მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635821.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ძალიან მცირეა ისეთი საწარმოების რიცხვი, რომლებიც დაცულნი არიან უცხოური კონკურენციისაგან.
Few industries are now safe from foreign competition.
635822.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ კომპანიები ინტერნაციონალიზაციას შეაყოვნებენ, მათ ელით დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ჩინეთსა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, რუსეთში, ინდოეთსა და სხვა ადგილებში მზარდი ბაზრებიდან გამოდევნა.
If companies delay taking steps toward internationalizing, they risk being shut out of growing markets in Western and Eastern Europe, China and the Pacific Rim, Russia, India, and elsewhere.
635823.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საკუთარ ქვეყნებში დარჩენილი კომპანიები თითქოს ეს უფრო უსაფრთხო იყოს, არა მარტო სხვა ბაზრებზე შესვლის შანსს კარგავენ, ადგილობრივ ბაზარზეც ვერ მკვიდრდებიან.
Firms that stay at home to play it safe might not only lose their chances to enter other markets but also risk losing their home markets.
635824.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ადგილობრივი კომპანიები, რომლებსაც არასოდეს უფიქრიათ უცხოელ კონკურენტებზე, უცებ აღმოაჩენენ მათ თავიანთ გვერდით.
Domestic companies that never thought about foreign competitors suddenly find these competitors in their own backyards.
635825.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დღეს კომპანიების საზღვარგარეთ მოღვაწეობის საჭიროება ადრინდელთან შედარებით უფრო გამოკვეთილია, შესაბამისად რისკებიც მეტია.
Ironically, although the need for companies to go abroad is greater today than in the past, so are the risks.
635826.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური მასშტაბით მოღვაწე კომპანიებს შესაძლოა სირთულეები შეექმნათ არასტაბილური მთავრობის და ვალუტის, შემზღუდველი სამთავრობო პოლიტიკისა და რეგულაციების და მაღალი სავაჭრო ბარიერების გამო.
Companies that go global may face highly unstable governments and currencies, restrictive government policies and regulations, and high trade barriers.
635827.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბოლო დროს გაუარესებული გლობალური ეკონომიკური გარემოც ასევე დიდ გლობალურ ბარიერებს ქმნის.
The recently dampened global economic environment has also created big global challenges.
635828.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კორუფცია კი მზარდი პრობლემაა.
Corruption is an increasing problem.
635829.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ოფიციალური პირები ზოგიერთ ქვეყანაში ხშირად ბიზნესის წარმოების უფლებას ანიჭებენ არა მათ, ვინც საუკეთესოა, არამედ მათ, ვინც მეტ ქრთამს გადაიხდის.
Officials in several countries often award business not to the best bidder but to the highest briber.
635830.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალურია ის კომპანია, რომელიც ერთზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობით იძენს უპირატესობას მარკეტინგის, გამოშვების, კვლევის, განვითარებისა და ფინანსური თვალსაზრისით, რაზეც ადგილობრივ კონკურენტებს ხელი არ მიუწვდებათ.
A global firm is one that, by operating in more than one country, gains marketing, production, R&D, and financial advantages that are not available to purely domestic competitors.
635831.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური კომპანიისათვის მსოფლიო ერთი ბაზარია.
The global company sees the world as one market.
635832.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისთვის ეროვნული საზღვრების მნიშვნელობა აქტუალური აღარ არის და გლობალურ ბრენდების განვითარებაზე ზრუნავს.
It minimizes the importance of national boundaries and develops global brands.
635833.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იგი იძიებს კაპიტალს, იძენს მასალას და კომპონენტებს, აწარმოებს და ყიდის საქონელს იქ, სადაც ეს ყველაზე კარგად გამოუვა და კარგ შედეგს მოუტანს.
It raises capital, obtains materials and components, and manufactures and markets its goods wherever it can do the best job.
635834.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლიფტების მწარმოებელი კომპანია ოტის ელევატორის გაყიდვების 80% აშშ-ის გარეთ ფიქსირდება.
For example, Otis Elevator, the world’s largest elevator maker, achieves 80 percent of its sales from outside the United States.
635835.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისი ლიფტების კარის სისტემები ფრანგულია, პატარა ნაწილები — ესპანური, ელექტრონიკა – გერმანული, ხოლო სპეციალური მოტორი — იაპონური.
It gets its elevator door systems from France, small geared parts from Spain, electronics from Germany, and special motor drives from Japan.
635836.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აშშ-ში მხოლოდ სისტემების ინტეგრაციას ახდენს.
It uses the United States only for systems integration.
635837.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დღეს მრავალი გლობალური კორპორაცია, როგორც დიდი, ისე პატარა, ჭეშმარიტად გლობალური გახდა და მისთვის საზღვრები მოიშალა.
Many of today’s global corporations—both large and small—have become truly borderless.
635838.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო კომპანიები მხოლოდ ბევრ ქვეყანაში მოღვაწეობით მიაღწევენ წარმატებას.
This does not mean that small and medium-sized firms must operate in a dozen countries to succeed.
635839.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მათ შეუძლიათ გლობალურ ბაზარზე იპოვონ საკუთარი ნიშა.
These firms can practice global niching.
635840.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგრამ მსოფლიო სულ უფრო და უფრო პატარა ხდება და თითოეულმა, დიდმა თუ მცირე კომპანიამ, რომელიც გლობალურად მოღვაწეობს, მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი უნდა შეაფასოს და დაიმკვიდროს.
But the world is becoming smaller, and every company operating in a global industry—whether large or small—must assess and establish its place in world markets.