მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635841.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალიზაციისაკენ გადადგმული ასეთი სწრაფი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ყველა კომპანიას მოუწევს პასუხი გასცეს რამდენიმე ძირითად კითხვას.
The rapid move toward globalization means that all companies will have to answer some basic questions.
635842.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როგორი საბაზრო პოზიცია უნდა დავიკავოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკონომიკურ რეგიონში და გლობალურად?
What market position should we try to establish in our country, in our economic region, and globally?
635843.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ვინ იქნება ჩვენი გლობალური კონკურენტი და რა სტრატეგიებსა და რესურსებს ფლობს ის?
Who will our global competitors be and what are their strategies and resources?
635844.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სად უნდა გამოვუშვათ ან ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქტი?
Where should we produce or source our products?
635845.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რა სახის სტრატეგიული ალიანსები უნდა ჩამოვაყალიბოთ სხვა კომპანიებთან მსოფლიოში?
What strategic alliances should we form with other firms around the world?
635846.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როგორც ნაჩვენებია სურათზე 19.1, კომპანიას უწევს ექვსი ძირითადი გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო მარკეტინგის მხრივ.
As shown in Figure 19.1, a company faces six major decisions in international marketing.
635847.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური მარკეტინგული გარემოს შეფასება.
Looking at the Global Marketing Environment.
635848.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სანამ კომპანია გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბით, კარგად უნდა შეისწავლოს გლობალური მარკეტინგული გარემო.
Before deciding whether to operate internationally, a company must understand the international marketing environment.
635849.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეს გარემო გასული წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა, რასაც მოჰყვა როგორც ახალი შესაძლებლობები, ისე პრობლემები.
That environment has changed a great deal in the past two decades, creating both new opportunities and new problems.
635850.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო სავაჭრო სისტემა.
The International Trade System.
635851.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ გეგმავენ საქმიანობას, კარგად უნდა ესმოდეთ საერთაშორისო სავაჭრო სისტემა.
U.S. companies looking abroad must start by understanding the international trade system.
635852.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როდესაც სხვა ქვეყანასთან ვაჭრობს, კომპანია შესაძლოა გარკვეულ შეზღუდვებს შეხვდეს.
When selling to another country, a firm may face restrictions on trade between nations.
635853.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სახელმწიფომ შესაძლოა განსაზღვროს ტარიფები, გადასახადები გარკვეულ იმპორტირებულ პროდუქციაზე, რასაც შემოსავლების მოსაზიდად ან ადგილობრივი კომპანიების დასაცავად აკეთებს.
Governments may charge tariffs, and taxes on certain imported products designed to raise revenue or protect domestic firms.
635854.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ტარიფები ხშირად იმისათვის წესდება, რომ სხვა ქვეყნები სხვადასხვა დათმობაზე წავიდნენ.
Tariffs are often used to force favorable trade behaviors from other nations.
635855.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ამას წინათ აშშ-ში წარმოებულ ჰორმონებით გაჯერებულ ძროხის ხორცის იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ, აშშ ევროკავშირს როკფორის ყველზე მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
For example, the United States recently threatened high tariffs on—of all things—Roquefort cheese in retaliation to a European Union (EU) ban on U.S. hormone-treated beef.
635856.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როკფორის ყველი და გარკვეული სახის სხვა პოპულარული ევროპული საკვების იმპორტი შესაძლოა აშშ-ის მაღაზიებიდან 100-300%-იანი იმპორტის გადასახადის გამო გამქრალიყო.
Roquefort cheese and some other popular European food imports could have disappeared from U.S. gourmet shops and fancy food departments thanks to a threatened 100–300 percent import tax.
635857.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იმპორტი ერთგვარი მძევალი იყო საკვებთან დაკავშირებულ დიდი ხნის ტრანსატლანტიკურ ბრძოლაში, როდესაც ევროკავშირმა, საფრანგეთის თაოსნობით, უარი განაცხადა აშშ-დან ჰორმონებით გაჯერებული ხორცის იმპორტზე.
The imports were hostages in a long-running trans-Atlantic food fight over the EU’s French-led refusal to import hormone-treated U.S. beef.
635858.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ სათამაშო მოედნისა და მსოფლიო სავაჭრო დავების ლოგიკას მივყვებით, ევროკავშირს რომ არ გაეუქმებინა მისი 20-წლიანი აკრძალვა ძროხის ხორცზე, აშშ გარკვეულ პროდუქტებზე დააწესებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ სანქცირებულ სადამსჯელო ტარიფებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აშშ-ში პროდუქციის ყიდვის დროს უნდა გადაიხადონ.
By the tit-for-tat logic of playground and world trade disputes, if the EU didn’t lift its 20-year beef ban, the United States would impose punishing World Trade Organization (WTO)-sanctioned tariffs on selected products that EU members sold in the United States.
635859.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რა თქმა უნდა, ეს საყოველთაო შიმშილობას არ გამოიწვევდა, მაგრამ 300%-იანი გადასახადი ერთი კილო როკფორის ფასს აქამდე გაუგონარ, მოთხოვნის ჩამკვლელ 60 აშშ დოლარამდე აიყვანდა.
No one would have starved as a result, but the 300 percent duty on Roquefort would have driven its price into the unheard-of, demand-stifling range of $60 a pound.
635860.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ როკფორზე ყველაზე საშინელი იერიში მიიტანეს, აშშ-ის ტარიფები გაორმაგდა სხვა 34 დასახელების პროდუქტზე, იტალიური მინერალური წყლიდან დაწყებული, ირლანდიური შვრიით, ფრანგული წაბლითა და 26 ქვეყნის სხვა რეგიონული საკვებით დამთავრებული.
Although Roquefort was the most harshly attacked, other U.S. tariffs would have doubled the retail prices of 34 items, ranging from Italian mineral water to Irish oatmeal, French chestnuts, and other regional foodie delights from 26 EU countries.