მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635781.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგრამ სამთავრობო ცენზურისათვის თავის დახრა გუგლის თავისუფალ და ღია მმართველობის სტილს სულაც არ შეესაბამებოდა.
But knuckling under government censorship just didn’t fit well with Google’s culture of free and open expression.
635782.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ყველაფერთან ერთად ისიც მოხდა, რომ სანამ გუგლი თვითცენზურას ებრძოდა, მასზე ე.წ. „უმძლავრესი კომპლექსური“ კიბერშეტევა მიიტანეს ჩინელმა ჰაკერებმა, რომლებმაც მას კოდი მოჰპარეს და ჩინეთის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების გუგლის ელფოსტის ანგარიშებში შეაღწიეს.
To top things off, while Google was struggling with self-censorship issues, it suffered what it called a “highly sophisticated” cyber attack by Chinese hackers who stole some proprietary code and infiltrated the Google e-mail accounts of Chinese human rights activists.
635783.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
2010 წლის დასაწყისში გუგლმა საკმარისად განიცადა ჩინეთის მთავრობის ძლიერი ზეწოლის ტაქტიკები.
In early 2010, Google had seen enough of what it saw as the Chinese government’s heavy-handed tactics.
635784.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მან ოფიციალურად განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებდა _ მოღვაწეობას ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე და გადაამისამართებდა www.google. com.cn-ის მომხმარებლებს მის არაკონტროლირებად ვერსიაზე www.google.com.hk ჰონკონგში, რომელიც შეზღუდვებს არ ექვემდებარება.
It announced that it would remove its technical operations from mainland China and route www.google.com.cn users to an uncensored version of its www.google.com.hk site in Hong Kong, which is not subject to the restrictions.
635785.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობას არ მოეწონა გუგლის მხრიდან ასეთი ქმედება, 2010 წლის შუა პერიოდში მან გუგლის ლიცენზია მაინც განაახლა და კვლავ ნება დართო ჩინეთის მომხმარებელთათვის არაკონტროლირებადი ჰონკონგიდან შეეთავაზებინა მომსახურება.
Despite the Chinese government’s displeasure with Google’s action, in mid-2010 it renewed Google’s operating license, allowing Google to continue serving Chinese users with the uncensored Hong Kong service.
635786.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინეთისათვის საძიებო მომსახურებაზე უარის თქმით, გუგლს ბევრი არაფერი დაუკარგავს – ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია თავისი გლობალური შემოსავლების მხოლოდ 1-2% თუ იღებდა ჩინეთიდან, რაც 250-300 მილიონი აშშ დოლარია.
In pulling its search operations out of mainland China, Google doesn’t lose all that much current business—analysts estimated that Google earned only 1–2 percent of its global revenue from China, between $250 and $300 million.
635787.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამ შემოსავლების დაახლოებით 30-40% შემოდის ჩინური კომპანიებიდან, რომლებიც თავიანთ სარეკლამო განცხადებებს გუგლის ვებგვერდზე ათავსებენ ჩინეთის გარეთ, რაც ალბათ, კვლავაც გაგრძელდება.
And about 30–40 percent of that revenue comes from Chinese companies that place ads on Google sites outside China, which will likely continue.
635788.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა ჩინეთიდან გამოსვლა ქვეყნის უზარმაზარ საძიებო სარეკლამო პოტენციალს კონკურენტებს ჩაუგდებს ხელში.
However, leaving mainland China cedes the country’s huge search advertising potential to competitors.
635789.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იგი ასევე საფრთხეს უქმნის გუგლის მობილური ტელეფონების ბიზნესს ჩინეთში.
It also threatens Google’s mobile phone business in China.
635790.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამდენად, მრავალი ანალიტიკოსის აზრით, გუგლი საბოლოო ჯამში ჩინეთის მთავრობასთან ბრძოლას დაასრულებს და კიდევ ერთხელ შევა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე.
Thus, many analysts think that Google will eventually resolve its feud with the Chinese government and once again enter this important market directly.
635791.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სანამ ამ თავის წაკითხვას დაასრულებთ, ეს ალბათ, უკვე მომხდარი იქნება.
By the time you read this, that might already have happened.
635792.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა მორალური თვალსაზრისით გუგლის ჩინეთიდან გამოსვლამ ჯერჯერობით ქება დაიმსახურა.
For now, however, Google’s mainland China pullout has won praise on moral grounds.
635793.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გარდა იმ მისიისა, რომ მსოფლიო ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გაეხადა, გუგლი ქცევის კოდექსის ერთ მარტივ წესზე დაყრდნობით დაარსდა: „ნუ იქნები ბოროტი“.
Beyond its mission to make the world’s information universally accessible, Google was founded on a simple code of conduct: “Don’t be evil”.
635794.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
„ჩვენ ბოლომდე გვჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მეწილეებს და ასევე მრავალი კუთხით უკეთესად მოგვემსახურება კომპანია, რომელიც სასიკეთო საქმეებს აკეთებს დედამიწაზე მაშინაც კი, თუ ჩვენ გარკვეულ მოკლევადიან სარგებელზე უარს ვიტყვით“.
“We believe strongly that in the long term, we will be better served—as shareholders and in all other ways—by a company that does good things for the world, even if we forego some short term gains”.
635795.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გუგლის მრავალი ფანის თვალში ჩინეთში კომპანიის მკაცრი პოზიცია ცენზურის წინააღმდეგ უბრალოდ სწორი არჩევანია.
In the eyes of many Google fans—even those in China—the company’s strong stand against censorship is simply the right thing to do.
635796.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთ-ერთი გამორჩეული ბლოგერი აცხადებს: „უკვე დადგა დრო, რომ გუგლის პოლიტიკა ჩინეთში სწორ გზას დაუბრუნდეს“.
Says one prominent Chinese blogger, it was “high time to change Google’s policy in China back to the right track”.
635797.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აშშ-ის კომპანიები წარსულში ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ საერთაშორისო ვაჭრობას.
In the past, U.S. companies paid little attention to international trade.
635798.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კარგი იყო, თუ ექსპორტით შეძლებდნენ დამატებითი გაყიდვების წარმოებას, მაგრამ დიდი ბაზარი ქვეყნის შიგნით ჰქონდათ, რომელიც სავსე იყო შესაძლებლობებით.
If they could pick up some extra sales via exports, that was fine, but the big market was at home, and it teemed with opportunities.
635799.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მენეჯერებს არ სჭირდებოდათ სხვა ენების ცოდნა, უცნაურ და ცვალებად ვალუტასთან ურთიერთობა, პოლიტიკურ და სამართლებრივ გაურკვევლობებთან საქმის დაჭერა ან კიდევ პროდუქტების ადაპტირება სხვადასხვა მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოლოდინებთან.
Managers did not need to learn other languages, deal with strange and changing currencies, face political and legal uncertainties, or adapt their products to different customer needs and expectations.
635800.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა დღეს სულ სხვა მდგომარეობაა.
Today, however, the situation is much different.