მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634681.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
5. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
5. The Government of Georgia shall submit the revised version of the draft law on making changes/amendments to the law on state budget for consideration to the Parliament of Georgia no later than in 5 days after making the changes.
634682.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
The draft shall include the information on the suggestions and corrections made with their relevant descriptions.
634683.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებულ ვარიანტის გადაცემიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
6. The Parliament shall conduct hearing of the draft law on making changes/amendments to the law on state budget at its plenary session no later than in 5 days after submission of the revised version of the draft law.
634684.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
7. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.
7. The draft law on making changes/amendments to the law on the annual state budget is presented at the plenary session of the Parliament of Georgia by Prime Minister of Georgia or a person designated by the Prime-Minister’s special decree.
634685.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
The Parliament of Georgia shall also conduct hearings of reports of the Chamber of Control of Georgia, the National Bank of Georgia and the Financial-Budgetary Committees.
634686.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
8. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ერთი მოსმენით იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს.
8. The Parliament, with its majority votes and in one hearing, shall adopt the draft law on making changes/amendments to the law on the annual state budget.
634687.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
9. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ან, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.
9. If the Parliament fails to adopt the draft law on making changes/amendments to the law on the annual state budget, the same draft law on making changes/amendments to the law on the annual state budget or the draft law revised by the Joint Commission of the Government of Georgia and the Parliament may be resubmitted to vote.
634688.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
10. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. The law on making changes/amendments to the law on the state budget shall be published within the rule defined by the legislation
634689.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
თავი VI სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი.
Chapter VI Rule for special financing from the state budget.
634690.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 41. საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა.
Article 41. The Parliament of Georgia and the Chamber of Control of Georgia.
634691.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტის პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 15 ივნისისა.
1. Draft budgets of the Parliament of Georgia and the Chamber of Control of Georgia shall be presented by the Parliament of Georgia to the Government of Georgia no later than June 15.
634692.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
2. The procedure for the composition of the draft budgets of the Parliament of Georgia and the Chamber of Control of Georgia shall be defined by the regulations of the Parliament of Georgia.
634693.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია, შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კონტროლის პალატის წინასწარი თანხმობით.
3. Decrease in the amount of expenditures envisaged in the state budget for the Parliament of Georgia and the Chamber of Control of Georgia as compared with those from the previous year may take place only subject to previous consent of, respectively, the Parliament of Georgia and the Chamber of Control of Georgia.
634694.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ კანონის 31–ე მუხლით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.
4. Subject to the agreement with the Ministry of Finance of Georgia, the Parliament of Georgia may, without limitation, exercise its right in respect to the re-allocation of funds allotted to it as established under Article 31 of this law.
634695.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 42. საქართველოს საკონსტიტუციო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
Article 42. Constitutional Court of Georgia and common courts of Georgia.
634696.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია, შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
Decrease in the amount of expenditures envisaged in the state budget for the Constitutional Court and common courts of Georgia as compared with those from the previous year may take place only subject to previous consent of, respectively, the Constitutional Court of Georgia and the Supreme Council of Justice of Georgia.
634697.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 43. საქართველოს პროკურატურა.
Article 43. Prosecutor’s Office of Georgia.
634698.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პროკურატურისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინასწარი თანხმობით.
Decrease in the amount of expenditures envisaged in the state budget for the Prosecutor’s Office of Georgia as compared with those from the previous year may take place only subject to previous consent of the Minister of Justice of Georgia.
634699.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 44. სპორტისა და კულტურის სფეროს დაფინანსება.
Article 44. Financing sports and cultural spheres.
634700.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
დასაგეგმი წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებში სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება იყოს გასულ წელს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახსრების 75%–ზე ნაკლები.
The funds envisaged for development of sports and culture for the planned year by the state budget allotment for the Ministry of Culture, Monument Protection and Sport of Georgia may not be less than 75% of the funds transferred to the state budget as a result of sales of lottery tickets during the past year.