მოიძებნა 669201 ჩანაწერი
635881.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მოლაპარაკებებმა ასევე მოიცვა ვაჭრობა სოფლის მეურნეობის დარგში და მომსახურებათა ფართო არეალში.
The agreement also extended to cover trade in agriculture and a wide range of services.
635882.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გამკაცრდა საავტორო უფლებების, პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის წესები.
It toughened the international protection of copyrights, patents, trademarks, and other intellectual property.
635883.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებიდან მიღებული ფინანსური სარგებლის განსაზღვრა ძნელია, კვლევით დადასტურებულია, რომ სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და მომსახურების სავაჭრო ბარიერების 1/3-ით შემცირება მსოფლიოს ეკონომიკას 613 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის, რაც, თუ შევადარებთ, მსოფლიო ეკონომიკისათვის კიდევ ერთი პოლონეთის დამატების ტოლფასია.
Although the financial impact of such an agreement is difficult to measure, research suggests that cutting agriculture, manufacturing, and services trade barriers by one-third would boost the world economy by $613 billion, the equivalent of adding another Poland to the world economy.
635884.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სავაჭრო ბარიერების შემცირებისა და ვაჭრობისათვის გლობალური სტანდარტების დაწესების გარდა, ურუგვაის მოლაპარაკებათა შედეგად შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელსაც დაევალა ტარიფებსა და ვაჭრობაზე ზოგადი შეთანხმების წესებისა და კანონების ძალაში გატარება.
Beyond reducing trade barriers and setting global standards for trade, the Uruguay Round created the WTO to enforce GATT rules.
635885.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ერთგვარი საერთო ქოლგის ფუნქციას ასრულებს, რომელიც აკონტროლებს ზოგად შეთანხმებას ტარიფებსა და ვაჭრობაზე, მედიატორობას უწევს გლობალურ დავებს, ეხმარება განვითარებად ქვეყნებს სავაჭრო სფეროს განვითარებაში და სავაჭრო სანქციების დაწესებაში.
In general, the WTO acts as an umbrella organization, overseeing GATT, mediating global disputes, helping developing countries build trade capacity, and imposing trade sanctions.
635886.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
წინა ზოგად შეთანხმებას ტარიფებსა და ვაჭრობაზე ასეთი უფლება არასდროს მინიჭებია.
The previous GATT organization never had such authorities.
635887.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მოლაპარაკებათა ახალი, დოჰას რაუნდი 2001 წელს დოჰაში დაიწყო და მის დასრულებას 2005 წელს ვარაუდობდნენ, მაგრამ მსჯელობა და დისკუსიები 2010 წლამდე გაგრძელდა.
A new round of negotiations began in Doha, Qatar, in late 2001 and was set to conclude in 2005, but the discussions still continued through 2010.
635888.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რეგიონული თავისუფალი სავაჭრო ზონები.
Regional Free Trade Zones.
635889.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ქვეყნების ნაწილმა თავისუფალი სავაჭრო ზონები ან ეკონომიკური საზოგადოებები შექმნა.
Certain countries have formed free trade zones or economic communities.
635890.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ესენი არიან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც ერთობლივად საქმიანობენ საერთო მიზნის მისაღწევად საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების კუთხით.
These are groups of nations organized to work toward common goals in the regulation of international trade.
635891.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთ-ერთი ასეთი გაერთიანებაა ევროკავშირი.
One such community is the European Union (EU).
635892.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იგი 1957 წელს ჩამოყალიბდა და მისი თავდაპირველი მიზანი იყო ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნა ბარიერების შესამცირებლად და პროდუქტის, მომსახურების, ფინანსების და დასაქმების თავისუფლად მიმოქცევისათვის წევრ ქვეყნებს შორის, ასევე, არაწევრ ქვეყნებთან ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.
Formed in 1957, the EU set out to create a single European market by reducing barriers to the free flow of products, services, finances, and labor among member countries and developing policies on trade with nonmember nations.
635893.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დღეს ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი ბაზარია.
Today, the EU represents one of the world’s largest single markets.
635894.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამჟამად მასში გაწევრიანებულია 27 ქვეყანა, მომხმარებელთა რიცხვი ნახევარ მილიარდამდე აღწევს და მსოფლიოს ექსპორტის 20%-ზე მეტს შეადგენს.
Currently, it has 27 member countries containing close to half a billion consumers and accounting for more than 20 percent of the world’s exports.
635895.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ევროპული გაერთიანება აშშ-სა და სხვა არაევროპულ კომპანიებს უზარმაზარ სავაჭრო შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა საფრთხეებსაც ქმნის.
European unification offers tremendous trade opportunities for U.S. and other non-European firms, however, it also poses threats.
635896.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გაერთიანების შედეგად ევროპული კომპანიები სულ უფრო გაიზარდნენ და კონკურენტულები გახდნენ.
As a result of unification, European companies have grown bigger and more competitive.
635897.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა დასაფიქრებელია ის, რომ ევროპის შიგნით არსებული დაბალი ბარიერები გარე კედლებს კიდევ უფრო მეტად გაასქელებს.
Perhaps an even greater concern, however, is that lower barriers inside Europe will create only thicker outside walls.
635898.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ევროპა ერთგვარ ციხესიმაგრეს დაემსგავსება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფირმებისათვის მისაღები იქნება, მაგრამ გარეშე კომპანიებს ხელს შეუშლის მის ბაზარზე შეღწევაში.
Some observers envision a “Fortress Europe” that heaps favors on firms from EU countries but hinders outsiders by imposing obstacles.
635899.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ევროპის გაერთიანებისაკენ ლტოლვის თვალსაზრისით პროგრესი გარკვეულწილად ნელი აღმოჩნდა.
Progress toward European unification has been slow.
635900.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა ბოლო წლებში 16 წევრმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაერთიანებისაკენ — მათი მიმოქცევის ვალუტა ევრო გახდა.
In recent years, however, 16 member nations have taken a significant step toward unification by adopting the euro as a common currency.