მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634701.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა.
Article 45. Condition for determining the amount of special financing.
634702.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამ კოდექსის 41–ე მუხლის მე–3 ნაწილით, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა არ ითვალისწინებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.
The amount of expenditures provided for under paragraph 3, Article 41, Article 42 and Article 43 of this Code does not provide for the expenditures envisaged for the investment projects implemented by means of foreign funding sources and grants and for co-financing of and co-participation in such projects.
634703.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება.
Execution of the state budget.
634704.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
Article 46. Responsibility for execution of the state budget.
634705.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების მოკრეფაზე.
1. The budgetary organizations are responsible for making payments in accordance with the allotments and, within the scope of their competencies, for collection of revenues.
634706.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზედამხედველობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას.
2. The Ministry of Finance of Georgia is responsible for monitoring the organizations and execution of the state budget.
634707.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.
3. The Parliament of Georgia is authorized to control the legality of budgetary expenditures of the Government of Georgia and in case of any violations to apply to the President of Georgia with a request to withhold budgetary expenditures.
634708.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
In case the illegality of the budgetary expenditures the President shall make the relevant decision.
634709.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 47. სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა.
Article 47. Breakdown of the state budget.
634710.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ საორიენტაციო განწერის შესახებ.
1. Within 5 working days after publishing of the state budget, the offices of payment shall submit to the Ministry of Finance of Georgia the information on approximate quarterly and/or monthly breakdown of the allotments assigned to them by the state budget.
634711.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის (გადასახადების ნაწილში) კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.
2. Ministry of Finance of Georgia shall review the submitted information and, taking into account existing resources, no later than in 15 days after publishing of the state budget make a decision about quarterly and/or monthly breakdown of the state and consolidated general budgets (in their expenditure part).
634712.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.
3. With the purpose of funding allotments during quarterly and/or monthly breakdown of the state budget free balance may be used under the condition that the annual volume of change of the balance envisaged by the annual budget shall remain intact.
634713.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანა საჭიროებს ახალი განწერის დამტკიცებას ან არსებულ განწერაში ცვლილებების შეტანას.
4. Making changes in the budgetary law requires approval of such a breakdown or making changes in the existing breakdown.
634714.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 48. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებზე.
Article 48. Information of state procurement.
634715.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველი თვის დასრულებიდან 15 დღეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.
1. Legal Entity of Public Law - the State Procurement Agency in 15 days after the end of each month shall submit to the Ministry of Finance of Georgia the information on the condition of the state procurements in accordance with the form defined by the Ministry of Finance of Georgia.
634716.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს ასიგნებების ცვლილება ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. In case if the change in the state procurement plans of the budgetary organizations being on state financing causes allocation of the allotments envisaged by the amended budget, the budgetary organization, before making changes to the state procurement plans, shall amend the allotments in accordance with the rule of Article 31 of the present Code.
634717.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 49. ბიუჯეტის შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა.
Article 49. Receipt of the overpaid or underpaid amounts from the revenues of the state budget or transfer into the accounts of payment of other expenditures.
634718.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
1. The rule for returning over-paid or underpaid revenues to the combined account of the State Treasury and transfer them into the other types of revenues is defined by the order of the Ministry of Finance of Georgia.
634719.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე მიმართული სახსრების გარეშე.
2. Bookkeeping and accounting of the description of execution of the revenues received from payment of taxes is conducted without the sums of the returned overpaid amounts of the revenues from taxes to the sub-accounts.
634720.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას კორექტირება ხდება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის უკან დაბრუნებული ან სხვა შემოსულობის სახეში გადატანილი თანხებით.
3. During bookkeeping and accounting of the budget, the amounts of overpaid or incorrectly paid revenues returned or transferred in the form of other revenues are corrected.