად ვი-ეფს 7.6 მილიარდდოლარიან ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიად აქცევს.
Together, these separate niche brands combined to make VF a $7.6 billion apparel powerhouse.
615067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მყიდველებზე და კონკურენტებზე ორიენტირებული ქმედებების დაბალანსება.
Balancing Customer and Competitor Orientations.
615068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახისაა კომპანია – ბაზრის ლიდერი, გამომწვევი, მიმდევარი თუ ნიშაზე მომუშავე, მან დაკვირვებით უნდა ადევნოს თვალყური კონკურენტებს და შეარჩიოს კონკურენტუნარიანი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ყველაზე ეფექტურად მოახდინოს პოზიციონირება.
Whether a company is the market leader, challenger, follower, or nicher, it must watch its competitors closely and find the competitive marketing strategy that positions it most effectively.
615069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
გარდა ამისა, მან თავისი სტრატეგიებით მუდმივად უნდა შეძლოს ადაპტირება სწრაფად ცვალებად კონკურენტუნარიან გარემოში.
And it must continually adapt its strategies to the fast-changing competitive environment.
615070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
შესაბამისად, ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა კომპანიას დახარჯოს ძალიან დიდი დრო და ენერგია კონკურენტების დევნაში და ამით დააზარალოს მყიდველებზე ორიენტირება?
This question now arises: Can the company spend too much time and energy tracking competitors, damaging its customer orientation?
615071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კომპანიამ შესაძლოა იმდენად გადაიტანოს ყურადღება კონკურენტებზე, რომ მხედველობიდან გამორჩეს კლიენტებთან მომგებიანი ურთიერთობების წარმოება.
A company can become so competitor centered that it loses its even more important focus on maintaining profitable customer relationships.
615072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კონკურენტებზე ორიენტირებულია ის კომპანია, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს კონკურენტების საქმიანობისა და საბაზრო წილის თვალყურის დევნებას ანდომებს, ცდილობს ისეთი სტრატეგიები შეიმუშაოს, რომლებიც მათ შეეწინააღმდეგება.
A competitor-centered company is one that spends most of its time tracking competitors’ moves and market shares and trying to find strategies to counter them.
615073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ამ მიდგომას გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
This approach has some pluses and minuses.
615074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
დადებითი მხარეა, რომ კომპანია მებრძოლის ფუნქციას ავითარებს, აკონტროლებს რა სუსტი მხარეები გააჩნია მის პოზიციას და, ასევე, ავლენს კონკურენტის სისუსტეებს.
On the positive side, the company develops a fighter orientation, watches for weaknesses in its own position, and searches out competitors’ weaknesses.
615075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
იმის მაგივრად, რომ კლიენტებთან ურთიერთობის საკუთარი სტრატეგია აწარმოოს, იგი მოქმედებს კონკურენტების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად.
Rather than carrying out its own customer relationship strategy, it bases its own moves on competitors’ moves.
615076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ამას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ ინოვაციებისა და სიახლეების ძიების მაგივრად გაფართოვდეს სფეროს საქმიანობა ან იმავე ტიპის მუშაობა კლიენტებისათვის მეტი ფასეულობის შექმნის მიზნით.
As a result, it may end up simply matching or extending industry practices rather than seeking innovative new ways to create more value for customers.
615077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მყიდველებზე ორიენტირებული კომპანია საკუთარი სტრატეგიის შექმნის დროს უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს მომხმარებელთა განვითარებაზე.
A customer-centered company, by contrast, focuses more on customer developments in designing its strategies.
615078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ასეთი ტიპის კომპანიას აშკარად უკეთ შეუძლია ახალი მიმართულებების დადგენა და აზრიანი, გრძელვადიანი სტრატეგიების დასახვა.
Clearly, the customer-centered company is in a better position to identify new opportunities and set long-run strategies that make sense.
615079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მომხმარებელთა ცვალებადი საჭიროებების თვალყურის დევნებით შეუძლია დაადგინოს შესაბამისი ჯგუფები და მათი ახალ-ახალი საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანია.
By watching customer needs evolve, it can decide what customer groups and what emerging needs are the most important to serve.
615080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
შემდეგ კი საკუთარი რესურსები მიმართოს სამიზნე მომხმარებელთა უმაღლესი დონის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფისაკენ.
Then it can concentrate its resources on delivering superior value to target customers.