მოიძებნა 669200 ჩანაწერი
630061.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
პროექტის ფარგლებში საკონკურსო საფუძველზე გაიცემა წილობრივი გრანტები დამხმარე საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განსახორციელებლად, რათა შესაძლებელი გახდეს და გაიზარდოს სოფლის მოსახლეობის ინვესტირებანი და ჩართულობა ფერმერულ და არაფერმერულ საქმიანობაში.
The Project shall award competitive contributory grants for investments in public supportive infrastructure to enable and enhance rural population investments and activities in on- and off-farm related business.
630062.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
ყველა შემთხვევაში დემონსტრირებული უნდა იყოს შემოთავაზებული სამეწარმეო წამოწყების კომერციული რენტაბელურობა, რისი აუცილებელი ნაწილიცაა ინფრასტრუქტურის დარგში ინვესტირება.
All cases will have to demonstrate the commercial viability of the proposed venture, of which, the infrastructure investment is a necessary part.
630063.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
წილობრივი გრანტების მოსაპოვებლად აპლიკანტებმა უნდა წარმოაჩინონ საკუთარი ღრმა დაინტერესება სასოფლო-სამეურნეო კომერციული საქმიანობის ინტენსიფიკაციით, რისთვისაც, როგორც მინიმუმი, უნდა აჩვენონ თავიანთი კავშირი მომგებიან და ადგილობრივ დონეზე სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობ ღირებულების შემქმნელ მწკრივებთან, და ასევე გაიღონ ნაღდი ფულით შენატანი არანაკლებ შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის საინვესტიციო დანახარჯების 5%-ის ოდენობით.
In seeking contributory grants, applicants shall demonstrate their commitment to enhanced rural commercial activities, not least by showing their linkage with profitable and local poverty-reducing value chains and by making a contribution in cash of at least 5% of the investment cost of the proposed infrastructure.
630064.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
გრანტის მისაღებად შესაფერისი ინვესტიციები შეიძლება მოიცავდეს, თუმცა მათით არ შემოიფარგლება, შემდეგს: (i) საირიგაციო სისტემები; (ii) საძოვრებისკენ მიმავალი და ფერმების დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის სოფლის გზები; (iii) დასახლებული პუნქტის წყალმომარაგება; და (iv) დასახლებული პუნქტის ბუნებრივი აირით მომარაგება.
Eligible investments might include but are not limited to: (1) irrigation schemes; (ii) secondary rural roads leading to pastures and connecting farms; (iii) community water supply; and (iv) community natural gas supply.
630065.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ცალკეული ჯგუფების მიხედვით უნდა იყოს ორგანიზებული, რათა გაიოლდეს მასშტაბის ეკონომიაზე მეთვალყურეობა.
Infrastructure investment shall, to the extent possible, be clustered to achieve economics of scale ease of supervision.
630066.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
პროექტის მენეჯმენტი.
Project Management.
630067.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
პროექტის მენეჯმენტს ახდენს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ასრულებს განხორციელებასთან დაკავშირებულ საკუთარ ვალდებულებებს, როგორც ეს ქვემომოყვანილ ნაწილშია მოკლედ აღწერილი.
The Project shall be managed by the Agricultural Development Projects Coordination Centre, who shall carry its implementation responsibilities as outlined in the section below.
630068.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
განხორციელების ღონისძიებები.
Implementation Arrangements.
630069.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
6. პროექტი განხორციელდება ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს სოფლის რაიონებში, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონებზე, სადაც სახეზეა სოფლის ღარიბი მოსახლეობის მაღალი პროცენტი, და ამავდროულად აგრიკულტურული თვალსაზრისით პოტენციურად პროდუქტიული ტერიტორიები.
6. The Project shall be implemented over a period of four years throughout rural Georgia with special emphasis on regions with high incidences of poor rural people combined with potentially agriculturally productive areas.
630070.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
7. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკისრება საერთო პასუხისმგებლობა პროექტზე.
7. The Ministry of Agriculture shall have the overall responsibility for the Project.
630071.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
მოვალეობები სრულდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მიერ და მოიცავს, თუმცა მათით არ შემოიფარგლება, შემდეგ ფუნქციებს:
Staff responsibilities shall be discharged by the Director of the ADPCC and shall include, but are not limited to, the following functions:
630072.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა, შესყიდვები, ინჟინერია, სასოფლო-სამეურნეო რეგიონების ფინანსების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება, იურიდიული და ადმინისტრაციული დახმარება.
Project Management, Financial Management, Accounting, Procurement, Engineering, Rural Finance Coordination, Monitoring and Evaluation, Legal and Administrative Assistance.
630073.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს, მის საერთო მენეჯერულ მოვალეობათა ნაწილის სახით, ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიის გატარება და გენდერული სენსიტიურობა პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ყველა ასპექტში.
The Agricultural Development Projects Coordination Centre Director shall, as part of his/her overall managerial duties, have specific responsibility for assuring gender mainstreaming and gender sensitivity in all aspects of Project planning, implementation, monitoring, reporting and evaluation.
630074.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
საკადრო შემადგენლობა ფორმირდება იმ პირობით, რომ ფონდი ამის წინააღმდეგი არ არის და პერიოდულად გადაისინჯება ფონდთან კონსულტაციის საფუძველზე.
Staff positions are subject to the no objection of the Fund and shall be revised from time to time in consultation with the Fund.
630075.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
8. სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი ამზადებს წლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების პროექტებს ყოველი საპროექტო წლისთვის.
8. Agricultural Development Projects Coordination Centre shall prepare the draft annual work plans and budgets for each project year.
630076.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
წლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების პროექტში შედის შესყიდვების გეგმა, მომავალი საპროექტო წლისთვის დაგეგმილი საპროექტო საქმიანობების დეტალური აღწერა და მათი დაფინანსების წყაროები და გამოყენება.
The draft annual work plans and budgets shall include, a procurement plan, a detailed description of planned Project activities during the coming Project year, and the sources and uses of funds therefore.
630077.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
წლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების პროექტები, საწინააღმდეგო აზრის არქონის დასადასტურებლად, წარედგინება IFAD-ს არა უგვიანეს სამოცი დღისა შესაბამისი საპროექტო წლის დაწყებამდე.
The draft annual work plans and budgets shall be submitted to IFAD for no objection no later than sixty days before the beginning of the relevant Project year.
630078.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი IFAD-ს და სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს ინგლისურ ენაზე წარუდგენს სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, იმისთვის რათა მიაწოდოს მათ ძირითადი ინფორმაცია საპროექტო საქმიანობათა ფიზიკური და ფინანსური მიმდინარეობის თაობაზე, და პროექტის განხორციელების შედეგების ზემოქმედების რეგულარულ შეფასებას.
Agricultural Development Projects Coordination Centre shall submit progress reports in English to IFAD and the Ministries of Agriculture (MOA) and Finance (MOF) to provide essential information on the physical and financial progress of Project. activities and regular assessment of Project impact.
630079.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
9. პროექტს უშუალო ზედამხედველობას გაუწევს IFAD.
9. The Project will be directly supervised by IFAD.
630080.
საერთაშორისო ურთიერთობები | ფინანსური შეთანხმება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის
პირველ სამ სალიზინგო კონტრაქტს ყოველ მსო-სთან დაწვრილებით განიხილავს IFAD.
The first three leasing contracts from each MFI will be closely reviewed by IFAD.