მოიძებნა 669201 ჩანაწერი
635981.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა იაპონელები და სხვა აზიელი ბიზნესმენები ასეთ საქციელს ხშირად შეურაცხმყოფლად მიიჩნევენ.
However, Japanese and other Asian businesspeople often find this behavior offensive.
635982.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მათ ურჩევნიათ დაიწყონ ზრდილობიანი საუბრით და პირისპირ საუბარში იშვიათად თუ ამბობენ რაიმეზე უარს.
They prefer to start with polite conversation, and they rarely say no in face-to-face conversations.
635983.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სამხრეთამერიკელებს კი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგომა ან ჯდომა უყვართ, როდესაც საქმიანად საუბრობენ — რეალურად თითქმის ცხვირი ცხვირზე აქვთ მიდებული.
As another example, South Americans like to sit or stand very close to each other when they talk business—in fact, almost nose-to-nose.
635984.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამერიკელი ბიზნესაღმასრულებელი უკან იხევს, როდესაც სამხრეთამერიკელი მასთან სულ უფრო ახლოს მიიწევს.
An American business executive tends to keep backing away as South America moves closer.
635985.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ასე რომ, საერთო ჯამში, ორივე შეურაცხყოფილად გრძნობს თავს.
Both may end up being offended.
635986.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამერიკელმა ბიზნესაღმასრულებლებმა უნდა შეისწავლონ ასეთი სახის კულტურული ნიუანსები, სანამ სხვა ქვეყანაში საქმიანობის წარმოებას შეუდგებიან.
American business executives need to understand these kinds of cultural nuances before conducting business in another country.
635987.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ასევე, იმ კომპანიებს, რომლებსაც ესმით კულტურული ნიუანსები, შეუძლიათ ისინი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, როდესაც ახდენენ პროდუქტების პოზიციონირებას და საერთაშორისო მასშტაბით მარკეტინგული კამპანიების მომზადებას.
By the same token, companies that understand cultural nuances can use them to their advantage when positioning products and preparing campaigns internationally.
635988.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ელ-ჯი ელექტრონიქსი 22 მილიარდი დოლარის შემოსავლის მქონე სამხრეთ კორეული ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციებისა და დანადგარების კომპანიაა.
Consider LG Electronics, the $22 billion South Korean electronics, telecommunications, and appliance powerhouse.
635989.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ელ-ჯი ამჟამად საქმიანობას აწარმოებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გაყიდვების 87% გარე ბაზრებზე მოდის.
LG now operates in more than 60 countries and captures 87 percent of its sales from markets outside its home country.
635990.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ მაცივარში კიმჩი გაქვთ, ძნელია იგი საიდუმლოდ შეინახოთ.
If you’ve got kimchi in your fridge, it’s hard to keep it a secret.
635991.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ფერმენტირებული კომბოსტოთი, ნივრით და წითელი წიწაკით დამზადებულ ეს კერძი კორეაში ყოველდღიური საკვებია.
Made from fermented cabbage seasoned with garlic and chili, kimchi is served with most meals in Korea.
635992.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგრამ თუ ჩვეულებრივ მაცივარში შედებთ, მისი მძაფრი სუნი ყველა საკვებს გადაედება.
But when it’s stored inside a normal refrigerator, its pungent odor taints foods.
635993.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამიტომაც, ორი ათწლეულის წინათ ელ-ჯიმ საზოგადოებას სპეციალურად ამ კერძისათვის განსაკუთრებული მაცივარი შესთავაზა, რომელშიც ჩადგმულია სპეციალური განყოფილება, კიმჩი, სხვა საჭმლისაგან რომ გამოიყოს.
That’s why, two decades ago, LG introduced the kimchi refrigerator, featuring a dedicated compartment that isolates kimchi from other foods.
635994.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კიმჩის მაცივრები ჩვეულებრივ კორეული ოჯახის 65%-ს აქვს და ელ-ჯი-ც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ბრენდია.
Kimchi refrigerators have become a fixture in 65 percent of Korean homes, and LG is the country’s top-selling manufacturer.
635995.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ელ-ჯის მისიაა მომხმარებლებისთვის სასურველი მომსახურების შეთავაზება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მათ ცხოვრებას ზუსტად ერგება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი.
LG’s mission is to make customers happy worldwide by creating products that fit perfectly into their lives, no matter where they live.
635996.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიამ მაგალითად, ინდოეთში, გასაყიდად გაუშვა ისეთი მაცივრები, რომლებსაც შედარებით დიდი ადგილი აქვთ ბოსტნეულისა და წყლისათვის, ასევე ელექტროენერგიის მკვეთრი ცვალებადობისას დაცულობა და კაშკაშა ფერის ზედაპირი, რომელიც ადგილობრივ გემოვნებას ესადაგება (წითელი — სამხრეთში, მწვანე - ქაშმირში).
In India, LG rolled out refrigerators with larger vegetable and water-storage compartments, surge-resistant power supplies, and brightly colored finishes that reflect local preferences (red in the south, green in Kashmir).
635997.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ინდოეთში ელ-ჯის ზოგიერთ მიკროტალღოვან ღუმელს მუქი ფერის შიდა ნაწილი აქვს, რათა ტრადიციული ადგილობრივი კერძის — მასალას ლაქები დაიმალოს.
Some of LG’s Indian microwaves have dark-colored interiors to hide masala stains.
635998.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ირანში ელ-ჯი საზოგადოებას სთავაზობს მიკროტალღოვან ღუმელს სპეციალური ღილაკით ქაბაბის გასათბობად, რომელიც ირანელების საყვარელი კერძია.
In Iran, LG offers a microwave oven with a preset button for reheating shish kebabs—a favorite dish.
635999.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აზიის ცენტრალურ ნაწილში კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა მოოქრული 71-ინჩიანი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები, რომელთა ფასი 80 000 აშშ დოლარია და ამით პატივი მიაგო რეგიონის ცნობილ მიდრეკილებას ფუფუნების საგნებისადმი.
In the Middle East, the company unveiled a gold-plated 71-inch flat-screen television that sells for $80,000—a tribute to the region’s famous affinity for gilded opulence.
636000.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რუსეთისათვის კი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ხანგრძლივი ზამთრების დროს ერთობა, ელ-ჯიმ შექმნა კარაოკე-ტელეფონი, რომელშიც შესაძლოა დაპროგრამდეს 100 რუსული საუკეთესო სიმღერა და მისი დაკვრისას ეკრანზე დაიწეროს სიმღერის სიტყვები.
In Russia, where many people entertain at home during the country’s long winters, LG developed a karaoke phone that can be programmed with the top 100 Russian songs, whose lyrics scroll across the screen when they’re played.