მოიძებნა 669200 ჩანაწერი
633961.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2007 წლის 3 აგვისტოს No90, No91 და No92 ბრძანებებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
By the virtue of orders No90, No91 and No92 (dated August 3, 2007) of the Georgian Prime Minister, the demand was dismissed.
633962.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე თვლის, რომ გადაწყვეტილებები არის უკანონო და ისინი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
The claimant holds that the decisions are illegitimate and they must be invalidated due to following circumstances:
633963.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2007 წლის 4 ივნისის No04/05-49, N°04/05-50 და N°04/05-51 განხილვასთან დაკავშირებით ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი და ადმინისტრაციული საჩივრების საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
The orders of the Georgian Prime Minister were based on the minutes of the verbal hearing session, conducted in relation to the examination of the administrative complaints No04/05-49, No04/05-50 and No04/05-51 (dated June 4, 2007), and on the information concerning the said issue, prepared by the Legal Department of the Chancellery of the Government of Georgia.
633964.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის არგუმენტით ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს მოტივები არ განეკუთვნება სადაო აქტების კანონის კონკრეტულ ნორმასთან წინააღმდეგობის იმ კატეგორიათა წრეს, რაც შეიძლება გახდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
According to the argument of the Legal Department, the motives adduced by “Green Alternative” do not fall within the category of such contravention by disputable acts of a specific regulation of Law as could constitute the grounds for the invalidation of an individual administrative decree under paragraph 1, Article 601 of General Administrative Code of Georgia.
633965.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ასევე, არც ისეთ დარღვევათა კატეგორიას, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილება.
Neither fall they within the category of such violations, the existence of which would result in a different decision.
633966.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
According to paragraph 1, Article 601 of General Administrative Code of Georgia, an administrative decree shall be invalid if it contravenes Law, or if other statutory procedures of its preparation or promulgation were substantially violated.
633967.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის No27 დადგენილებაში საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ აისახა გაეროს ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ კონვენციის მონაწილე მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.
The resolution No27 of the Georgian Government (dated February 19, 2005) concerning Georgian national biodiversity strategy and action plan, reflected the necessity to fulfil the obligations undertaken by the Parties to the UN Convention on Biological Diversity.
633968.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მთავრობის დადგენილების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ 1994 წელა საქართველომ ხელი მოაწერა საერთაშორისო კონვენციას ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და ამგვარად იკისრა პასუხისმგებლობა ქვეყნის მდიდარი მცენარეული საფარი დაიცვას ბიოლოგიური და ცხოველთა სამყარო.
The preamble of the Government’s resolution states that in 1994 Georgia signed the International Convention on Biological Diversity and therefore took the responsibility to protect abundant flora and fauna of the country.
633969.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
დაიწყოს რესურსების გონივრული ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
To initiate reasonable utilization of biological resources and to ensure equitable distribution of the benefits of biodiversity.
633970.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
გამოყენება და უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტი არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს და მიმართულებებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფო დაწესებულებებმა არსებული კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას.
The said document is a framework document which identifies the measures to be taken in order to protect biodiversity, as well as the priorities which must be taken into consideration by State agencies when taking decisions based on the legislation in force.
633971.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ: ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია “ტყის მრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ტყის რესურსების გონივრული მართვის (მდგრადი სატყეო მეურნეობის მეთოდების) დანერგვის გზით.”
Namely, one of the strategic objectives of the country is to “protect and preserve the forest biodiversity by means of introducing reasonable management of forest resources (sustainable forest husbandry practices)”.
633972.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამ მიზნის შესასრულებლად კი საჭიროა “ხე-ტყის დამზადებაზე მორატორიუმის უზრუნველყოფა გადაბერებულ და ტყის კორომებსა და მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ტყეებში პრიორიტეტულობის პრინციპის გამოყენება”.
In order to attain this objective, it is necessary: “to ensure the imposition of a moratorium on timber production in over-aged forest stands and forests with high conservational value and the application of the principle of prioritization”.
633973.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
და ამ კორომების დაცვის ცალსახად განისაზღვრა, რომ სახელმწიფომ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს ტყის ანუ მთავრობის დადგენილებით გადაბერებულ კორომებსა და მაღალი კონსერვაციის ღირებულების ტყეებზე.
By the Government’s resolution it was expressly determined that the State should impose a moratorium on over-aged forest stands and the forests with high conservational value.
633974.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზეპირი განხილვისას სადაო გახდა ტერმინი მაღალი კონსერვაციული ღირებულება.
The claimant indicates that in process of the verbal examination, the term “high conservational value” caused controversy.
633975.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ტყის კოდექსის მოთხოვნებითა და მთავრობის დადგენილებით.
The claimant explains that when taking its decision, the Ministry of Environment Protection and Natural Resources should have been guided by the requirements of the Forest Code of Georgia and the relevant Government resolutions.
633976.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
შესაბამისად, სამინისტროს ზუსტად უნდა განესაზღვრა კონსერვაციის ზონები და განეხორციელებინა მათზე მორატორიუმი.
Accordingly, the said Ministry should have precisely determined conservation zones and exercise moratorium thereupon.
633977.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ, სალიცენზიო პირობებით უნდა განეხორციელებინათ მათზე მორატორიუმი.
In particular, the moratorium should have been exercised by means of the licence terms.
633978.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სალიცენზიო პირობებით უნდა განსაზღვრულიყო ის სატყეო კვარტლები და ლიტერები, სადაც აკრძალული იქნებოდა მერქნის მოპოვება მათი კონსერვაციული ღირებულების გამო.
The licence terms should have identified those forest quarters and areas, where timber production would be prohibited on the grounds of their conservational value.
633979.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სალიცენზიო პირობებში, ასეთი დეტალური ჩანაწერის არ არსებობის გამო, დაირღვა საქართველოს გარემოს დაცვის შესახებ კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და საქართველოს კანონის საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ მე-10 მუხლის მოთხოვნები.
As a result of the absence of any such detailed record in the licence terms, there were violated the requirement provided for under paragraph 2, Article 47 of the Law of Georgia on Environment Protection and the requirements of Article 10 of the Law on Red list and Red Book of Georgia.
633980.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ტყის კოდექსის 55-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს ტყით სარგებლობის ლიცენზიაში გათვალისწინებულ პირობებს.
Paragraph 5 of Article 55 of the Forest Code of Georgia establishes the requirements which must be taken into consideration in a licence for the right to use forest resources.