მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634161.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ასეთი სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
Such action shall be processed for hearing if the administrative decree or any of its part directly injures legitimate right or interest of the plaintiff, or unlawfully restricts his right.
634162.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
According to subparagraph (d), paragraph 1, Article 2 of General Administrative Code of Georgia, “individual administrative act” means an individual act issued by an administrative agency pursuant to Administrative Law, which establishes, modifies, terminates or affirms rights and duties of a person or a limited group of persons.
634163.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
“Individual administrative act” shall also mean the decision of an administrative agency regarding the denial to sustain the claim of a plaintiff concerning the issue falling within the scope of its power, as well as the document promulgated or affirmed by an administrative agency, which may have legal consequences.
634164.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
Through an action brought pursuant to Article 22 of Administrative Procedures Code of Georgia, the claimant may achieve the invalidation or declaration null and void of an administrative decree which directly (individually) injures legitimate right or interest of the claimant, or unlawfully restricts his right.
634165.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.
Accordingly, the claim must be filed solely by those person or persons who can, basing on facts, prove that his/their rights and legitimate interests were injured by the decree concerned.
634166.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად.
It falls within the competence of a claimant himself, to choose the form of claim which he needs to achieve his objective.
634167.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა.
Similarly, he must define the subject-matter of case, as well as the contents and volume of claim.
634168.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
The court is confined to the given claim and reviews the case within the limits of the claim in question.
634169.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
In accordance with paragraph 2, Article 17 of Administrative Procedures Code of Georgia, in case of an appeal for the invalidation or declaration of an individual administrative act null and void, the burden of proof shall be imposed on the administrative agency that issued the given act.
634170.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება და მოსარჩელის განთავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან არასწორია, ვინაიდან მოსარჩელე ყოველთვის ვალდებულია თავად დაასაბუთოს სარჩელი და როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოებით არ არის განსაზღვრული და შესაბამისად არ იგულისხმება ამ ვალდებულების მოპასუხე მხარეზე გადაკისრება.
Based on the said explanation, the court holds that it is not rightful to impose the burden of proof solely on the administrative agency concerned and to relieve the claimant of the obligation of proving his claim, as far as a claimant is always obliged to prove his claim and, at the same time, either civil or administrative proceedings do not provide for and consequently, do not imply the imposition of such obligation upon the defendant Party.
634171.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კონკრეტულ საფუძვლებს განსაზღვრავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1- და მე-2 ნაწილი.
Specific grounds for the invalidation of an administrative decree are determined by paragraph 1 and 2, Article 601 of General Administrative Code.
634172.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
According to the said norm, an administrative decree shall be invalid if it contravenes law, or if the statutory procedures of its preparation or promulgation were substantially violated.
634173.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
The procedure of the preparation or promulgation of an administrative decree shall be deemed to be substantially violated in case of the promulgation of an administrative decree in a session conducted in violation of Articles 32 or 34 of the Code concerned, or in violation of the administrative proceedings as provided for by the Legislation, or in case of such violation of Law, the absence of which would result in a different decision in respect to the issue concerned.
634174.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების წინაპირობაა, პირველ რიგში, ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო იყოს უფლებამოსილი, კონკრეტული ინდივიდუალურ სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
A prerequisite for the legitimacy of an individual administrative decree is, in the first place, the issuing agency’s being authorized to regulate a specific individual legal relation by means of the issuance of an individual administrative decree.
634175.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრის კრიტერიუმებია: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება.
The criteria for the determination of the legitimacy of an individual administrative decree are as follows: the admissibility of an individual administrative decree as a legal form of activity, the formal legitimacy of an individual administrative decree and the material legitimacy of an individual administrative decree.
634176.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოსცეს უფლებამოსილმა ორგანომ, მისი გამოცემისთვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
Formal legitimacy of an individual administrative decree is connected with the process of issuance of an individual administrative decree concerned and requires that it be issued by an administrative agency duly authorized thereto, pursuant to the administrative proceedings provided for by the Law for its issuance and in due form.
634177.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულებისკენ.
Administrative proceeding is the activity of an administrative agency designed for the preparation, promulgation and implementation of an individual administrative decree.
634178.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
Administrative Code lists the types of administrative proceedings and establishes the principle which requires from an administrative agency to issue an individual legal decree by means of a simple administrative proceeding.
634179.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საფუძვლებია: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, აცილების უფლება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
The grounds for the legitimacy of an individual administrative decree are as follows: the compliance with the basic requirements for the initiation of an administrative proceeding, prevention of the establishment of such requirements as are not provided for by Law, the right of an interested party to express its opinion, right to enter recusation, and the participation of another administrative agency in administrative proceedings.
634180.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში კი აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
At the same time, in process of determination of formal legitimacy of an individual administrative decree it is necessary to pay attention to its substantiation – each individual administrative decree issued in a written form must include its written substantiation.