მოიძებნა 669201 ჩანაწერი
635941.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იაპონიისა და ჩინეთის შემდეგ აზიაში მესამე უდიდესი ავტობაზრის არსებობის ხაზგასასმელად ფორდმა მომხმარებელს გააცნო ახალი საბარგულიანი მოდელი ფიგო, რომლის ფასიც 7700 აშშ დოლარია, იგი განკუთვნილია 20 წელს გადაცილებული ინდოელი კლიენტისათვის, რომლის პროტოტიპიც მოგონილი პიროვნებაა, სახელად სანდიპი.
To boost its presence in Asia’s third-largest auto market behind Japan and China, Ford introduced the Figo, a $7,700 hatchback design for a hypothetical twenty-something Indian named Sandeep.
635942.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ის კომპიუტერების, ფინანსების ან რაიმე სხვა მომსახურების სფეროს სპეციალისტია, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობს.
He works in IT, finance, or another service industry and tools around on a motorcycle.
635943.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ფორდის ინდოეთის ფილიალის გენერალური მენეჯერი ამბობს: „უამრავ ადამიანს სურს საკუთარი მოტოციკლეტის შეცვლა“.
“There are huge numbers of people wanting to move off their motorbikes,” says Ford’s India general manager.
635944.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო.
Political-Legal Environment.
635945.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემოს თვალსაზრისით ქვეყნები ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდებიან.
Nations differ greatly in their political-legal environments.
635946.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როდესაც კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას გეგმავს, უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქვეყნის დამოკიდებულება საერთაშორისო შესყიდვების მიმართ, სამთავრობო ბიუროკრატია, პოლიტიკური სტაბილურობა და ფულადი რეგულაციები.
In considering whether to do business in a given country, a company should consider factors such as the country’s attitudes toward international buying, government bureaucracy, political stability, and monetary regulations.
635947.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგიერთი ქვეყანა სიხარულით მიესალმება უცხოური ფირმების არსებობას, ზოგიერთი კი – სულაც არ არის მოხარული.
Some nations are very receptive to foreign firms, others are less accommodating.
635948.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ინდოეთში დაწესებული საიმპორტო კვოტები, სავალუტო და სხვა შეზღუდვები ხელს უშლის უცხოურ კომპანიებს საქმიანობის წარმოებაში და მათ გამოწვევების წინაშე აყენებს.
For example, India has tended to bother foreign businesses with import quotas, currency restrictions, and other limitations that make operating there a challenge.
635949.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
შედარებისათვის: მეზობლად მდებარე აზიის ქვეყნებში, მაგალითად, სინგაპურსა და ტაილანდში, ხელს უწყობენ უცხოელ ინვესტორებს და უწესებენ მათ სხვადასხვა სახის შეღავათებს საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობებით.
In contrast, neighboring Asian countries, such as Singapore and Thailand, court foreign investors and shower them with incentives and favorable operating conditions.
635950.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობა მეორე საკითხია.
Political and regulatory stability is another issue.
635951.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ვენესუელას მთავრობა საოცრად მერყევია — ისეთი ეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა ინფლაცია და საზოგადოების მხრიდან ფულის ეკონომიურად ხარჯვა – იქ ბიზნესის წარმოების რისკებს ზრდის.
For example, Venezuela’s government is notoriously volatile—due to economic factors such as inflation and steep public spending—which increases the risk of doing business there.
635952.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრების უმეტესობისათვის ვენესუელას ბაზარი მაინც მიმზიდველია, არასტაბილური პოლიტიკური და საკანონმდებლო სიტუაცია გავლენას მოახდენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებასა და ფინანსურ საკითხებზე.
Although most international marketers still find the Venezuelan market attractive, the unstable political and regulatory situation will affect how they handle business and financial matters.
635953.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის ფულადი რეგულაციები.
Companies must also consider a country’s monetary regulations.
635954.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გამყიდველებს მოგების მიღება სურთ იმ ვალუტით, რაც მათთვის ღირებული იქნება.
Sellers want to take their profits in a currency of value to them.
635955.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იდეალურ შემთხვევაში მყიდველს შეუძლია გამყიდველის ან მსოფლიოს სხვა კონვერტირებადი ვალუტით გადახდა.
Ideally, the buyer can pay in the seller’s currency or in other world currencies.
635956.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისი ნაკლებობის შემთხვევაში გამყიდველმა შესაძლოა თანხმობა განაცხადოს, რომ გადახდა მოხდეს ე.წ. ბლოკირებული ვალუტით – ვალუტით, რომლის ქვეყნიდან გატანა-გადარიცხვა აკრძალულია სახელმწიფოს მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს ამ ქვეყანაში შეუძლია სხვა საქონლის ყიდვა, რომელიც სჭირდება ან შეძლებს ნაყიდი საქონელი სხვაგან საჭირო ვალუტაზე გაყიდოს.
Short of this, sellers might accept a blocked currency— one whose removal from the country is restricted by the buyer’s government—if they can buy other goods in that country that they need themselves or can sell elsewhere for a needed currency.
635957.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სავალუტო შეზღუდვებთან ერთად, ცვალებადი გაცვლითი კურსიც ასევე მაღალ რისკს ქმნის გამყიდველისათვის.
In addition to currency limits, a changing exchange rate also creates high risks for the seller.
635958.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი ნაღდი ფულით ოპერაციებს მოიცავს.
Most international trade involves cash transactions.
635959.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბევრ ქვეყანას მაინც არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ნაღდი ფული იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებიდან შეისყიდოს საქონელი.
Yet many nations have too little hard currency to pay for their purchases from other countries.
635960.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ნაღდი ფულის მაგივრად მათ სურთ სხვა სახით გადაიხადონ.
They may want to pay with other items instead of cash.