მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634001.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
რაც შეეხება სამინისტროს მტკიცებას, რომ გაზეთ 24 საათში აუქციონის გამართვამდე 1 თვით ადრე კანონის შესაბამისად იქნა გამოქვეყნებული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, ეს იყო უკვე აუქციონის გამართვის შეტყობინება, ანუ გამოქვეყნდა უკვე მიღებული გადაწყვეტილება.
As to the assertion on the part of the Ministry that the information on the planned auction was published, in compliance with the Law, in the newspaper “24 Hours” 1 month prior to the auction date, it must be noted that this was a notification about already appointed auction, i.e. there was merely published the decision which had been already taken.
634002.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამდენად, არ მომხდარა საზოგადოების ინფორმირება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ქმედების დაგეგმვის შესახებ, რომელზეც აზრის გამოთქმა იყო შესაძლებელი.
Therefore, the public was not informed about the planned action which could have a significantly impact on the environment and which could have been discussed by the public.
634003.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს ტყის კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლები და ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები.
The claimant indicates that by taking the decision concerned, the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia violated Articles 35 and 36 of the Forest Code of Georgia and paragraphs 2 and 4, Article 6 of the Aarhus Convention.
634004.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე განმარტავს, რომ აუქციონის მოწყობისას არ იქნა ზუსტად დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის საერთო ოდენობა და შესაბამისად, არასწორადაა დაანგარიშებული სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი.
The claimant explains that when the auction was organized, the total amount of the resource to be manufactured was not precisely identified and consequently, the starting price of the auction for the licence to use was calculated incorrectly.
634005.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ: სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრების 2005 წლის 28 სექტემბრის No386 ბრძანებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
Namely, a starting price for an auction shall be established pursuant to the order No386 (dated September 28, 2005) of the Ministers of Environment Protection and Natural Resources of Georgia concerning the approval of the regulations for the holding of an auction with the purpose of granting a licence and the establishment of the starting price thereof.
634006.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, ახალციხეში ბოლო ტყეთმოწყობა ჩატარდა 1997-1999 წლებში.
According to the data of the Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia, the last forest management plan in Akhaltsikhe was drawn back in 1997-1999.
634007.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ვინაიდან ლიზინგის გაცემა ხდება 20 წლით, კანონმდებლობის შესაბამისად მოსაჭრელი რესურსის მთლიანი მოცულობის დასადგენად საჭიროა, ტყეთმოწყობა“ ჩატარდეს მინიმუმ ორჯერ: 2007 წელს და 2017 წელს.
Since the lease is granted for the period of 20 years, in order to establish the total amount of the resource liable to felling it is, according to the Legislation, necessary to draw forest management plans at least twice: in 2007 and in 2017.
634008.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამდენად 1997 წელს ჩატარებული ტყეთმოწყობის საფუძველზე ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მოსაჭრელი რესურსის რაოდენობის დადგენა და მის საფუძველზე საწყისი ფასის გაანგარიშება არ ასახავს რეალობას.
Consequently, the identification of the total amount of the resource liable to felling for the whole duration of the licence basing on the forest management plan drawn in 1997 and the calculation of the starting price based thereupon does not reflect the reality.
634009.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამრიგად, სამივე ლიცენზიასთან დაკავშირებული ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე (ყვარელი 1991-1992წ. ახალციხე 1997-1999წ. სამეგრელო-ზემო სვანეთი 2005-2006წ) ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მოსაჭრელი რესურსის რაოდენობის დადგენა და მის საფუძველზე საწყისი ფასის გაანგარიშება შეუძლებელი იყო.
So, basing on the forest management plan materials for all three licences (Kvareli 1991-1992; Akhaltsikhe 1997-1999; and Samegrelo-Zemo Svaneti 2005-2006) it was impossible to identify the amount of the resource liable to felling for the whole duration of the licence and to calculate the starting price based thereupon.
634010.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე მხარე განმარტავს და არ ეთანხმება _ საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე საფუძველს.
The claimant party explains that it does not agree with the second ground for the refusal on the part of the Prime Minister of Georgia to sustain the claim:
634011.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოყვანილი დებულების შესაბამისად აღჭურვილი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დასაშვებია სამი ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: თუ აქტით ზიანი ადგება სახელმწიფოს, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ ინტერესებს.
In accordance with the provision quoted, the invalidation of an empowering administrative act may take place given the existence of three factual circumstances: if the decree undermines the lawful interests of the State, public or other persons.
634012.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საზოგადოების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში ცხოვრება.
A lawful interest of the public is to live in an environment which is suitable for its health and welfare.
634013.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება გარემოს დაცვის საკითხებს არის საზოგადოების კანონიერი ინტერესის საგანი.
Consequently, any decision affecting environment protection issues is a subject of public interest.
634014.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესების დარღვევა გამოიხატება რამდენიმე ფაქტორში:
In this particular case, the undermining of the interests of public takes its expression in several factors:
634015.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
გაცემული ლიცენზიების შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა 20 წლის შემდეგ ლიცენზიანტის მიერ ტყითსარგებლობის შედეგად რა ცვლილებებს განიცდის გარემო და იქნება თუ არა ეს უსაფუძვლო ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნებისათვის.
Based on the licences issued, it is impossible to determine what changes the environment may undergo after 20 years of forest use exercised by the licensee, and whether this will be compatible with the preservation of the healthy environment.
634016.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ლიცენზიის შესაბამისად, ყველა ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოს აკისრია, ტყის მდგრადი განვითარებისათვის გადაცემული აქვს ლიცენზიანტს.
In accordance with the licence, all obligations undertaken by the State in respect to the sustainable development of forest are transferred to the licensee.
634017.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ხოლო მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ცალსახაა, რომ საზოგადოებრივ ინტერესს ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ადგება ზიანი.
Consequently, it is obvious that if the licensee fails to fulfil the obligation, or fulfils it inadequately, the public interest of living in an environment which is safe for the human health is unquestionably undermined.
634018.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისას ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა არღვევს საზოგადოებრივ ინტერესს და ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესი არის უპირატესი, კერძო პირის ინტერესთან შედარებით და აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
Correspondingly, the failure of the State to take all abovementioned circumstances into consideration at the time of the issuance of the licence undermines the public interest; in this case the public interest prevails over the interest of a private person and so the decree must be invalidated.
634019.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე განმარტავს, რომ სახეზეა აგრეთვე პირთა კანონიერი ინტერესების დარღვევა.
The claimant states that lawful interests of persons are also undermined.
634020.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ: სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ყვარლის მოსახლეობას არ მიეცა შესაძლებლობა კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოეთხოვა სახელმწიფოსათვის მათი ინტერესების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ანუ მესამე პირებს წაერთვათ მონაწილეობის უფლება.
Namely, the population of Samtskhe-Djavakheti, Samegrelo-Zemo Svaneti and Kvareli regions were unable to exercise their right conferred upon them by the Legislation to participate in the decision-making procedure and to demand from the State to take their interests into consideration during the decision-making process; i.e. third persons were deprived of their right to participate.