მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634021.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ყოველივე ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს საქართველოს პრემიერ მინისტრის 2007 წლის 03 აგვისტოს No90, 2007 წლის 03 აგვისტოს No91, 2007 წლის 03 აგვისტოს N92 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 03 მაისის No470, 2007 წლის 03 მაისის No471 და 2007 წლის 03 მაისის No472 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
Based on everything aforesaid, the claimant demands to invalidate individual administrative decrees No90 (dated August 03, 2007), No91 (dated August 03, 2007) and No92 (dated August 03, 2007) of the Georgian Prime Minister; and individual administrative decrees No470 (dated May 03, 2007), No471 (dated May 03, 2007) and No472 (dated May 03, 2007) of the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia.
634022.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი თამარ კორძაია ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, მხარს უჭერს და აქვეყნებს მის მიერ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
Having appeared before the court, the representative of the claimant party, Tamar Kordzaia, agrees with the claim lodged, supports and publicizes the written explanation (s.f. 128-131) submitted by her and demands to sustain the claim.
634023.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, მხარს უჭერს და აქვეყნებს მის მიერ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
Having appeared before the court, the representative of the claimant party, Irakli Macharashvili, agrees with the claim lodged, supports and publicizes the written explanation (s.f. 111-127) submitted by him and demands to sustain the claim.
634024.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე საქართველოს პრემიერ- მინისტრის წარმომდგენელი თამაზ ბარაბაძე სარჩელს არ ცნობს, მხარს უჭერს შესაგებელს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზაკ-ის 60-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
Having appeared before the court, the representative of the defendant, the Prime Minister of Georgia, Tamaz Barabadze rejects the claim, supports the counter-claim and demands not to sustain the claim lodged by the claimant basing on following circumstances: according to paragraph 1, Article601 of General Administrative Code of Georgia, an administrative decree shall be invalid if it contravenes Law, or if other statutory procedures of its preparation or promulgation were substantially violated.
634025.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა გასაჩივრებული აქტების მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
The representative of the defending party indicates that the claimant has not disputed the statutory procedures of the preparation or promulgation of the administrative decrees appealed against.
634026.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სარჩელი ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც თითქოსდა ადასტურებს ამ აქტების კანონთან წინააღმდეგობის ფაქტს, რაც არ შეეფერება სინამდვილეს.
The claim is based upon the circumstances which ostensibly confirm the contravention of Law by these decrees, which does not correspond to the facts.
634027.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ: ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მიჩნეულ იქნა, რომ ასოციაციის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთა არგუმენტების ანალიზით ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” მოტივები განეკუთვნებოდა მათ მიერ სადავოდ გამხდარი აქტების კანონთან წინააღმდეგობის იმ კატეგორიათა წრეს, რაც შეიძლებოდა ზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო, ასევე არც ისეთ დარღვევათა კატეგორიას, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
In particular, when the Prime Minister of Georgia took his decision on the administrative complaint filed by the “Green Alternative”, it was held that based on the analysis of the circumstances cited by the association in its complaint, as well as of the arguments presented by the representatives of the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia, the motives adduced by the association “Green Alternative” do not fall within the category of such contravention by the disputed acts of a specific regulation of Law as could constitute the grounds for the invalidation of a decree under paragraph 1, Article 60 of General Administrative Code of Georgia. Neither fall they within the category of such violations, the existence of which would result in a different decision.
634028.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ იქნა გაზიარებული მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ სამინისტროს _ ლიცენზიების გაცემით დაირღვა “საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის No27 დადგენილების მოთხოვნები, რომლის თანახმად ზუსტად უნდა ყოფილიყო განსაზღვრული კონსერვაციის ზონები, სალიცენზიო პირობებით და ასევე ზუსტად განსაზღვრულიყო ის სატყეო კვარტლები და ლიტერები, სადაც აკრძალული იქნებოდა მერქნის მოპოვება მათი კონსერვაციული ღირებულების გამო.
During the examination of the administrative complaint, there was not admitted the statement of the Party to the effect that the issuance by the Ministry of the licences violated the requirements of the resolution No27 of the Georgian Government (dated February 19, 2005) “Concerning the Approval of the Georgian National Biodiversity Strategy and Action Plan”, according to which the licence terms should have precisely determined conservation zones, as well as have precisely identified those forest quarters and areas, where timber production would be prohibited on the grounds of their conservational value.
634029.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამასთან მიჩნეული იქნა, რომ დადგენილებით განსაზღვრული ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედების გეგმა წარმოადგენს 2010 წლამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს.
It was held that the biodiversity strategy and action plan as determined by the Resolution constitute the measures to be carried out before 2010.
