მოიძებნა 669201 ჩანაწერი
635901.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მოსალოდნელია, რომ რამდენიმე წელიწადში მათ კვალს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.
Many other countries are expected to follow within the next few years.
635902.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ევროს საყოველთაო მასშტაბით გამოყენება შეამცირებს ევროპაში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სავალუტო რისკებს, რაც წევრ ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი სუსტი ვალუტა აქვთ, მიმზიდველ ბაზრებად გადააქცევს.
Widespread adoption of the euro will decrease much of the currency risk associated with doing business in Europe, making member countries with previously weak currencies more attractive markets.
635903.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა ევროს შემოღებაც კი ვერ უზრუნველყოფს 2000 წლიანი ტრადიციის წინააღმდეგ გალაშქრებას და ვერ გადააქცევს ევროკავშირს „ევროპის ქვეყნების გაერთიანებულ სახელმწიფოდ“.
However, even with the adoption of the euro, it is unlikely that the EU will ever go against 2,000 years of tradition and become the “United States of Europe”.
635904.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იმ საზოგადოებაში, სადაც 20-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ამავე რაოდენობის კულტურის წარმომადგენლები არიან, ყოველთვის იქნება კოჰაბიტაციისა და ერთიან სტრუქტურად ჩამოყალიბების პრობლემა.
A community with more than two dozen different languages and cultures will always have difficulty coming together and acting as a single entity.
635905.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად ამისა, წლიური მშპ-ის 16.1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირობებში ევროკავშირი მაინც საკმაოდ მძლავრი ეკონომიკური ძალაა.
Still, with a combined annual GDP of more than $16.1 trillion, the EU has become a potent economic force.
635906.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
1994 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა თავისუფალი სავაჭრო ზონა აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის.
In 1994, the North American Free Trade Agreement (NAFTA) established a free trade zone among the United States, Mexico, and Canada.
635907.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამ შეთანხმების წყალობით შეიქმნა ერთი ბაზარი 452 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც ყოველწლიურად აწარმოებენ და მოიხმარენ 17 ტრილიონი აშშ დოლარის ფასეულობის საქონელს და იღებენ მომსახურებას.
The agreement created a single market of 452 million people who produce and consume almost $17 trillion worth of goods and services annually.
635908.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის შეთანხმებამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეამცირა სავაჭრო ბარიერები და საინვესტიციო შეზღუდვები სამ ქვეყანას შორის.
Over the past 15 years, NAFTA has eliminated trade barriers and investment restrictions among the three countries.
635909.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, სამ ქვეყანას შორის არსებული საერთო ვაჭრობა გაორმაგდა და 1993 წელს დაფიქსირებული 306 მილიარდი აშშ დოლარიდან 2009 წელს 637 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
According to the International Monetary Fund, total trade among the three countries has more than doubled from $306 billion in 1993 to $637 billion in 2009.
635910.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ ვაჭრობის შესახებ შეთანხმების აშკარა წარმატების შემდეგ, 2005 წელს ცენტრალური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით შეიქმნა თავისუფალი სავაჭრო ზონა აშშ-სა და კოსტა-რიკას, დომინიკის რესპუბლიკას, ელ-სალვადორს, გვატემალას, ჰონდურასსა და ნიკარაგუას შორის.
Following the apparent success of NAFTA, in 2005 the Central American Free Trade Agreement (CAFTADR) established a free trade zone between the United States and Costa Rica, the Dominican Republic, El Salvador, Guatemala, Honduras, and Nicaragua.
635911.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ლათინურ და სამხრეთ ამერიკაში ჩამოყალიბდა სხვა თავისუფალი სავაჭრო ზონები.
Other free trade areas have formed in Latin America and South America.
635912.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კავშირი, რომელიც ფაქტობრივად ევროკავშირის მოდელის მიბაძვა იყო, 2004 წელს შეიქმნა და საკონსტიტუციო ხელშეკრულებით 2008 წელს გაფორმდა.
For example, the Union of South American Nations (UNASUR), modeled after the EU, was formed in 2004 and formalized by a constitutional treaty in 2008.
635913.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კავშირი, რომელშიც 12 ქვეყანაა გაერთიანებული, ევროკავშირისა და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, ყველაზე დიდი სავაჭრო ბლოკია, რომლის მოსახლეობა 361 მილიონია, ჯამური ეკონომიკა 973 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ექსპორტი კი – 181 მილიარდი აშშ დოლარის ტოლია.
Consisting of 12 countries, UNASUR makes up the largest trading bloc after NAFTA and the EU, with a population of 361 million, a combined economy of more than $973 billion, and exports worth $181 billion.
635914.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ევროკავშირისა და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მსგავსად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კავშირი მიზნად ისახავს 2019 წლისათვის ქვეყნებს შორის არსებული ყველა ტარიფის აღმოფხვრას.
Similar to NAFTA and the EU, UNASUR aims to eliminate all tariffs between nations by 2019.
635915.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ყველა ქვეყანას დამახასიათებელი თვისებები გააჩნია, რაც უნდა გვესმოდეს.
Each nation has unique features that must be understood.
635916.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რამდენად მზადაა ესა თუ ის ქვეყანა სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურებისათვის და რამდენად მიმზიდველია უცხო ფირმებისათვის, როგორც ბაზარი, დამოკიდებულია მის ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და კულტურულ გარემოზე.
A nation’s readiness for different products and services and its attractiveness as a market to foreign firms depend on its economic, political-legal, and cultural environments.
635917.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეკონომიკური გარემო.
Economic Environment.
635918.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო მარკეტოლოგმა უნდა შეისწავლოს თითოეული ქვეყნის ეკონომიკა.
The international marketer must study each country’s economy.
635919.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ქვეყნის, როგორც ბაზრის, მიმზიდველობაზე გავლენას ახდენს ორი ეკონომიკური ფაქტორი: მისი ინდუსტრიების სტრუქტურა და შემოსავლის განაწილება.
Two economic factors reflect the country’s attractiveness as a market: its industrial structure and its income distribution.
635920.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ქვეყნის ინდუსტრიების სტრუქტურა აყალიბებს პროდუქტისა და მომსახურების საჭიროებას და შემოსავლისა და დასაქმების დონეებს.
The country’s industrial structure shapes its product and service needs, income levels, and employment levels.