მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634201.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.
Both principles have constitutional ranking and derive from the principle of rule of law.
634202.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამდენად, შეუძლებელია პრობლემის ცალსახად გადაწყვეტა.
Therefore, it is impossible to solve the issue unequivocally.
634203.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციული წარმოებისას და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ამოცანაა, კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.
The task of the litigation during administrative proceedings is to juxtapose these two principles and to take a commensurate decision.
634204.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ შეიძლება ბათილად გამოცხადდეს, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ამ აქტის მიმართ.
An illegitimate individual administrative decree may not be invalidated, if an interested party shows reasonable reliance upon the decree concerned.
634205.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც მან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, მისი ნდობა ამ აქტისადმი არის დაცვის ღირსი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით სწორედ მას მიადგება ზიანი.
The reasonable reliance of an interested party may be invoked if he performed an action of legal importance on the basis of the administrative decree, his reliance upon the decree concerned may be protected, and if he is the very person, upon whom the invalidation of the individual administrative decree will inflict substantial harm.
634206.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ ადგილი არა აქვს კანონიერ ნდობას, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება ან ამ აქტის უკანონობა მისთვის ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
The reasonable reliance of an interested party may not be protected, i.e. the reasonable reliance may not be invoked, if it is based upon an illegal action committed by an interested party, or if the illegal nature of such act was known or must have been known to him.
634207.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ანუ ადრესატმა დახარჯა ის ფინანსური შემოსავლები, რომელიც მან მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია ან მისი ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს საზოგადოებრივ და სხვა პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს.
If an action of legal importance was performed on the basis of the empowering individual administrative decree, i.e. the addressee spent the financial incomes which he received on the basis of the individual administrative decree, and which cannot be recovered, or the seizure of which will inflict the harm which substantially exceeds the benefits of such act, then such individual administrative act may not be invalidated except for the cases when the individual administrative decree substantially violates lawful interests of the State, public or other person.
634208.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამ საფუძვლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომლის კანონიერი ნდობაც ამ აქტის მიმართ დაცვის ღირსია, უნდა აუნაზღაურდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
In case of the invalidation of the individual administrative decree on the basis of the aforesaid grounds, the material damages suffered by the interested party, whose reliance upon the decree concerned may be protected, as a result of the invalidation of the individual administrative decree shall be redressed.
634209.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მმართველობის კანონიერების პრინციპისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება.
In every particular case of juxtaposition of the principle of legitimacy of governance with that of reasonable reliance of an interested party upon the individual administrative decree, the harm inflicted upon the addressee as a result of the invalidation of an individual administrative decree must be juxtaposed with the harm inflicted upon third parties and the public by the failure to invalidate such decree.
634210.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და წარმოების სახე, მისი უკანონობის სიმძიმე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო.
The form and the way of enactment, the gravity of its illegitimacy, as well as the time elapsed from the promulgation of the individual administrative decree must also be taken into consideration.
634211.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ყოველივე იმის გათვალისწინებით შესაძლოა, შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობები.
With all these circumstances taken into consideration, the possibilities for the invalidation of a decree may be restricted.
634212.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
In accordance with Article 102 of Civil Procedures Code of Georgia, a party shall prove the circumstances whereupon he grounds his demand.
634213.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით, მაგრამ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
These circumstances may be proved by the virtue of the explanation offered by the parties themselves, by the virtue of testimony of witnesses, or of written or material evidence, but the circumstances of the case which, according to Law, must be proved by the evidence of certain type, may not be proved by the evidence of any other type.
634214.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით.
Both in civil and administrative proceedings, the parties enjoy equal procedural rights and possibilities.
634215.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
კერძოდ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
In particular, each party shall prove the circumstances whereupon he grounds his demands and counter-claim.
634216.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადაო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა.
Consequently, each party shall indicate the circumstances acting in his favour and if such circumstances become disputed, shall prove the existence thereof.
634217.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტების მიღების დროს შესწავლილი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მოპასუხის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.
The claimant has not presented, and the materials of the case do not include either, any evidence proving that the circumstances of substantial importance for the case were not examined and analysed at the time of the enactment of the disputed individual administrative decrees, or that the defendant has violated the requirement of paragraph 5 of Article 53 of General Administrative Code of Georgia, according to which an administrative agency may not ground its decision on the circumstances or arguments that have not been duly examined and analyzed.
634218.
საერთაშორისო ურთიერთობები | გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები გამოცემულია კანონის დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
The court holds that in the case under examination, the disputed decrees are issued in compliance with Law and there are no prerequisites for their invalidation, on the basis of which fact the court holds that the claim of the claimant must be dismissed.
634219.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
სტანდარტული ვადები და პირობები
STANDARD TERMS AND CONDITIONS
634220.
საერთაშორისო ურთიერთობები | თომსონ როიტერსი
1. განსაზღვრები და ინტერპრეტაცია.
1. DEFINITIONS AND INTERPRETATION