634030.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სამინისტროს მიერ ლიცენზიანტებისათვის დადგენილი მოთხოვნები სრულად უზრუნველყოფს ტყის მრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას და ტყის რესურსების გონივრული მართვის ჩამოყალიბებას.
At the same time, the requirements established by the Ministry for the licensees fully ensure the protection and preservation of forest diversity, as well as the introduction of reasonable management of forest resources.
634031.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილებაში სავსებით სწორად არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება სამინისტროს სადაო აქტებით საქართველოს ტყის კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით, რამდენადაც აღნიშნულ ბრძანებებში კონკრეტულად არის მითითებული ტყეთსარგებლობის ადგილი, სახე, ვადები, ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა, რესურსის ღირებულება, გადასახადები და მოსაკრებლები, ტყითმოსარგებლის უფლებები, პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა პირობები.
The defending party holds that the statement of the claimant concerning the alleged violation of the requirements of Article 55 of the Forest Code of Georgia by the disputed decrees, was rightfully dismissed in the decision taken by the Prime Minister of Georgia, for the order concerned specifies the location, type and time limits of the forest use, as well as the type and amount of the resource to be manufactured, the value of the resource, the taxes and charges payable, the rights of the forest user, the forms of responsibility, as well as other terms and conditions.
634032.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
რესურსის მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები მოწესრიგებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით, ამდენად, მისი ბრძანებაში მიუთითებლობა არ შეიძლება გახდეს ამ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
Permissible forms and methods of resource production are regulated by special normative acts, so the failure to specifically mention them in the order cannot serve as a ground for its invalidation.
634033.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაუსაბუთებლად არ მიაკუთვნა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული არგუმენტები ზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიას და რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიღებისას დაირღვა საქართველოს ტყის კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან ზეპირი მოსმენის დროს დადგენილი იქნა, რომ სამინისტროს მიერ ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნა პრესაში ერთი თვით ადრე აუქციონის ჩატარებამდე, რითაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა მიეღო შესაბამისი ინფორმაცია.
The defendant does not agree with the opinion of the claimant party to the effect that the Prime Minister groundlessly chose not to qualify the arguments quoted by the claimant as belonging to the category provided for under Article 60 of General Administrative Code of Georgia and that the enactment of the disputed administrative acts violated the requirements of Articles 35 and 36 of the Forest Code of Georgia, since during the verbal hearing session it was established that prior to the initiation of the proceedings related to the issuance of the forest use licence by the Ministry, the information thereon was published in the printed media one month prior to the auction date, which enabled all persons concerned to obtain any relevant information.
634034.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
გარდა ამისა, სამინისტროს ინტერნეტ–საიტზე განთავსებული იყო დოკუმენტი სატყეო პოლიტიკის შესახებ, რაც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა გრძელვადიანი ტყითსარგებლობის პირობების დადგენას.
In addition, on the Internet site of the Ministry there was posted a document concerning the forest management policy which, among other issues, provided for the establishment of terms and conditions for long-term forest use.
634035.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე მიჩნეული იქნა, რომ სამინისტროს მხრივ ტყის კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
On the basis of the foregoing, it was held that there had been no violation on the part of the Ministry of the said requirements of the Forest Code.
634036.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადაო ბრძანების გამოცემისას გაზიარებული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტება ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევებთან მიმართებაში.
At the time of the issuance of the disputed order by the Prime Minister of Georgia, there was accepted the explanation provided by the representatives of the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia in respect to the alleged violations of the requirements of paragraphs 2 and 4, Article 6 of the Aarhus convention.
634037.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ კონვენციის No1 დანართში ჩამოთვლილი საქმიანობის ნებართვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
In particular, it was noted that in accordance with paragraph 1, Article 6 of the Convention concerned, the provisions of this Article apply solely to the decisions on whether to permit activities listed in Annex I to the Convention.
634038.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამავე დროს ტყითსარგებლობა კი დანართით არ არის გათვალისწინებული.
At the same time, forest use is not provided for by the said Annex.
634039.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
დანართი არ განიხილავს ტყითსარგებლობას, როგორც გარემოზე ზემოქმედებას დაქვემდებარებულ საქმიანობას და შესაბამისად, კონვენციის აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ტყითსარგებლობის ლიცენზირებაზე.
The Annex does not regard forest use as an activity involving environmental impact and consequently, the requirements established by the said Article of the Convention do not apply to the licensing of forest use.
634040.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქ/პუნქტით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
The defending party also explains that according to subparagraph (f), paragraph 1, Article 2 of General Administrative Code of Georgia, an administrative act that grants some rights or benefits to an interested party, constitutes an empowering administrative decree.