მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635761.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა 2002 წელს ჩინეთის მთავრობამ გუგლის გვერდი დაბლოკა იმ მოტივით, რომ ხალხი მას აკრძალული მიზნებისათვის იყენებდა.
In 2002, however, the Chinese government shut down Google’s site in China, claiming that people were using it to access forbidden content.
635762.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მრავალი მომხმარებლისათვის სამწუხაროდ, გუგლმა ვებგვერდი ისე განაახლა, რომ ჩინეთის მთავრობისათვის ტაბუდადებულ საკითხებს თვითონ აკონტროლებდა.
To the disappointment of many, Google revised the site to self-censor content deemed taboo by the Chinese government.
635763.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იგი აცხადებდა, რომ ჩინეთის მოქალაქეთა მიერ მონახულებულ ვებგვერდთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ბლოკავდა.
It argued that it was blocking only a small proportion of the sites that Chinese users visit.
635764.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მომხმარებლებს კვლავაც შეეძლოთ ცენზურაგაუვლელი ინფორმაციის მოპოვება მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე.
Users still would be able to get uncensored information on the most important topics.
635765.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
2006 წლის დასაწყისში გუგლმა ჩინეთის მთავრობიდან მიიღო თანხმობა Google.cn-ის წამოსაწყებად.
By early 2006, Google had received Chinese government approval to launch Google.cn.
635766.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიას სურდა საკუთარი სერვერები განეთავსებინა ჩინეთში ე.წ. „ჩინეთის დიდი ბარიერის შიგნით“, რომელიც ქვეყანაში შემომავალი და მისგან გამავალი ელექტრონული ინფორმაციის კონტროლის სამთავრობო სისტემას წარმოადგენს.
The company wanted to locate its own servers in China—inside the so-called “Great Firewall of China,” the government’s system of censoring electronic information that enters or leaves the country.
635767.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ ჩინელ ინტერნეტმომხმარებლებს შეეძლოთ გუგლთან დაკავშირება, ქვეყნის შიგნით სერვერების განთავსება გუგლს დაეხმარებოდა უფრო ეფექტურად ეწარმოებინა კონკურენცია ჩინური ბაზრის ლიდერ ბაიდუსთან, აგრეთვე იაჰუსთან და მაიკროსოფტის ემ-ესენთან, რომლებიც უკვე ოპერირებდნენ ჩინეთში.
Although Chinese Internet users could access Google.com, having servers inside the country would help Google to compete more effectively with Chinese-owned market leader Baidu and with Yahoo and Microsoft’s MSN, which had already established local Chinese operations.
635768.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გუგლს განსაკუთრებით აინტერესებდა მომსახურების მიწოდება პოტენციურად მომგებიანი მობილური ტელეფონების ბაზრისათვის.
Google was especially interested in providing services for the potentially lucrative Chinese mobile phone market.
635769.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინეთში 500 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონის მომხმარებელია — მეტი ვიდრე აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ერთად აღებული.
China has more than 500 million mobile phone users—more than the United States, Japan, Germany, and the United Kingdom combined.
635770.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინელები ტელეფონს იმისათვის იყენებენ, რომ შეიძინონ ტელეფონის ზარები, სურათები და სხვა სახის მასალა ინტერნეტპორტალებიდან, როგორიცაა კინგ ზონგი და ტომ ონლაინი.
The Chinese use their phones to buy ringtones, pictures, and other content from Internet portals such as KongZhong and TOM Online.
635771.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჩამოტვირთვა მხოლოდ რამდენიმე ცენტი ღირს, როდესაც მას ასობით მილიონზე გადავამრავლებთ, შემოსავალიც უცებ დაგროვდება.
Although such downloads sell for only a few cents each, when multiplied by hundreds of millions, the revenues add up quickly.
635772.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მობილურის მომხმარებლებს ასევე მოსწონთ ონლაინთამაშები, რაც კომპანიას მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს აქსესუარებიდან და თამაშებში გაწევრიანების საფასურიდან.
Mobile users also like to play online multiplayer games, providing substantial subscription and accessories revenues.
635773.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისი ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო ბაიდუ, რომელიც საკმაოდ წარმატებით იყო გათვლილი შედარებით ნაკლებად განათლებულ, დაბალშემოსავლიან მომხმარებლებზე — ჩინეთის აბონენტთა სწრაფად მზარდ ამ სეგმენტზე.
Its most formidable rival was Baidu, which successfully targeted less-educated, lower-income users, the fastest-growing Chinese subscriber segment.
635774.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბაიდუ ჩინეთში გუგლზე 6 წლით ადრე გამოჩნდა.
Baidu had a six-year head start on Google in China.
635775.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როგორც ადგილობრივ კომპანიას, ბაიდუს უკეთ ესმოდა ჩინური ბაზრისა და ენის ნიუანსები.
As a local company, Baidu had a better understanding of the nuances of the Chinese market and language.
635776.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინურ ენაში — მანდარინში გამოიყენება გამოსახულებები, რომლებსაც რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
Mandarin Chinese is a character-based language in which characters can have multiple meanings.
635777.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გუგლს მოუწია ესწავლა მომხმარებლებთან "სასაუბრო“ ენა, რაც ძიების მოთხოვნების დროს ასოების სწორი მნიშვნელობის ინტერპრეტაციას გულისხმობს.
Google had to learn how to “talk” to users—how to interpret the correct meaning of characters in search requests.
635778.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
2009 წლის მიწურულს გუგლის წილი ჩინეთის საძიებო ბაზარზე 35.6%-მდე გაიზარდა, ხოლო ბაიდუსი 58%-მდე დაეცა.
Still, by late 2009, Google’s share of the China search market had increased to 35.6 percent, while Baidu’s share had fallen to 58 percent.
635779.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინეთის კანონი კრძალავდა „სახელმწიფო ძალაუფლების დამანგრეველ და ეროვნული მთლიანობის, პატივისა და ინტერესების შემარყეველი შინაარსის მასალას, რაც ასევე აღვივებდა ეთნიკურ შუღლს“ და პორნოგრაფიისა და ტერორიზმის მხარდამჭერი ინფორმაციის გავრცელებას.
Chinese law banned the spread of “content subverting State power, undermining national unity, infringing upon national honor and interest, inciting ethnic hatred and secession,” or supporting pornography or terrorism.
635780.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
2010 წელს ჩინეთის მთავრობა მკაცრად მოითხოვდა ამ კანონების დაცვას უცხოური კომპანიებისაგან, რომლებიც ჩინეთში საქმიანობდნენ.
By 2010, the Chinese government was enforcing strict interpretations of these laws on foreign companies operating in China.